კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ტვინმა რომ უკეთესად იმუშაოს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

[hide][/hide]ტვინის ექვსი სტიმულატორი, რომელიც სიცოცხლის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
1. ხტომა

ხტომა მეტად სასარგებლოა ტვინისა და ზოგადად, ორგანიზმისთვის. ადამიანმა ყოველდღე და რეგულარულად უნდა იხტუნოს. ამ ტიპის ვარჯიში ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, აზროვნებით ფუნქციას, ზრდის ენდორფინების დონეს (ხტომის შემდეგ გონება თითქოს „ნათდება“), ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ტანადობაზე, ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ავსებს ორგანიზმს ენერგიითა და დადებითი ემოციებით.
2. მედიტაცია
მედიტაცია კონცენტრირების საუკეთესო საშუალებაა. მსგავსი ეფექტი აქვს ლოცვას. ამ დროს განგაშისა და შფოთვის შეგრძნება ქრება, გონება ერთგვარ განმუხტვას განიცდის, შესაბამისად, კონცენტრირების უნარი იმატებს, ძილი უმჯობესდება. სასურველია, მედიტაცია დილაობით 20 წუთს მაინც გაგრძელდეს (თავიდან შეგიძლიათ 5 წუთით დაიწყოთ და დრო თანდათანობით გაზარდოთ). რაც მთავარია, მედიტაციის დრო და ადგილი უცვლელი უნდა იყოს.
3. წყალი
სვით ბევრი წყალი, რადგან ის მონაწილეობს ორგანიზმში, მათ შორის ტვინში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში. კვლევებით ნაჩვენებია, რომ წყალი ააქტიურებს ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს, ამაღლებს გუნება-განწყობას, ზრდის აზროვნებით ფუნქციასა და პროდუქტიულობას.
4. თვლემა
დღის განმავლობაში აუცილებლად ჩათვლიმეთ, განსაკუთრებით, როცა ამის მოთხოვნილება გაქვთ. ეს ერთგვარი განტვირთვაა ტვინისა და მთელი ორგანიზმისთვის. ჩათვლემის შემდეგ ადამიანი ძალთა აღდგენას შეიგრძნობს. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ თვლემა ზრდის შრომისუნარიანობას, ამაღლებს პროდუქტიულობას და, რაც მთავარია, სასარგებლოა ტვინისა და სხეულის სიჯანსაღისთვის.
5. სეირნობა
დღეში, სულ ცოტა, ნახევარი საათი (და მეტიც) გამოყავით სეირნობისთვის. სეირნობისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა განიმუხტება და გონებრივი დაღლილობა უკვალოდ ქრება. მძიმე და დაძაბული სამუშაოს შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნებას სპეციალისტები ხშირად გამოძინების ეფექტსაც კი ადარებენ.
6. სუნთქვითი ტექნიკა
დღეში 15 წუთი სუნთქვით ტექნიკას დაუთმეთ. ის აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ტვინის ფუნქციობისთვის. სუნთქვის ტექნიკა მეტად მარტივია: მარჯვენა ხელის დიდი თითით დაახშეთ მარჯვენა ნესტო, ხოლო ნეკითა და არათითით (მე-5 და მე-4 თითები შესაბამისად) – მარცხენა. პირი მოკუმეთ, რომ არ გამოიყენოთ სუნთქვისათვის. ამ მდგომარეობაში ჩაისუნთქ-ამოისუნთქეთ (10-ჯერ) ისე, რომ სუნთქვის პროცესში ხმა არ გამოსცეთ. იგივე გააკეთეთ მარცხენა ხელით მარცხენა ნესტოსთვის, ამ მდგომარეობაშიც ასევე 10-ჯერ ჩაისუნთქ-ამოისუნთქეთ. აღნიშნული ტექნიკა აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას, მხედველობით და სმენით ფუნქციებს, აწესრიგებს არტერიულ წნევას. გახსოვდეთ, სუნთქვითი ტექნიკა უპირველესად ტვინში მიმდინარე პროცესთა საწრთობი მეთოდია.скачать dle 11.3