კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: საკმაოდ მგრძნობიარე კანი მაქვს. პარსვის გამო ფეხების გაღიზიანებული ზედაპირი ზამთარში არ ჩანდა, ხოლო რომ დათბა და შედარებით ღია და მოკლე ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, საკმაოდ ცუდი შესახედია. როგორ მოვიქცე, რომ ასეთ დროს ფეხზე გაღიზიანება, გამონაყარი და სიწითლე მოვიხსნა? თითქმის, ყოველ დილით, მიწევს ფეხის გაპარსვა.
პასუხი:
ხშირი პარსვა კანს აღიზიანებს, სიგლუვეს და სილამაზეს უკარგავს, ხშირად კი, გამონაყარსაც იწვევს. პარსვა კანს აშრობს და აჩენს მასზე ხორკლს. ეს კი, საკმაოდ არაესთეტიკურია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ღია ტანსაცმელს ვატარებთ. აღნიშნულ ინსტრუქციაში მოგითხრობთ იმ წესების შესახებ, რომლებიც პარსვისგან გამოწვეულ დისკომფორტს მოგიხსნით და შეგანარჩუნებინებთ გლუვ და ლამაზ კანს.
 გაპარსვამდე, წინა საღამოს, ზეითუნის ზეთი წაისვით. ის პარსვას აადვილებს კანი რბილდება და ნაკლებად გაღიზიანდება. სანამ გაიპარსავთ, კარგად დაიმუშავეთ კანი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სკრაბი. რაც უფრო მეტ ჭუჭყს და აქერცლილ კანს მოიშორებთ, პარსვის შემდეგ კანი უფრო გლუვი და სასიამოვნო გახდება. გამორიცხეთ სპირტის შემცველი ნებისმიერი საპარსი გელები და კრემები. ისინი კანს აღიზიანებენ. გამოიყენეთ პარსვის შემდგომ დამამშვიდებელი, მენთოლის ან ალოეს კრემი, რომელიც კანს სიწითლეს ააცილებს.
კითხვა: რა აღარ ვცადე და ქუსლის კანი ვერ მივიყვანე იმ ზომამდე, რომ დარბილდეს და გლუვი გახდეს. სულ ამის პრობლემა მაქვს და განსაკუთრებით მწვავედ ამას ზაფხულში განვიცდი. თუ არის რაიმე საშუალება, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება?
პასუხი:
თუ თქვენ არ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არც ავიტამინოზი და მიუხედავად ამისა, ქუსლები მაინც ისე არ გამოიყურება, როგორც თქვენ გსურთ, მაშინ ამ პრობლების მოსაგვარებლად შეგიძლიათ, შინაურული მეთოდები გამოიყენოთ. მოვლის ეს ხერხი არ არის ძვირი, მეორე მხრივ, ქუსლები და ტერფი ხდება ბევრად ნაზი და რბილი. გარდა ამისა, იკურნება ნახეთქები და ბებრები. პროცედურა გააკეთეთ საღამოს. აიღეთ ჯამი, ჩაასხით 1.5 ლიტრი თბილი წყალი, დაამატეთ 4 სუფრის კოვზი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი და ჩააწყვეთ ფეხები. რამდენიმე წუთის შემდეგ, ამოიღეთ ფეხები წყლიდან და სპეციალური სახეხით გაისუფთავეთ ქუსლები. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ კიდევ ერთხელ და გაიმშრალეთ. პროცედურის შემდეგ, გლიცერინისა და ძმრის ხსნარი (შეურიეთ ერთმანეთს 3 სუფრის კოვზი გლიცერინი და 1 ჩაის კოვზი ძმარი) წაისვით ქუსლებზე. ჩაიცვით ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ. დილით, გაღვიძებისას ფეხები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ და შედეგი, ნამდვილად გაგაოცებთ.

скачать dle 11.3