კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (51)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№36 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ჭიების გამო შეიძლება თუ არა ბავშვს მომატებული ჰქონდეს ლეიკოციტები? და როგორ ხდება ლეიკოციტების დონის დაწევა?
პასუხი:
ნაწლავური ჰელმინთოზის დროს შეიძლება, სისხლში აღინიშნოს ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია და ედს-ის მომატება. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანტიჰელმინთური პრეპარატებით. დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის სქემის შესარჩევად ბავშვი მიიყვანეთ პედიატრთან ან პარაზიტოლოგთან.
კითხვა: ვარ 52 კილო. ჭარბ წონას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ მაქვს პატარა „ღიპი“ და მაინტერესებს, როგორ შეიძლება მისი მოშორება. არსებობს თუ არა რაიმე ისეთი დიეტა, რომელიც კონკრეტულად მუცლისა და ფეხების გამაგრებას უწყობს ხელს? სახლის პირობებში ვვარჯიშობ და კიდევ რას მირჩევდით?
პასუხი:
ღიპის მიზეზი არის ჭარბი წონა ან ნორმალური წონის შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები – შეკრულობა, გაზები. თუ ეს ფაქტორები გამოირიცხება, ღიპიც არ იქნება. თქვენ ჭარბი წონა არ გაქვთ, გირჩევთ, გამონახოთ დრო და დაიტვირთოთ ფიზიკურად, ასევე, მენიუ შეადგინეთ რაციონალურად  – შეამცირეთ ცხოველური ცხიმი და ივახშმეთ მსუბუქად.
კითხვა: მყავს 22 წლის ვაჟი. 5 წლის წინ დაიწყო ჩახველებები ასე ყოველი 10 წუთის ინტერვალით, ვიფიქრე, ჩვევაა-მეთქი და ყურადღება არ მივაქციე. ბათუმში ვცხოვრობთ. სტუდენტი გახდა და თბილისში წავიდა. ვიფიქრე, მშრალ ჰაერზე გადაუვლის-მეთქი. ახლა რომ ჩამოვიდა აშკარად მოუმატა. ვის მივმართო? რომელი ექიმი დამეხმარება? ძილში არ ახველებს.
პასუხი:
თუ ასეთ ჩახველებას თან არ ახლავს ნახველის ამოღება, მხოლოდ მშრალად ჩაახველებს ხოლმე და ეს წლების განმავლობაში გრძელდება, ასეთი ჩვევა უფრო ნერვულ სპაზმს უკავშირდება. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც ნახოს ყელ-ყურის ექიმმაც. თუ იგი ხახა-სასის ანთებას გამორიცხავს, მაშინ კარგი იქნება ნევროლოგთან ვიზიტი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3