კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ დააფუძნებინა ლავრენტი ბერიამ ქუთაისის ავტოქარხანა „ბეემვეს“ კონვეიერზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ თვალსაჩინო მეურნე და ორგანიზატორი იყო, ამას მისი დაუძინებელი მტრებიც აღნიშნავდნენ, თანაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლავრენტი ბერიას სახელის ხსენება ტაბუირებული იყო და ამ „დანაშაულისთვის“ ადამიანებს ციხეში  სვამდნენ. პროფესორი ვსევოლოდ პოსპელოვი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია არა მარტო საუცხოო ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო, არამედ, ხაზგასმულად ვამბობ – ის იყო ქართველი პატრიოტი. მან ბევრი სიკეთე გაუკეთა თავის სამშობლოს და რომ იტყვიან, ყველა სიკეთე საქართველოსთვის უნდოდა. ბერიას ძალისხმევით განვითარდა საქართველოში ინდუსტრია და მძიმე მრეწველობა. ბერიას დამსახურება იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, საავიაციო ქარხნისა და საავტომობილო ქარხნის მშენებლობა. ეს ობიექტები, შესაბამისად, რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში აშენდა და იქ ათასობით ქართველი იყო დასაქმებული, რომლებსაც მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ და კარგად ცხოვრობდნენ. საავიაციო და საავტომობილო ქარხნები ცნობილი გერმანული ქარხნების – „მესერშმიტისა“ და „ბეემვეს“ კონვეიერებზე დაფუძნდა. ანუ, ეს ქარხნები გერმანიაში დაშალეს და საბჭოთა კავშირში ჩამოიტანეს. საინტერესო ისტორია ჰქონდა ქუთაისის ავტოქარხნის მშენებლობას, რომელიც ოფიციალურად 1951 წლის 18 აგვისტოდან უშვებდა სრულყოფილ პროდუქციას. მისი მშენებლობა კი 1945 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც სამამულო ომი დამთავრებულიც არ იყო. მშენებლობის საკითხი ბერიამ მოაგვარა, რაზეც ჯერ კიდევ 1937 წელს საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნობისას ოცნებობდა. მის ოცნებებს კი მოსკოვში გადაყვანამ, შემდეგ კი ომმა შეუშალა ხელი. თუმცა, 1945 წელს სტალინი დაითანხმა, რომ გერმანიიდან წამოღებული „ბეემვეს“ ქარხნის კონვეიერი ქუთაისში დაემონტაჟებინათ და ქარხნის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, გერმანიაში დემონტირებული „ბეემვეს“ კონვეიერი მოსკოვში ჩაიტანეს და „ზისის“ (სტალინის სახელობის ქარხანა) ავტოქარხანაში შეიტანეს. ავტოქარხნის ხელმძღვანელობამ კი იმდენი „იხლაფორთა“, რომ სტალინისგან ქუთაისისთვის განკუთვნილი კონვეიერის თავისთან აწყობის ნებართვა მიიღეს. ამ თავხედობას, მოგვიანებით, ქარხნის მთავარი ინჟინერი და რამდენიმე განყოფილების უფროსი შეეწირა. მათ მავნებლობასა და საბოტაჟში დასდეს ბრალი და დახვრიტეს. ქუთაისის ახლადაშენებულმა ქარხანამ კი „ზისის“ მოძველებული კონვეიერი მიიღო და ქარხანა მხოლოდ „ზისის“ ქარხნის პროდუქციის, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილებს უშვებდა. მაგრამ ბერიამ მაინც თავისი გაიტანა და „ზისში“ ქუთაისისთვის განკუთვნილი „ბეემვეს“ კონვეიერის დემონტაჟი განახორციელებინა  და ქუთაისში დაამონტაჟებინა. ხოლო 1951 წლის 18 აგვისტოს კი იმ პერიოდისთვის თანამედროვე ავტომობილი „ზის-150“ გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით „კაზ-150-ის“ სახელწოდებით გამოდიოდა. „კაზი“ რუსული აბრევიატურაა და ქუთაისის საავტომობილო ქარხანას ნიშნავს. ბერია ავტოქარხანას 18 აგვისტოს პირველი მანქანის გამოშვებაზე ეწვია და მასვე ერგო კონვეიერიდან მისი ჩამოყვანის პატივი. ბერიამ ავტომობილი ჯერ ჩამოაგორა, შემდეგ ძრავა ჩართო, უზარმაზარი საამქროდან გაიყვანა და ავტოქარხნის ტერიტორიას საპატიო წრე დაარტყა. კვლავ უკან რომ დაბრუნდა, ავტომობილის გასაღები გამომცდელ მძღოლს გადასცა და წარმატებები უსურვა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ბერიას უნდოდა, ქუთაისის ავტომობილებზე აბრევიატურა ქართულ ენაზე ყოფილიყო. სტალინის გარდაცვალების მერე თავისი ჩანაფიქრის განხორციელებასაც შეუდგა და შესაბამისი სამარკო ნიშნებიც ქართულად ჩამოასხმევინა, თუმცა, ბერიას მკვლელობის შემდეგ ისინი გადაადნეს. ხრუშჩოვს კი, საერთოდ, ქარხნის დახურვა და რუსეთში გადატანა უნდოდა. თუმცა, მას აუხსნეს, რომ ეს „ოპერაცია“ ძალიან ძვირი დაჯდებოდა და გადაიფიქრა.
მსუბუქი სატვირთო ავტომობილების გამოშვების პარალელურად, ლავრენტი ბერიას ჩაფიქრებული ჰქონდა, ეგრეთ წოდებული, „ჯიპების“ სერიული გამოშვება, რის საშუალებასაც „ბეემვეს“ კონვეიერი თავისუფლად იძლეოდა. ბერიას სანქციით (რა თქმა უნდა, სტალინის გარდაცვალების მერე) ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო წარმოების ცენტრში, დეტროიტში ქუთაისელი ავტოინჟინრები მიავლინეს. ისინი „ჯიპების“ წარმოების ტექნოლოგიებს სწავლობდნენ. ბერიას ძალისხმევითვე გაიხსნა თბილისში ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი და ლავრენტი პავლოვიჩი საქართველოში მძლავრი საავტომობილო ინდუსტრიის აშენებას გეგმავდა. თუმცა, ეს გრანდიოზული გეგმები ბერიას მკვლელმა შეთქმულებმა ჩაშალეს. საავტომობილო მრეწველობის განვითარების გეგმა გაანადგურეს და დეტროიტში მივლინებული ინჟინრები სასწრაფოდ უკან დააბრუნეს. კარგა ხანს დაკითხვებზე ატარეს და მართალია, ციხეში არ ჩაუსვამთ, მაგრამ სამსახურიდან დაითხოვეს. სასწაულებრივად გადაურჩა დახურვას ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი, რომელიც შემდგომ ქართველი ავტოინჟინრების სამჭედლოდ გადაიქცა. ფაქტია, რომ ქართველი ლავრენტი ბერიას თავისი სამშობლოს ინდუსტრიულ რესპუბლიკად გადაქცევა უნდოდა, რაც მას უმძლავრეს ეკონომიკას შეუქმნიდა. „საკვები ბაზა“ კი რუსეთ-უკრაინიდან და სხვა რესპუბლიკებიდან ექნებოდა. გეზი სწორად იყო აღებული, თუმცა ის შეთქმულებმა შეცვალეს...“
скачать dle 11.3