კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№36 ბოდვები აფხაზურად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ზნე და ფერშეცვლილები
თითქოს ის არ კმაროდა, რომ საქართველოს ისტორიაც მიითვისეს და ზედაც, კულტურული ძეგლებიც, რომ ამ ჩვენი სეპარატისტების (ამჯერად – აფხაზების) მადა უფრო შორს და მაღლა წავიდა.
კერძოდ, თვითმარქვია აფხაზეთის არანაკლებ თვითმარქვია (ოღონდ ყოფილმა) საგარეო საქმეთა მინისტრმა (ვიაჩესლავ ჩირიკბამ) განაცხადა, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა შესაძლოა, აფხაზი ყოფილიყო.
ეს ბრძნული მოსაზრება მას საკუთარ წიგნში გამოუთქვამს (წიგნებსაც წერენ სეპარატისტები, თურმე). ეს დიადი აზრი კი ვიაჩესლავს (ჩირიკბას) მას შემდეგ დაჰბადებია, როდესაც ტელევიზიით მოუსმენია, რომ ვინჩის დედა აღმოსავლელი მონა ყოფილა. საკითხს იმდენად დაუინტერესებია (რაკი ჩვენო, ანუ აფხაზებსო მეტად მჭიდრო კავშირი გვქონდა იტალიასთანო), რომ უფიქრია, ის მონა უცილობლად აფხაზეთიდან ან ჩერქეზეთიდან იქნებოდა (შემდეგი ლოგიკით, „იმ დროს მთავარი ექსპორტი, სამწუხაროდ, თეთრი მონები იყვნენ, რომელთაც იტალიის, ესპანეთის, ეგვიპიტისა და სირიის ბაზრებზე ჰყიდდნენ). ამასობაში კი ერთ-ერთ წიგნში წაუკითხავს ვინმე აფხაზ მონა ეკატერინეზე, ფლორენციელ მონაზე, რომელიც ნოტარიუსის სახლში ცხოვრობდა, ხოლო, რაკი ლეონარდოს მამაც ნოტარიუსი იყო, აშკარად რაღაც წაიეშმაკესო.
მუხიდან – მუხისკენ
ლოგიკა, ცხადია, სეპარატისტულად რკინისებურია, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა მათი ფანტაზია (ბოდვა უსაზღვროა).
ეთნოლოგმა ვინმე აშუბამ გვაუწყა, რომ აფხაზები ქრისტიანები არიან ახალი წელთაღრიცხვის 55 წლიდან (მაშ?!) და განსაკუთრებული დამოკიდებულებაც აქვთ ქრისტიანობისადმი, რასაც (თურმე) აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული უამრავი ქრისტიანული ძეგლი მოწმობს (და მერე რა, რომ იმ ძეგლებზე მხოლოდ ქართული წარწერებია და აფხაზურს წამლად ვერ ნახავთ, ეს ჩვენი სეპარატისტები კი დღემდე მუხას აღმერთებენ?!).
მეორე მხრივ, თუ დავითვლით დღევანდელ აფხაზეთში ქრისტიანების, მუსლიმანებისა და კერპთაყვანისმცემლების რაოდენობას და შევუფარდებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული ძეგლების, მეჩეთებისა და გაკერპებული მუხების რაოდენობას, ნათლად გამოჩნდება, ვინ ვინ არის და მიწაც ვისია!
скачать dle 11.3