კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ვისთან ჰქონდა მარკუს მეტრეველს პარიზში ერთკვირიანი სასიყვარულო ურთიერთობა და რა პასუხისმგებლობას გაურბის ის რთული წარსულის გამო

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მარკუს მეტრეველი ცოტა ხნის წინ პარიზში იმყოფებოდა, სადაც კარგად დაისვენა, სასიყვარულო თავგადასავალშიც გაეხვა და რაც მთავარია, ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი ჩაატარა. თბილისში დაბრუნებული მარკუსი კვლავ აქტიურად შეუდგა ახალ სიმღერაზე მუშაობას და შემოდგომისთვის მას კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს.
მარკუს მეტრეველი: პარიზი ჩემთვის ასოცირდება შანელთან, პარფიუმერიასთან, მოდასთან, ეიფელის კოშკთან, ვერსალსა და ლუვრთან. მაგრან მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი პარიზი ის პარიზი აღარ არის, რაც ადრე იყო. დღეს ნამდვილ პარიზელს იშვიათად ნახავთ დედაქალაქის ქუჩებში, მათ გარეუბნებში. მათ პატარა ქალაქებში უფრო შეხვდებით. მიგრაციამ და გლობალიზაციამ სახე და ფერი უცვალა პარიზს. მაგრამ პარიზის ქუჩებში რომ დავდიოდი, ვგრძნობდი, ეს ქალაქი ჩემია. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ თბილისის გარეშე ვერსად და ვერასდროს გავძლებ. რაც მთავარია, პარიზული ვოიაჟის გვირგვინი ფრანგული სასიყვარულო თავგადასავალი იყო, რამაც  უფრო საინტერესო გახადა მოგზაურობა. ასეთი ქალაქები კარგია დასასვენებლად, სანახავად და პატარა, კაფსულა სასიყვარულო ურთიერთობისთვის, შემდეგ ისევ რომ დაუბრუნდე შენს საქართველოს.
– სასიყვარული თავგადასავალიც გადაგხდა?
– პარიზი მაგის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. აღფრთოვანებული დავბრუნდი თბილისში. ფრანგები გამორჩეულები არიან, ლამაზი, კულტურული ერია. მომეწონა მათი არქიტექტურა. პარიზში ძალიან ბევრი ქართველი ვნახე. ვფიქრობდი: ჩემთვის გავივლი, თავისუფლად, წამოვკოტრიალდები ეიფელის წინ-მეთქი და რომ წამოვკოტრიალდი, მაშინ გავიგე: ვაიმე, მარკო! მეც უცებ წამოვხტი, მოვწესრიგდი. გამიხარდა, პარიზში ბევრი ქართველი ტურისტი რომ ვნახე.
– სადაც უნდა წახვიდე, თავის გაკონტროლება მაინც აუცილებელი ყოფილა.
– კი, თან ეს თვისებაა, პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ სადაც უნდა წახვიდე, აუცილებლად ფორმაში უნდა იყო. როცა ფორმაში არ ხარ, სწორედ მაშინ შეგხვდება ძალიან ბევრი ნაცნობი. როცა ევროპაში ვარ, ტურისტივით ფეხით დავდივარ – ყურსასმენებით და ამ დროს არავისთან კონტაქტი არ მინდა. თბილისში იმდენ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, როცა სამოგზაუროდ მივდივარ, მაშინ განმარტოება მიყვარს – ჩემთვის, წყნარად ყოფნა.
– სასიყვარულო თავგადასავალი ახსენე და მომიყევი, რა ხდებოდა.
– სასტუმროს მისაღებში მუშაობდა ძალიან ლამაზი გოგონა. მე რომ ინგლისურად ვესაუბრებოდი, ის ფრანგულად მპასუხობდა. ფრანგების ეს თვისება ძალიან მომეწონა: საკუთარ ენას, ეროვნულობას ძალიან დიდ პატივს სცემენ, ამაში ნამდვილად უნდა მივბაძოთ. ხუმრობა-ხუმრობაში ინგლისურადაც მეუბნებოდა ის გოგონა რაღაცებს. ვკითხე: პირველად ვარ პარიზში და ეიფელის კოშკთან როგორ უნდა მივიდე-მეთქი. მე გამოგყვებიო. ვერ მივხვდი: მეგონა, ხუმრობდა და მართლაც წამიყვანა თავისი პატარა, კუსკუსა მანქანით. გადავიღეთ ფოტოები, დამპატიჟა ყავაზე. ჩემი სიმღერები მოვასმენინე, „იუ თუბშიც“ ვაჩვენე ვიდეოები. ევროპაში ხელოვან ადამიანებს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ისიც გვერდში დამიდგა, ყველანაირად მცა პატივი.
–  რას გულისხმობ?
– გამგები გაიგებს... მე მკაფიოდ მაქვს ჩამოყალიბებული, რომ ქართველის გარდა, გრძნობას სხვას ვერავის გავუყოფ. ქართველებს ერთმანეთის უფრო გვესმის სულიერად, უფრო თბილები ვართ ერთმანეთის მიმართ. ფრანგებს ყველაფერი დროის  მიხედვით აქვთ გათვლილი, დაპროგრამებული. ჩემთვის ეს ცოტა მიუღებელია, მაგრამ ძალიან კარგია, რადგან საქმეს კარგად აკეთებენ.
– როგორი იყო თქვენი თავგადასავალი? გრძნობებიც ხომ არ გაგიჩნდა მის მიმართ?
– ყოველთვის მშურდა, როცა ამბობდნენ: სასიყვარულო თავგადასავალი მქონდაო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სასიყვარულო თავგადასავლები იშვიათად მქონია. ერთჯერად ურთიერთობებზე არაფერს ვამბობ. ძალიან მოუხდა ჩვენი ურთიერთობა პარიზს, არაჩვეულებრივი გოგონა იყო, კარგი ადამიანი. შემოდგომაზე საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. ძალიან ყურადღებიანია, ახლაც სულ გვაქვს კონტაქტი. იცი, უფრო მეტად რატომ დავახლოვდით, სახლში ქართველი დამხმარე ჰყავს, ბევრი იცის საქართველოს შესახებ. ჩემს კონცერტზეც მოვიდნენ ორივენი. რაც წლები მომემატა, დაოჯახებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას გავურბივარ. შეიძლება, ეს რთული წარსულის ბრალია. ერთ კვირაში რაც მოესწრებოდა, იმას კარგად გავართვით თავი, კარგად გავერთეთ. სახლშიც დამპატიჟა, ეიფელის უკან ცხოვრობდა და სხვა რომ არაფერი ვთქვა, იქ, აივანზე ყავის დალევის, ეიფელის ცქერის ბედნიერებას არაფერი სჯობდა.
– რომ ჩამოვა, რას დაახვედრებ საქართველოში?
-ჩურჩხელას დავახვედრებ აუცილებლად, თან ნიგვზიანს. როგორც თავად მითხრა, ფრანგულ ენაზე ბევრი ქართული ლიტერატურა აქვს წაკითხული, მათ შორის „ვეფხიტყაოსანიც“. მისმა დამხმარე ქართველმა ქალმაც მითხრა:  შვილო, იქნება, შედგეს თქვენი ურთიერთობაო. დაოჯახებული არც ის არის, პატარაა – 25 წლის. ჯერ მაგაზე არ გვიფიქრია, ვნახოთ. სიყვარული როცა მოვა – მოვა და იქ კანონები, ბარიერები აღარ არსებობს. ძალიან კარგები არიან ფრანგი ქალები, მაგრამ არ დაგიმალავ და მე ქართველი ქალები მირჩევნია.  ერთ ენაზე რომ ვსაუბრობთ, მგონია, ჩემსას უფრო კარგად გაიგებს.

– „ჟე ტემ“  ჯერ არ გითქვამს მისთვის?

– ჯერ არ მითქვამს, ასეთი მატყუარა არ ვარ, რომ „მე შენ მიყვარხარ“ერთ კვირაში ვუთხრა ადამიანს. თუ სიყვარულს არ ვგრძნობ, მას რომ ესმიამოვნოს, ამის გამო არ ვეტყვი. მისი ოჯახიც გავიცანი, ძალიან მაგარი მშობლები ჰყავს, ოქტომბერში ისინიც აპირებენ ჩამოსვლას.
– პარიზში კონცერტიც გქონდა.
– კი და ძალიან ამაღლევებელი იყო. ადამიანები 300-400 კილომეტრიდან ჩამოვიდნენ. რომ არ შემემჩნია, ემოციები ყელში ბურთივით მქონდა გაჩხერილი. როგორც შევიტყვე, საფრანგეთში ბევრი ქართველი მკურნალობს, ბევრს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და საავადმყოფოებში  წვანან. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. გარდა კონცერტისა, ვიყავი ლუი ვიტონის მუზეუმში, სადაც „პრაიმ მოდელ მენეჯმენტის“ ქართველი მოდელების ჩვენება გაიმართა. ძალიან შთამბეჭდავი იყო, მენეჯერის როლიც მქონდა შეთავსებული და ვინანე, კოლექცია რომ არ წავიღე.
– მინდა, შენს პოსტზე გკითხო, რომელიც ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების შემდეგ დაწერე.
– ზუზუ ბევრჯერ შემეხმიანა და ბევრჯერ მთხოვა დახმარება. როგორც შემეძლო, დავეხმარე. სამსახურიც დავაწყებინე სააგენტოში, სადაც მე ვმუშაობ, გარკვეული შემოსავალიც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუზუ ჩემი ახლო მეგობარი არ ყოფილა, მე გავიგე მისი პრობლემა და გვერდში დავუდექი. სად იყვნენ მისი მაგარი ძმაკაცები, დაქალები, როდესაც მას ძალიან უჭირდა? სად იყვნენ ის ადამიანები, როცა დღეს სიტყვით გამოდიან, საშინელ კომენტარებს დებენ. ამან გამაღიზიანა, რადგან ეს ყველაფერი იყო ფსევდო... ბევრმა გამაკრიტიკა: ყველა შენსავით ხომ არ არისო. ვინ იცის, მე როგორ ვარ? ბევრი ფარისევლობა ვნახე სოციალურ ქსელში და ამაზე ძალიან გავღიზიანდი. პოსტის დაწერას არც ვაპირებდი, მაგრამ უცებ ყველას შეუყვარდა, გაგიჟდნენ და აქამდე სად იყვნენ, როცა ზუზუ გამოდიოდა და ამბობდა: მათამაშეთ როლები, სიგარეტის ფულიც კი არ მაქვსო... მე გაზეთში წავიკითხე, რომ ზუზუ აპირებდა მიმტანად მუშაობას. ამან ისეთ შოკში ჩამაგდო, რომ მაშინვე დავურეკე ია დოლიძეს და ვუთხარი: ძალიან ნიჭიერი მსახიობია, მიმტანად აპირებს მუშაობას და იქნებ, თავისი პროფესიით დავასაქმოთ, ბავშვებს სასცენო ხელოვნება ასწავლოს-მეთქი. დაიწყო მუშაობა, საქმეები კარგად წავიდა. მაგრამ ვუყურებდი, როგორ იძირებოდა ზუზუ, დეპრესიას  დეპრესია მოჰყვებოდა. ამ კუთხით იმიტომ ვგრძნობ თავს მშვიდად, რომ ყველანაირად ვედექით გვერდში, როგორც შეგვეძლო. ასეთ თემებზე არ მიყვარს საუბარი, არც არასდროს დამიწერია, არც მითქვამს. ეს პოსტიც რომ დავწერე, ძალიან შემცხვა, ვამბობდი: ეს რა მარაზმი დავწერე-მეთქი, მაგრამ უნდა გამომეხატა ჩემი პოზიცია. ჩვენ გარშემო იმდენი ფარისეველია, სხვისი ტრაგიკული შემთხვევებით პიარს იკეთებენ. მეც დამიწერეს, რომ თითქოს ამით პიარს ვიკეთებ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ღმერთის წინაშე მართლი ვარ, უსაქმური ადამიანების კომენტარები არ მაინტერესებს. ბოლოს ზუზუს რამდენიმე თვის წინ შევხვდი. მეუბნებოდა: თითქოს ყველამ მიმატოვა, არავის ვჭირდებიო. რას ამბობ, ზუზუ, ასეთი მაგარი მსახიობი ხარ, იმდენი კარგი როლი გაქვს ნათამაშები და კიდევ ითამაშებ-მეთქი. ეჰ, კარგი, მარკო, ჩემი მომკითხავი არავინ არის, არავის ვაინტერესებ. ვისაც ვწერ, ისიც მაიგნორებსო... მართლა მაინტერესებს, ამ დროს სად იყვნენ ის ადამიანები, ვინც დღეს მის მეგობრობაზე ლაპარაკობს.

скачать dle 11.3