კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№35 თეა დემურიშვილი: ძალიან მინდა, სუსტი ვიყო... მეხვეწებოდნენ, არ გავთხოვილიყავი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ის საოცრად მომხიბლავი ქალბატონია, ბევრი დადებითი ემოციითა და ექსპრესიით, ულამაზესი ხმითა და არტისტიზმით. მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილს საინტერესო მუსიკალური კარიერა და ცხოვრება აქვს. ის წლების განმავლობაში მსოფლიოს არაერთ ცნობილ სცენაზე მღეროდა. მისი გასაოცარი ხმა ყოველთვის იწვევს მაყურებლის, მსმენელის მოხიბვლას. თეა ორი შვილის დედაა. მისი უფროსი შვილი ანდრია გველესიანია.
– არაჩვეულებრივად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ მუდმივად ასეთ ფორმაში ყოფნას?
თეა დემურიშვილი: მამაჩემი ჰამლეტ დემურიშვილი, სპორტსმენი იყო, ტანმოვარჯიშე, ჩემპიონი და ბავშვობიდან სპორტზე დავყავდი. იპოდრომთან ახლოს ვცხოვრობდით და დილაობით სულ დავრბოდით. მიუხედავად იმისა, რომ აგვიჩეხ-დაგვიჩეხეს იქაურობა, დილაობით 2-3 წრეს მაინც ვარტყამ. ძალიან მიყვარს ცურვა, თანრიგოსანი ვარ. დღეში ერთ კილომეტრს მაინც ვცურავ... ჩემი მშობლები სულ მეუბნებოდნენ: შენი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ძალიან ბევრი ენერგია გაქვსო. ეს რაღაც შემთხვევაში ცუდია, რადგან ბევრ შეცდომას გაშვებინებს. ჯობია როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში, ცივი გონებით განსაზღვრო ყველაფერი.
– თაყვანისმცემლები, ალბათ, სულ გყავდათ.
– 12 წლიდან დაწყებული დღემდე მყავს თაყვანისმცემლები.  კარგია ქალისთვის, სასურველი რომ ხარ, ტკვარცალებ. აბეზარი თაყვანისმცემლებიც იყვნენ და ახლაც არიან. ძლიერი ქალების ბედიც ცოტა ცუდად ეწყობა ხოლმე.
– თქვენ ხართ ძლიერი ქალი?
– ალბათ, ვარ.. ძალიან მინდა, სუსტი ვიყო. კაციც მე ვარ, ქალიც. მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რადგან ჩემი მშობლები პრინცესასავით მზრდიდნენ და სულ მეხვვეწებოდნენ, არ გავთხოვილიყავი, ჩემი საქმე მეკეთებინა.
– ცოლად გაჰყევით თქვენს ყოფილ მეუღლეს, ანდრიას მამას, დათო გველესიანს.
– 20 წლის ვიყავი მაშინ, დათო ჩემზე 7 წლით უფროსია. მეგობრები ვიყავით და მერე მოვიდა გრძნობები. ახლაც მეგობრები ვართ, მას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. ფანტასტიკური შვილი გვყავს – ენაცვალოს დედა. იყო ჩვენ შორის სიყვარული, ამ სიყვარულის შედეგსაც ვხედავთ. ჩემი მეორე შვილი, ანასტასიაც უნიჭიერესი, უკეთილესი ბავშვია. ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი შვილებია. ძალიან მწყდება გული, რომ  მშობლები ადრე გარდამეცვალნენ. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ბედნიერი ოჯახი. 25 წლის, ფაქტობრივად, ობოლი დავრჩი. დედას და მამას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. დედა რომ გარდაიცვალა, მამა 10 თვეში უკან მიჰყვა.
– გარკვეული პერიოდი იტალიაში ცხოვრობდით, სწავლობდით, მუშაობდით. ანდრიას საქართველოში დატოვებაც მოგიწიათ. ეს არ იქნებოდა ადვილი.
– იტალიაში მე და დათო ერთად წავედით, მე ვოკალურზე ვსწავლობდი, ის – პედაგოგიურზე. ჩემს დედამთილს დიდი წვლილი მიუძღვის ანდრიას კაცად ჩამოყალიბებაში. ყველაზე რთული შვილისგან შორს ყოფნა იყო. რაც მე ცრემლები მაქვს დაღვრილი, რაც მე მონატრება მაქვს გადატანილი... მეც და ჩემს შვილსაც. მაგრამ ახლა პირიქით არის, ის არის დილიდან გადაღებებზე, საქმეებზე – სამაგიეროს მიხდის კარგი გაგებით.
– ანდრია საქართველოში რომ დატოვეთ, პროტესტის გრძნობა თუ ჰქონია?
– ჰქონდა. არც მომღერლობა უნდოდა, არც მსახიობობა. გარდატეხის ასაკში მადრიდში მყავდა წაყვანილი. საშინელ პერიოდში მე მომაბარეს. ფეხბურთი, ფეხბურთი... ჯვარს მაცვა. ჩემი მეუღლე, ანასტასიას მამა, რომელიც მუსიკალურ აკადემიაში ასწავლიდა, ეხვეწებოდა: იმღერე, იმღერეო, მაგრამ უარს ამბობდა, მერე მადრიდში თეატრალური წრე იყო, იქ ითამაშა სპექტაკლში და გაუჩნდა მსახიობობის სურვილი.
– ძალიან წარმატებული კარიერა გქონდათ იტალიაში, ესპანეთში...
– 2002 წლიდან მადრიდში გადავედი საცხოვრებლად, იქ გავთხოვდი, ბავშვიც გავაჩინე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი სპექტაკლი ვენეციაში იყო, რომელიც ძალიან მიყვარს, მილანში რეზიდენტი ვარ, მადრიდი ჩემი ქალაქია. პირველი ჩემი სპექტაკლიც „აიდა“, სადაც ამნერისის როლი ვითამაშე, მადრიდში იყო. ფანტასტიკურად ჩაიარა, არავინ დამიჯერა, რომ სცენაზე სპექტაკლში პირველად ვიდექი, საკონცერტო გამოსვლებზე არაფერს ვამბობ, ამის მტკიცება მჭირდებოდა და მერე თავი დავანებე: რაც გინდათ, ის იფიქრეთ-მეთქი. მერე იყო „კარმენი“, რომელზეც წერდნენ: ხორხიანადან არის ქართველი და ასეთი ანდალუზიელის ტემპერამენტი საიდან აქვსო. გაგიჟებული იყო თეატრის დირექტორი, ყველას ესპანელი ვეგონე. „კარმენი“ სათამაშო როლია და ძალიან მიყვარს. ბოლო სცენაში რაც მე გავლახულვარ... ერთხელ ტენორმა გენერალურ რეპეტიციაზე პარიკი მომაძრო თავიდან. ვთხოვე, ვეხვეწე: ფრთხილად იყავი, არ მომაძრო-მეთქი, მაგრამ რომ მომკიდა ხელი, დავრჩი თავზე „ჩულქით”... ირალანდიაში, ფესტივალზე ვიყავით, რეჟისორმა ქერა კარმენი დამტოვა, ფეხშიშველი დავრბოდი სცენაზე. ხოსეს როლის შემსრულებელი, ტენორი, პატარა ბიჭი იყო, სიმპათიური, მაგრამ ნაკლებად ემოციური. ბოლოს ისე გავაგიჟე, ისე გამოვიყვანე წყობიდან, ცეცხლი ისე შევუნთე,  რომ ბოლო სცენა სასწაული გამოგვივიდა – გაგიჟებულმა მომკლა.
– ევროპაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნდით.
– საქართველოში უფრო პირადი ცხოვრების გამო დავბრუნდი, ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა. საქართველოდან დავდიოდი გასტროლებზე, ასე უფრო მშვიდად ვიყავი. ბავშვი ნათლიებთან რჩებოდა, ბოლოს ანდრიამ და მაიკომ დაიტოვეს. მაიკო ცუდად გახდა, ანდრიამ შეუწვა ნასტიკოს კვერცხი და ამის მერე მეხვეწება: დედიკო, ოღონდ ანდრიასთან არ დამტოვოო.
– ანდრია გარდატეხის ასაკში ჩამომიყვანესო და თქვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები?
– კი. გვქონდა სირთულეები. ახლა გოგოს დაეწყო გარდატეხის ასაკი, მე „ჭიპკოლტეთი“ დავდივარ, გოგო – ქეთო ყარაულაშვილია.
თამამ ფოტოებს დებთ ხოლმე სოციალურ ქსელში.
– დედაჩემს მთელი ცხოვრება დეკოლტე ეცვა და მამაჩემს არასდროს არაფერი უთქვამს. მაპატიეთ და ერთი ადგილი ჰქონდა, რომ ასეთი ქალი დაეცვა. ჩემი შვილიც ამას ამბობს – მაიკოს არც მოკლეს უშლის, არც არაფერს. უკვე დედიკოსაც არ უშლის დეკოლტეს.
– ადრე გიშლიდათ?
– კი, მიშლიდა. არ სიამოვნებდა. ჩემი „პაკლონიკები“, სრულიად მსოფლიოს მასშტაბით, გალანძღულები იყვნენ. ერთი პერიოდი „ფეისბუქზე“ დაბლოკილიც მყავდა, რადგან ყველას დედები „მოიკითხა“.
– როგორი დედამთილი  ხართ?
– ეს მაიკოს უნდა ჰკითხოთ. კი  მითხრა იმ დღეს, ხანდახან ხარ დედამთილიო, მაგრამ მგონი, არ ვარ. ორივენი ძალიან კარგები არიან და ერთმანეთი ძალიან უყვართ. მათ რომ ვუყურებ, ჩემი მშობლების სიყვარული მახსენდება.
скачать dle 11.3