კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მაზოხიზმი ევროპულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ომი და სიყვარული

​გასულ კვირას ჰელსინკში საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, „განაახლონ“ ურთიერთობა, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთთან („ცივი ომის“ შემდეგ დაძაბულიო) და „სტრატეგიული ურთიერთობა“ დაამყაროს თურქეთთან და სხვა მეზობლებთან (აი, რომლებთან, აღარ დაუკონკრეტებია, ეჭვი მაქვს – ირანს გულისხმობდა).
უფრო მეტიც, უბრძანებია, რომ ევროპა დიდი ხანია, აშშ-ს სამხედრო ძალაზეა დამოკიდებული (თუმცა „ნატო“ მაინც სულზე უტკბესიაო) და ამიტომაც დროა, რომ ევროკავშირმა თავისი თავდაცვითი პოტენციალი გააძლიეროს და რუსეთთან და თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობები განავითაროსო.
ცხადზე უცხადესია, შავ კატას მაკრონსა და ტრამპს შორისაც ჩაურბენია, ისევე, როგორც ტრამპსა და მერკელს შორის (რომელიც რუსულ გაზს ეძალება და ამერიკულ ფიქალისას უგანა) და თუმცა საფრანგეთი და გერმანია, როგორც წესი, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამენ წყალს, საქმეს მაინც ისეთი პირი უჩანს, რომ მიიღებენ რუსულ ტანკებს ევროპულ გულში.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გაპრეზიდენტების აისზე მაკრონმა და პუტინმა უამრავჯერ მოინახულეს ერთმანეთი, არც ისაა გამორიცხული, ამასობაში სიყვარულიც დაბადებულიყო (მეგობრული, რასაკვირველია).
скачать dle 11.3