კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (146)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№36 როგორ გავიუმჯობესოთ სმენა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სმენის დაქვეითება განაჩენი არ არის, ვარჯიშით შეგიძლიათ არა მარტო ხელი შეუშალოთ მის პროგრესს, არამედ გაიუმჯობესოთ კიდეც სმენა. ვარჯიშები შეასრულეთ თანმიმდევრობით, თითოეული – 15-20-ჯერ:
* საჩვენებელი და ცერა თითებით საშუალო ძალით აიწიეთ და დაიწიეთ ყურის ბიბილოები;
* აიწიეთ ყურის ნიჟარა სასმენ მილზე მაღლა, მერე კი დაბლა დაიწიეთ;
* გაქაჩეთ გარეთ ყურის ნიჟარის შუა ნაწილი;
* ატრიალეთ ყურის ნიჟარები წრიულად, ჯერ – საათის ისრის მოძრაობის, მერე კი – საპირისპირო მიმართულებით;
* ცერები მიიდეთ ყურის ნიჟარების უკან, დანარჩენი თითები მოხარეთ მის წინ, მოუჭირეთ ნიჟარებს და ერთდროულად გაქაჩეთ ყურები ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ;
* საჩვენებელი და ცერა თითებით ამოძრავეთ ყურის ნიჟარები ყველა მხარეს. ეს ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გოგირდის გამოყოფას;
* მოხარეთ ყურის ნიჟარები, მიიჭირეთ ხელისგულები და ასე გაჩერდით რამდენიმე ხანს;
* მიიდეთ ხელის მტევნები ყურების უკან და ჯერ ნეკა თითებით ამოძრავეთ ყურის ნიჟარები, მერე კი დანარჩენი თითებით სწრაფად დაიხშეთ ყურები;
* საჩვენებელი თითების ბალიშები ერთდროულად დააჭირეთ და აუშვით ყბების სახსრებიდან სასმენი მილის შესასვლელისკენ განზიდულ ნიჟარის ნაწილს;
* საჩვენებელი და ცერა თითებით ყურის ნიჟარის სასმენი მილისკენ შემავალი ნაწილი ამოძრავეთ ზემოთ-ქვემოთ და გარეთ-შიგნით, ყოველ მხარეს – 3-4-ჯერ.
ეს ვარჯიშები მხოლოდ სმენის დაქვეითების პროფილაქტიკას კი არ ემსახურება, არამედ სასარგებლოა ყურის მრავალი დაავადების დროსაც. ყურის ნიჟარების მასაჟი შინაგანი ორგანოების ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ბიბილოების გაწელვა კი თავისა და კბილების ტკივილს შველის, ხსნის თავბრუხვევას და ეფექტურია მხედველობის ორგანოთა დაავადებების დროს. ვარჯიშები მარტივია, მაგრამ თუ რეგულარულად შეასრულებთ, სმენას გაიმახვილებთ და შეაფერხებთ გარეთა ყურის დაბერების პროცესს, რაც მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში კარგი სმენის შესანარჩუნებლად.
ასევე, ძალიან სასარგებლოა მასაჟი. თუკი იგრძნობთ ყურის მიდამოში რაიმე დისკომფორტს, დაიზილეთ ყურის ნიჟარა და ბიბილოები. ამ მასაჟის გაკეთება ძალიან კარგია ხმამაღალი მუსიკის მოსმენის ან ყურისთვის არასასიამოვნო ხმის გაგონების შემდეგ. დაიმახსოვრეთ, რომ ყურის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ დაივიწყებთ მას.
გარდა ამისა, მიმართეთ შემდეგ საშუალებებს:
ნიორი ყველა დაავადების მკურნალ უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევა. სმენის გასაუმჯობესებლად გამოწურეთ რამდენიმე კბილი ნიორი, შეურიეთ იმავე რაოდენობის ზეითუნის ზეთი. გაწურეთ მარლაში და ჩაიწვეთეთ ყურში დღეში 2-ჯერ 3-4 წვეთი. ჩაწვეთების შემდეგ მოათავსეთ ყურში ბამბის ტამპონი.
30 მილილიტრი წითელი ხახვის წვენი შეურიეთ 30 მილილიტრ ნივრის წვენს. მიღებული სითხე მიიღეთ დღეში რამდენჯერმე. ძალიან ეფექტურია – სმენა ბევრად მახვილი ხდება და ანთებაც სწრაფად ქრება. ყველაფერი კი ამ მცენარეთა საოცარი ანტიბაქტერიული თვისების დამსახურებაა.
თაფლი და დარიჩინი შეურიეთ თანაბარი პროპორციით მიირთვით ეს ნარევი ყოველდღე თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. ეს საშუალება გააუმჯობესებს სმენას და ორგანიზმს მავნე მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლაში მიეხმარება.
წითელი ღვინო, ისევე, როგორც მწვანე ჩაი, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს ყურში არსებულ ბუსუსებს. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის ბარიერი ბაქტერიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ არა მარტო ანთებითი პროცესები ყურში, არამედ სმენის დაქვეითებაც. ამიტომაც ჩართეთ თქვენს რაციონში მეტი მწვანე ჩაი და ცოტაოდენი შავი ღვინო.

скачать dle 11.3