კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ვის შემოლაწუნებას აიტანს ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი და რა თანამდებობაზე დაინიშნა ის თბილისის მერიაში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი თავის პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა და ემოციურად აფიქსირებს. ამბობს, რომ უსამართლობას ვერ შეეგუება და თუ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, ყველა ადამიანმა თავისი საქმე მეტი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უნდა აკეთოს. ახლახან ანრი საჯარო სამსახურში დასაქმდა და თეატრის პარალელურად, მერიაში დაიწყო მუშაობა. რა გზა გაიარა  მან ცხოვრებაში, ვისთან ჩახუტება ერიდება და ვის მოუწყობს რომანტიკულ „თაფლობის თვეს“ მერიაში აღებული პირველი ხელფასით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი: ადვილი ცხოვრება არ მაქვს გამოვლილი, თუმცა სითბოსა და სიყვარულში გავიზარდე. ვცდილობ, ვიყო სამართლიანი, უბოროტო და გულწრფელი, ვიდრე ორიგინალური. სასტიკ ცხოვრებას ჩვენ ვქმნით თუ ვიმსახურებთ, არ ვიცი, მაგრამ მის სისასტიკეში, იმდენი დადებითი აღმოვაჩინე, რომ ხელი არ ჩავიქნიე. ჩემმა მშობლებმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულეს, მათი სიყვარული ჩემთვის სამაგალითოა. ახლახან დედას 55 წელი შეუსრულდა. იმ გენეტიკის მქონე, როგორი დედა, მამა და და მყავს და ბებია-ბაბუებიც მყავდა, არ შეიძლება, უმადური და ხელჩაქნეული ვიყო. რასაკვირველია, იყო ტკივილი, დარდი, მაგრამ მეტი სიყვარული და ამით ვსაზრდოობ დღესაც. ხშირად, მინდა, დედას ჩავეხუტო, მოვეფერო,  ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ მრცხვენია, ვერ გამომდის და ჩემს სათქმელს გულში ვინახავ. მისთვის გულს ამოვიგლეჯ, მაგრამ მოფერება მიჭირს. დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს. დედას ხელი ჰქონდა გადაჭრილი და მამას კი – ფეხზე პრობლემა. შეუყვარდათ ერთმანეთი, ცხოვრება ნულიდან დაიწყეს, დღემდე მოვიდნენ და მათი სიყვარული, ჩემთვის მისაბაძია. მამა ჩუმი კაცია, იუმორით სავსე და მან სიჩუმით მასწავლა ცხოვრება, დედისგან კი მებრძოლი ხასიათი და სამართლიანობა გამომყვა. ბათუმში, იქ, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც გავიზარდე, სულ თავიდან, 16 კვადრატული ოთახი იყო, რომელიც დედაჩემმა, რაღაც კონსტრუქციებით შემოღობა, სხვას რომ ეფიქრა, პატრონი ჰყავსო – კაცის როლი მოირგო, ვინაიდან მამას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს. მახსოვს, მამას ლეიბის ნაცვლად, დედაჩემის პალტო ეგო და იმაზე ეძინა. დედა, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში მუშაობდა, დღის მეორე ნახევარში – საკონდიტროში, ხოლო ღამით არასდროს ეძინა და არც მე და ჩემს დას გვეძინა, რადგან საკერავ მანქანასთან იჯდა და ჩანთებს კერავდა, იმიტომ, რომ არაფერი მოეკლო მისი ქმრისა და შვილებისათვის. ის 16 კვადრატული 120 გახადა. ჩემი ჯანმრთელობაშერყეული დედ-მამა დღესაც იბრძვის... ის ცხოვრება, ბევრად მენატრება, სიყვარულით რომ ვთბებოდით უშეშობისგან, ვიდრე ახლანდელი, 396 კილომეტრიდან, რომ ვერ ვიკრავ გულში და ვეუბნები: შენ ხარ ქალი, რომელიც არსად არასდროს შემხვედრია! დამიჯერეთ, ამხელა ბიჭი ვარ და სული მტკივა, ისე მინდა დედასთან ჩახუტება. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ დედა და მამა თავს მოიკლავდნენ და მე და ჩემს დას მშიერს არ დაგვტოვებდნენ. მიუხედავად გაჭირვებისა, ჩემს ოჯახში ყველა იღიმოდა. დედ-მამას რომ ვუყურებ, ვხვდები, ყველაზე მდიდარი კაცი ვარ ამქვეყნად. მათ გვერდით სულ პატარა ვარ და სულ იავნანას მოსმენა მინდა (იცინის). როგორ შეიძლება, მე თავის მოკვლაზე დავფიქრდე, როცა ასეთი გულშემატკივარი მყავს. სულ ვამბობ, ცხოვრება სასტიკი კი არ არის, ერთი დიდი გამოცდაა, რომელსაც ან გადიხარ, ან ვერა.
– შენ, რა ეტაპზე ხარ ახლა და როგორ გადიხარ და აბარებ ამ ცხოვრებისეულ გამოცდებს?
– მე ჯერ მესამეკლასელი ვარ, მერე ცხოვრების საშუალო სკოლას დავამთავრებ, აბიტურიენტი ვიქნები, ჩავაბარებ, დიპლომს ავიღებ და ბოლოს ვიტყვი: თუ ვინმეს გიყვარდით, მადლობა ამ სიყვარულსითვის-მეთქი და გავიხურავ კარს. სულ ვამბობ, მინდა, სიცოცხლეში ათ კაცს ვუყვარდე და არა გარდაცვალების მერე ას ადამიანს. ძალიან მარტივია – თუ ვცდები, ნუ შემაგინებ, თუ მეშლება, ნუ გამლანძღავ, ნუ დამარტყამ, უბრალოდ, მიმითითე. ახალგაზრდობით, ემოციურობით, წინდაუხედაობით და გამოუცდელობით, შეიძლება, მეც ვუშვებ შეცდომას, მაგრამ ამის გამო, არ უნდა გძულდე. ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ არცერთი არ ყოფილა გამიზნული. მე ცხოვრება ძალიან მიყვარს და ხშირად ჩემს თავსაც გავბრაზებივარ, თუ რამე ისე ვერ გამიკეთებია, როგორც საჭირო იყო. როგორ შეიძლება, ვიყო ბოროტი, როცა ასეთი მეგობრები მყავს გვერდით. წარმოიდგინეთ, ზურა ყიფშიძესთან ხელის ჩამორთმევას ვნატრობდი ბავშვობაში და ახლა ის ჩემი მეგობარია, ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს უფლება შემომილაწუნოს. ასევე, არსებობს ორი ადამიანი, ვინც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და მათ ვუმადლი ოჯახის მიღმა აღზრდას – ესაა, ჩემი სკოლის დამრიგებელი და დედობილი, რომლის მესამე შვილიც ვარ, ქალბატონი ნატო თავდგირიძე და მეორე – მამა სერაფიმე, რომელიც ჩემი სულიერი მამაა. არ დამავიწყდება, მამა სერაფიმემ მითხრა: ეცადე, შენი სათქმელი ჩუმად თქვა. სიჩუმეს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ხმამაღალ ნათქვამსო. მან, სიჩუმით მასწავლა კაცობა.
– მახსოვს, ერთხელ თქვი, კარგი მსმენელი ვერ ვნახე, თორემ მოლაპარაკე ბევრიაო.
– დიახ, ასეა. ჩვენს ქვეყანას მსმენელი აკლია, თორემ მთქმელი ბევრია. ახლა გამოხტება ვინმე და იტყვის, შენ უსმენო? მე დამანებეთ თავი და თქვენ მოუსმინეთ, ბატონო! მე ემოციური კაცი ვარ, ხანდახან ვერ ვთოკავ თავს და ხმამაღლა ვამბობ სათქმელს, მაგრამ ბოროტი არ ვარ, არავის ვვნებ.
– ყოველთვის მწვავედ გამოხატავდი შენს პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, აკრიტიკებდი მთავრობას, კონკრეტულ ადამიანებს, ჩინოვნიკებს. თუმცა, ახლა სამთავრობო სტრუქტურაში თავად მოხვდი და მერიაში დაიწყე მუშაობა. თეატრს ჩამოშორდი?
– დიახ, ვაკრიტიკებდი და ამით ჩემს აზრს ვაფიქსირებდი. მე ასეთი ადამიანი ვარ და სადაც უსამართლობა იქნება, ხმამაღლა და ემოციურად ვიტყვი. ამისთვის არაფერი მიშლის ხელს. მერიაში დავიწყე მუშაობა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამონახა ჩემთვის დამატებითი სამსახური. თბილისის მერიის ღონისძიების უზრუნველყოფის სამსახურში ძალიან თბილი თანამშრომლები დამხვდნენ და მხარში დამიდგნენ. რაც შეეხება თეატრს, მე მსახიობი ვარ, მიყვარს ჩემი პროფესია და სცენის გარეშე ვერ გავძლებ. ამიტომ, მერიაში სამსახურის პარალელურად, სცენაზეც ვიდგები. ხშირად მითქვამს, თეატრში აღებული ანაზღაურება, დედის წამლის ფულად არ მყოფნის-მეთქი. მე ჩემს პროფესიაზე ვერ ვიტყვი უარს, ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ და  ვეცდები, თეატრი და საჯარო სამსახური ერთმანეთს შევუთავსო. თეატრში რომ შესაბამისი ანაზღაურება მქონოდა, დამატებით სამსახურს არასდროს მოვძებნიდი.
– გადაწყვიტე, მერიაში აღებული პირველი ხელფასი რაში უნდა დახარჯო?
– მოფიქრებული მაქვს, სად დავხარჯო პირელი ხელფასი და ამას თქვენ გაგანდობთ. მოკლედ, გადავწყვიტე, პირველი ხელფასით ჩავიდე ბათუმში, დედიკოს და მამიკოს გავუკეთო სიურპრიზი და სადმე გავუშვა დასასვენებლად. მინდა, ახალგაზრდობაში, მათი საავადმყოფოში დაწყებული სიყვარული, ასაკში, რომანტიკული „თაფლობის თვით“ დავაგვირგვინო. ამით გავაბედნიერო და ვაგრძნობინო, რომ მე მათზე ვზრუნავ, განვიცდი და ვფიქრობ. მათ გამო, ყველაფერს დავთმობ. სულ ვამბობ, როცა ასი წლის მერე, ჩემს მისიას დავასრულებ დედამიწაზე, მინდა თქვან, უბოროტო კაცი წავიდაო და სიკვდილის მერე კი არა, სიცოცხლეში მინდა მითხრან, რომ ვუყვარვარ.

скачать dle 11.3