კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 საიდან დააბრუნა ლალი მოროშკინა ბიძინა ივანიშვილმა და რატომ ცხოვრობდა ის ტყეში, ვაგონში მუშებთან ერთად

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

რამდენიმე თვეა, რაც ლალი მოროშკინა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად აღარ ჩანს. რაც სახელმწიფო სამსახურს ჩამოშორდა და კერძო სექტორში გადაბარგდა, საკუთარ ბიზნესშიც მოსინჯა ძალები – ქალაქს გაერიდა, ბოტები ჩაიცვა და  შეკვეთილის ტყეში სამშენებლო საქმე  წამოიწყო, რასაც კიდევ ერთი ახალი პროექტი მოჰყვა.  რატომ აიღო ტაიმაუტი, როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის „ორბიტაზე“ და რა ეწირება მის ცხოვრებას, ამის შესახებ თავად ლალი მოროშკინა გიამბობთ, რომელიც ამჯერად სიღნაღში გადაბარგდა და თბილისში დროდადრო „შემორბენით“ ხვდება.      
– ლალი, საკმაოდ  დიდი ხანია, აქტიურობით აღარ გამოირჩევი, რატომ აიღე ტაიმაუტი?
 – ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა გადააფასო ყველაფერი, რაც გიკეთებია, გადგე გვერდზე და  ცოტა შორიდან შეხედო შენს ცხოვრებას, იზრუნო იმაზე, რაზეც არასდროს არ გიზრუნია. მე წლები გავატარე სახელმწიფო სამსახურში, ტეელვიზიაში. მიჩვეული ვიყავი ცხოვრების სხვა რეჟიმს, თუმცა ყოველთვის მქონდა უნარი, დამეარსებინა ჩემი კომპანია, მქონოდა ჩემი საქმე. კარგია პოლიტიკაც, ჟურნალისტიკაც, მაგრამ მოდის ისეთი ასაკი, როდესაც ფინანსურად უზრუნველყოფილი უნდა იყო, მალე მეორე შვილიშვილს ველოდები, ოჯახს გვერდში დგომა სჭირდება, მე სულ ხელფასზე ვმუშაობდი, რაც  არ იყო განსაკუთრებით სოლიდური, არასდროს ამიღია პრემიები. ჩემი  შემოსავლებით ვერ შევძლებდი ბიზნესის დაწყებას, ამიტომაც საბანკო სესხი ავიღე. საკუთარ თავს დავუსახე თითქოს  დაუძლეველი ამოცანა, ასე ჩანდა თავიდან – უარი ვთქვი ქალაქზე, ჩავიცვი ბოტები,  ჯინსები და   ჩავედი შეკვეთილის ტყეში.  ეს იყო პატარა ტერიტორია,   გაუკაფავი ეკალბარდებით, არც გზა იყო, არც განათება, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი,  თუ  კარგ და სწორ პროექტს განვახორციელებდი,  ამ ეკალბარდებში შევქმნიდი ლამაზ უბანს შეკვეთილის ტყეში. ყველას, ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს,  აბსოლუტურ სიგიჟედ მიაჩნდათ  ეს  იდეა, ჩახვიდე ქალი ზამთარში, შეკვეთილის  ტყეში და დაიწყო მშენებლობა, იქ, სადაც  თუ საკურორტო სეზონი არაა, ადამიანი არ ჭაჭანებს, ერთი შეხედვით სიგიჟეა, აბა, რა არის! შორიდან ლამაზად ჩანს ყველაფერი. ფიზიკურად იმდენი ვიშრომე, ხელები ისეთ დღეში მაქვს, დღემდე მანიკური ვერ მოვიწესრიგე, ვცხოვრობდი ტყეში, ვმართვადი „გრუზავიკს“, ნამდვილი „შოფერი“ გავხდი.
– ადრე გიცდია ბიზნესში ძალები?
– წლების განმავლობაში მქონდა რამდენიმე მცდელობა, ჩავრთულიყავი ბიზნესში. მოვსინჯე  ძალები ბეწვეულის ბიზნესში და საკმაოდ წარმატებით. ჩვენ ხელვაჩაურის ქარხანაში ვკერავდით უნიკალურ მოდელებს, რომელთაც ჯერ კიდევ მაშინ ერტყა ეტიკეტი – „დამზადებულია საქართველოში“, სანამ ეს სახელმწიფო პროექტი დაიწყებოდა. მართალია, ბიზნესში ქალები უმცირესობაში ვართ, მაგრამ ის აზრი, რომ ბიზნესში მამაკაცები უფრო მაგრები არიან, ვიდრე ქალები, მითია. ხალხს არ სჯეროდა, რომ მართლა ტყეში ვცხოვრობდი, ჩემს სანახავად მოდიოდნენ. აბა, რა იქნებოდა, ხედავდნენ ჩემს გაპრანჭულ ფოტოებს და როგორ დაიჯერებდნენ, რომ ზამთარში გათბობის გარეშე მუშებთან ერთად ვაგონში ვცხოვრობდი?! მე შევქმენი ძალიან კარგი გუნდი, დაკომპლექტებული მშენებელი ქალებით, რომლებიც მამაკაცებისგან განსხვავებით, არ სვამენ, წლისთავზე არ ეჩქარებათ, „პახმელია“ არ აწუხებთ და დავიწყეთ  საქმე.  ავაშენეთ ოთხი ორსართულიანი ვილა, რომელთაც  „მონადირის სახლები“ ვუწოდე, ტყეში ხის სახლებს ეს სახელი ძალიან უხდებოდა.  
– სასტუმრო  დანიშნულების სახლებია?
– არა, ეს არაა სასტუმრო ბიზნესი, ეს იყო ობიექტები, რომელიც უნდა გაყიდულიყო, მართლაც ოთხივე ვილა კარგად გაიყიდა. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ ჩემი უნარი, რომ მე ფანტასტიკურად ვყიდი სახლებს, შემიძლია შევარჩიო კარგი სახლი და კარგად გავყიდო, ამას ბევრი წელი ვაკეთებდი. „მონადირის სახლები“ იყო   განსხვავებული, საპილოტე  პროექტი. ისეთი ფასი არ დავადეთ, რომ მყიდველები შეგვეშინებინა. უმთავრესი პირობა იყო, არ გაგვეყიდა  ეს სახლები უცხოელებზე,  უამრავ ირანელს და თურქს  ვუთხარით უარი, რომლებიც საკმაოდ ძვირს გვიხდიდნენ.   შეკვეთილის მიწა-წყალი მხოლოდ ქართველებზე უნდა გაყიდულიყო და ძალიან მიხარია, რომ დღეს  ამ სახლებში ცხოვრობენ  ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართული ოჯახები. ამ პროექტმა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში დავასრულე, მომცა ბიძგი, დამეწყო ახალი საქმე ამჯერად უკვე სიღნაღში, სადაც შევიძინეთ ძველი სახლი, რომელსაც არტ-სასტუმროდ ვაქცევთ. ეს იქნება პატარა 7-8 ნომრიანი სასტუმრო, მაგრამ იქნება ხელოვნების ნიმუში.
– ძველი ცხოვრების ნოსტალგია არ გაქვს?
– მერწმუნეთ, დღეს რომ მომინდეს სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება, მარტივად დავბრუნდები. ჩემი დები შვეიცარიაში ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, ერთი „იუნესკოშია“, მეორე – „მსოფლიო ბანკში“, ჩემი სიძე შვეიცარიაში „ეუთოს“ სათავო ოფისის ხელმძღვანელია, თანამდებობისა და პოზიციის პრობლემა არ მაქვს. მიმაჩნია, რომ ჩემი კვალი სასჯელაღსრულების სისტემაშიც დავტოვე და კონფლიქტების მოგვარებაშიც. ყოველთვის ამაყად გავიხსენებ წარსულს. ჩემი სამსახურებით მე ფული არ მიშოვია, და ეს ყველამ კარგად იცის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეხედოს ჩემს საბანკო ანგარიშებს და ნახოს, ბანკის რა რაოდენობით ვალი  მაქვს.
– მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გუნდში ვის გულისხმობდი – წინა კვირას, შენმა  პოსტმა სოციალურ ქსელში, რომელიც „ქართული ოცნების“ მუქარად ჩაგითვალეს, ხალხი ცოტა დააბნია, როგორ აპირებ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას?
– როგორც ეკუთვნის  ჩამოსვლა – ესაა  სამართლებრივი გზა  და მატროსოვზე გამწესება.  ამის ნება რომ მომცენ, პირადად ვარ ამის გამკეთებელი. როცა არსებობს გუნდი, რომელიც ამას ვერ აკეთებს, შეუძლიათ, გადმომილოცონ ერთი კვირით თავისი სავარძლები, მე გავაკეთებ მათ გასაკეთებელს და ერთ კვირაში სავარძლებსაც უკან დავუბრუნებ. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს,  მივმართე მათ, ვინც უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკური დამნაშავეების დეპორტაციით, საერთაშორისო საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და ყველამ  დაინახოს, რომ თუ არ დაისაჯნენ ადამიანები, ჩადენილი დანაშაულების გამო, ჩვენ ვერ განვვითარდებით, სწორედ იმიტომაც არის, რომ ჩვენ ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ხელისუფლებაში, პრეტენზია მაქვს იმ ჩინოვნიკებთან, ვინც თავის საქმეს ვერ აკეთებს და თუ ვინმეს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ეს მისი პრობლემაა.   
–  შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის მეზობლობა რატომ გადაწყვიტე, მის ორბიტაზე  უფრო ახლოს რომ ყოფილიყავი? ეს სიმბოლური დამთხვევაა, თუ რაიმე სხვა გეგმის ნაწილი?  
– ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვისთვის მე არ მჭირდებოდა შეკვეთილში „დაბანაკება“. ვინც კარგად მიცნობს, იცის ჩემი სიახლოვე მასთან, როგორც გეოგრაფიულად, ასევე ადამიანურად. ეს არის ადამიანი, რომელმაც დამაბრუნა საქართველოში, როცა აქედან წავედი. ჩემი დაბრუნება 2014 წელს პირადად მისი ჩარევით მოხდა.  ის ჩემთვის არის, როგორც ოჯახის წევრი. ისეთი დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩემთვის ეს ადამიანი მამასავითაა. მე, რა თქმა უნდა, მქონდა ჩემი ბიზნესგეგმა, მაგრამ  მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ სწორედ  ამ ადამიანის წყალობით ამ არეალში ხდება ძალიან დიდი განაშენიანება, შეკვეთილი იქცა ელიტურ ტერიტორიად.  
– სულ გამოცდებს უწყობ საკუთარ თავს.
– ალბათ, რაღაც კომპლექსი მაქვს, შიგნით მეორე ლალი მოროშკინა მყავს, რომელსაც მუდმივად ვეომები. სულ რაღაცას ვუმტკიცებ საკუთარ თავს, პრაქტიკულად, დავუმტკიცე, რომ კაცი ვარ. ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ. ახლა ისეთ ასაკში ვარ, როცა ქალი უნდა ნებივრობდეს, მაგრამ მე რთული გზა ავირჩიე, „შოფერიც“ მე ვარ, გადამზიდიც, მუშაც. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება არსებულით ტკბობაა.  სასტიკად არ მიყვარს წუწუნი და წუწუნა ადამიანები, არანაირი შრომა რა არის ძნელი. ძნელი არის სხვის ხელში ყურება, მათხოვრულ პოზაში ყოფნა. ყველაზე კარგია, როდესაც შენ გაქვს შენი შემოსავალი, ძლიერად დგახარ ფეხზე და შენი თავის იმედი გაქვს. ვფიქრობ, რომ ბიზნესისთვის საჭირო ბევრი თვისება მაქვს – გამძლეობა, სწორი გათვლა და ერთგული ადამიანების მოძიება.
–  ცხოვრების ახალ წესს და რეჟიმს ეწირება ლალი მაროშკინას პირადი ცხოვრება?
–   რა თქმა უნდა, და ეწირება მთლიანად. რომელი მამაკაცი მოითმენს, როცა ქალს მუშებთან ერთად ტყეში, ვაგონში სძინავს? ალბათ, ამიტომაც ვაკეთებ საქმეს მიზანდასახულად, რომ არავინ მიშლის ხელს, არავინ მირეკავს  და მეკითხება: როდის ჩამოხვალ? ცხოვრების ის წესი, რაც მე მაქვს, აბსოლუტურად გამორიცხავს მამაკაცის არსებობას, კვირაში ერთხელ „ჩამოვუფრენ“ ხოლმე ოჯახს.  სამაგიეროდ, არც ბოტოქსი მჭირდება, არც პლასტიკური ოპერაციები, სულ სუფთა ჰაერზე ვარ და ნატურალურ საკვებს ვჭამ. ურთიერთობა  მაქვს ჯანსაღ ადამიანებთან, რომლებიც არ გატყუებენ,  რასაც ფიქრობენ,  იმას ამბობენ,  ეს ჩვენს რეალობაში ცოტა არ არის (იცინის).                     
  скачать dle 11.3