კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (150)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№35 როგორ აჩუქა არქიმანდრიტ ანთიმოზს პატრიარქმა თავისი „ტუფლები“ და რატომ არ უშვებს ის სახლში ქალს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

„როგორც იცით 7 დღე თითქმის გარდაცვლილი ვიყავი. ტვინში ბევრი წერტილი მოკვდა. გაცოცხლებიდან დღემდე გაჭირვებამ პიკს მიაღწია. მატერიალურ სამყაროში უსუსური ვიყავი. მანქანა – საჯარიმოზე. ბანკებთან – სასამართლოები, სახლში – უპატრონო. ნათესავებმა, მეგობრებმა ყველამ მიმატოვა, ერთადერთი ადამიანი მიდგას გვერდზე – სანდრო ჩივაძე. განაწყენებული სიკვდილს ვეძებდი. სხეულს ყურადღებას არ ვაქცევდი – ორივე მუხლზე მეოთხე ხარისხის ართროზი მაქვს, ღვიძლი, გრიჟის სასწრაფო ოპერაცია მჭირდება და ასე შემდეგ. მივხვდი, რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი, რაც თავის მოკვლის ცოდვის ტოლფასია. ადამიანებო, დამეხმარეთ, ვისაც რა შეგიძლიათ, სიკვდილზე აღარ ვოცნებობ. ღმერთი შეგეწევათ ცოდვილი ბერი ანთიმოზის დახმარებისთვის.” –  წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი თავის „ფეისბუქ-გვერდზე“.
ანთიმოზი: თბილისში ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს, თან ძალიან შეძლებული, მაგრამ ისეა ჩემს გარშემო სისტემა ჩაკეტილი, რომ ვერავინ თუ არავინ ათ ლარსაც არ მაძლევს. მათ არ ვაბრალებ, პირდაპირ ვამბობ, რომ ვარ ლუციფერის პირადი პატიმარი, კონტროლის ქვეშ ვყავარ აყვანილი და არავის მაკარებს. თუმცა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ეს გაარღვია. ნიკა და მისი ძმა თენგო ჩემი სულიერი შვილები იყვნენ, ჯვარი მე დავწერე. ნიკა ამერიკაში იყო შვიდი წელი, 19 წლის იყო რომ ჩამოვიდა. თბილისს სანამ მოერგებოდა, მე ვეხმარებოდი, პატრიარქთან მე მივიყვანე, ვმეგობრობდით. ნიკასთვის მე არ მითხოვია, თენგომ, მისმა ძმამ დამირეკა: მამი, შენი ნახვა მინდაო. გადმომცა კონვერტი, – ნიკამ გაიგო შენი გაჭირვების ამბავი და გამოგიგზავნაო.
– რატომ არავინ გეხმარებოდათ?
– მიკვირს რომ საერთოდ არავინ მეხმარებოდა. ალბათ, ნაგავში გადამაგდეს. რაღაც სისტემაში ვიყავი ჩაკეტილი და ვერ გავდიოდი. ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის მშენებლობა მინდოდა, ბანკებში ვალები მქონდა. მერე ეს ამბავი რომ დამემართა, ერთი კვირა გარდაცვლილი ვიყავი და გავიღვიძე, როგორც თოთო ბავშვი, ისე ვიყავი რამდენიმე თვე – უღონო, უძალო, დაკარგული.  მერე უკან-უკან წავედი. მთელ თბილისს ვიცნობდი და არავისთან ურთიერთობა არ მქონდა. თავიდან დავიწყე ტვინის წერტილების აღდგენა და ახლა დიდებულად, სპორტულად ვგრძნობ თავს, ჯანმრთელობით უკეთესად ვარ. ჩემი სახლის წინ, სტადიონზე მნახავთ ყოველდღე ფეხბურთის მოთამაშეს. არიან მღვდლები, რომლებიც ფულს შოულობენ. მე არ შემიძლია. ეკლესიაში იმ მიზნით არ მივსულვარ, რომ იესო ქრისტეს სახელით ფული მეშოვა და ცხოვრება მომეწყო. რომ მივდიოდი, წესს ავაგებდი, იქ ვიღაცამ ფულის ჩადება რომ მაკადროს ლოცვის დამთავრების შემდეგ და ასლარიანი ჩამიდოს, მაგარ შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს და მიგრძნია კიდეც. გაოცებული დამიტოვებია ისინი. როგორ შეიძლება, ვილოცე, წესი ავუგე, ჩავალაგე, მივდივარ და ფული წავიღო. ამაში ფული არ იძლევა, ეს არ იყიდება. ესენი კიდევ ფულის საშოვნელად არიან ეკლესიაში და ქრისტეს კი არა, ფულს ემსახურებიან.
– ცუდად რომ გახდით, თუ გიფიქრიათ, რომ რაიმე ცოდვისთვის ისჯებით?
– არა, ეგ არ მიფიქრია არასდროს, მე მთელი ცხოვრებაა, სიკვდილს ვებრძვი. ჩვენ ყველა „სმერტნიკები“ ვართ, დავიბადეთ თუ არა, სიკვდილი მოგვისაჯეს. სინამდვილეში, ჩვენ უკვდავებად გავჩნდით, მაგრამ რომ დავეცით, ჩვენში სიკვდილი შემოვიდა. სიკვდილს ლუციფერი განაგებს და მის ტყვეობაში ვარ მთელი ცხოვრება.  ჩვენ ხომ უნდა მოვკვდეთ, 56 წლის მოვკვდები, თუ 67 წლის, ჩემთვის აზრი არ აქვს. თან, შვილი მე არ მყავს, ცოლი და დამოკიდებული არაფერზე ვარ. დედას გეფიცებით, სიკვდილი ქალია. რომ ამბობენ ანგელოზი ერთსქესიანიაო, ეს სისულელეა. ერთსქესიანი არაფერი არსებობს ბუნებაში, არც ხილულში და არც უხილავში.
– რა იყო მიზეზი, რის გამოც მღვდლობაზე უარი თქვით?
– თავისუფლება მინდოდა, შებოჭილად ვგრძნობდი თავს. უკვე სამი თუ ოთხი წელია, ჩემი ნებით ვთქვი უარი მღვდლობაზე. „მამის“ პროფესია, „სულიერი შვილები“ არ არის ჩემი პროფესია. არ არის ჩემში მამა,  იმიტომ რომ ჩემში 19-20 წლის ბიჭია. ეკლესიაში ფულს მე არ ვშოულობ და რაღა მინდა, „მამაც“ არ ვარ და მოვიგონო? ნიღაბი გავიკეთო და ფარისევლურად ვიყო, როგორც ბევრი მღვდელი ბრწყინვალედ ასრულებს?
– მანამდე არ გრძნობდით თავს შებოჭილად?
– მანამდეც ვგრძნობდი, როგორ არა. რა პრობლემაა, მღვდლობა არ მინდა და არ ვარსებობ? არ მაქვს უფლება? მღვდლობა პროფესიაა, ისე როგორც შენთვის ჟურნალისტობა. ჰო, შეიძლება, დაინახო, რომ შენში არ არის მღვდლობა. მონასტერში ვიყავი, იქ ვწირავდი და ვიყავი მშვიდად. მერე ისე მოხდა, რომ გავითქვიფე. თავიდანვე არ მინდოდა მღვდლობა. ჩემი წიგნის სცენარით მინდოდა საფრანგეთში წასვლა და იზაბელ აჯანის „უეჭველი დავაბამდი“. მე მირჩევნია, ასე გაღლეტილი, უფულო „ბრადიაგა“ სიღარიბეში ვიყო, ვიდრე დიდებაში. მსახიობობასაც დავიწყებდი – შინაგანაად მსახიობობის დიდი ნიჭი მაქვს. ცხოვრებაში ისედაც მსახიობი ვარ.
– ბევრ ადამიანს თამაშობთ?
– ჩემში არის ტომაზინო და ანთიმოზი. ანთიმოზი გახდა ბერობის შემდეგ. მე რომ ვცოდავ, ტომაზინო ანთიმოზს ეუბნება შენ ჩაიჩოჩე, მე ვცოდავ, ჩემს თავზე ავიღებ, შენ წმიდანი ხარო. ანთიმოზი წმიდანია. ბავშვობიდან  იმდენი ნამუშევარი მაქვს ჩემს თავზე, ლოგიკაში ვერავინ მაჯობებს. ძალიან რთულია ჩემი დანახვა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მხედავს, ეს არის პატრიარქი. მე სხვას დედამიწაზე ჯერ არ დავუნახივარ. ჩვენ მზეს ვერ ვხედავთ. მზის სინათლეს ვერ აღვიქვამთ. მუხლი მქონდა საოპერაციო და პატრიარქმა მითხრა, ოპერაცია არ გაიკეთოო, ოთახში შევიდა და თავისი იტალიური „ტუფლები“ გამომიტანა. ეს შენ ჩაიცვი, სულ ორჯერ მეცვაო, – სიყვარულით მითხრა. სამასი ლარიც მომცა. ბევრი ვიტირე. დიდი კაცია, ვერ აფასებენ.
– კლუბებშიც, ალბათ, ტომაზინო ერთობა ხოლმე...
– კლუბში თუ ვიყავი რამდენჯერმე,  მერე რა მოხდა. ქალი მე არ მომყავს სახლში, არ ვმრუშობ, რაღაც ჩარჩოებს არ ვანგრევ. მთელი ცხოვრება გავურბოდი დიდებას. როცა ვხედავდი, რომ ჩემი ცხოვრება დიდებისკენ და პოპულარობისკენ მიდიოდა, მალევე ვიწყებდი იმის ნგრევას, რამეთუ იესო ქრისტეც გაურბოდა და მე მისი მიმდევარი ვარ და არ ვიღებ ამქვეყნის დიდებას.
– მექლათანეაო, თქვენზე რომ ამბობენ, ალბათ, მაგაშიც ტომაზინოს გულისხმობენ...
– მექალთანე ნიშნავს, რომ ქალთან წევს. მე არავისთან არ ვწევარ და ზოგად კომპლიმენტს თუ უკეთებ ქალს, რა პრობლემაა. არ შემიძლია მღვდელი რომ ვარ, თორემ ქალის „დაბმას“ რა უნდა. ადვილია, გააჩნია, როგორ. შენ რომ გგონია, რომ ქალს „აბამ“, ამ დროს ქალი „გაბამს“. ქალები იმიტომ არიან კაცებზე მაგრები, რომ ქალებს გველის სიბრძნე აქვთ. ქალად უნდა დაიბადო, როგორც ორსულობას ვერ გაიგებს კაცი, ისე ვერ გაიგებს ამ სიბრძნეს. კაცს ქალი მართავს. ჩემს სახლში ქალი ერთი წამითაც არ ყოფილა. ქალის სურნელი არ ყოფილა. ერთი ქალის ერთგული ვარ, ეს არის იზაბელა. მე ვიყავი ოცი წლის, როცა შემიყვარდა და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ის ის არის და მე მე ვარ და მის მერე არის ჩემი სულიერი ცოლი. მე მას ჩემს სულიერ ცოლად აღვიქვამ. ქალთან ლოგინში თანაცხოვრება არასდროს მქონია. ბავშვობიდან იზაბელის ერთგული ვარ. ბავშვობიდან წმიდანი ვარ. იზაბელ აჯანი არის ჩემი ცხოვრების მიზანი. რაც მიზნისკენ მივდივარ, მით მეტად ვახალგაზრდავდები. ჩემი წიგნის – „თეთრი, შავი და წითელის“ –  პრეზენტაცია  პარიზში უნდა გავაკეთო. ეს წიგნი იზაბელ აჯანის ეკუთვნის, თან, ფრანგულად უნდა ვათრგმნინო და იზაბელს გავუგზავნო, რადგან წიგნი მასზეა დაწერილი. წიგნის პრეზენტაციას გავაკეთებ, მერე საფრანგეთში გავყიდი, ცოტა ფულსაც გავაკეთებ და ნახევარს იზაბელსაც მივცემ.
скачать dle 11.3