კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ბრძნული აზრები

ორუელი: რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს იმათ, ვინც მას ამბობს.
ფრანკლინი: დემოკრატია უნდა იყოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ორი მგელი და ერთი ცხვარი, რომლებიც კენჭს იყრიან იმაზე, თუ რა ჭამონ სადილად.
პოლ ვალერი: სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.
შოუ: თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას. აი, რატომ ეშინიათ ადამიანების უმეტესობას მისი.
მაკედონელი: არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური.
კიროსი: ბოროტია ის, ვინც კეთილია მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
ოტია იოსელიანი: გაქცევა ყოველთვია არ არის სიმხდალე. არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის.
გოეთე: ჩვენი ერთ-ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ სიკვდილზე უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე სიცოცხლეზე.
მონტენი: ადამიანების პრობლემა ისაა, რომ მათ არ უნდათ იცხოვრონ კარგად, მათ უნდათ იცხოვრონ სხვაზე უკეთესად.
ენსენი: მშობლები უფრო მალე ამჩნევენ ჩვენს ყალბ მეგობრებს, ვიდრე ჩვენ.
ჩერჩილი: ვერასოდეს მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ.
საადი: არასოდეს არ იყო დამცირებულთან ამაყი და არასოდეს დაიმცირო თავი ამაყთან!
ლაროშფუკო: სიკეთის დანახვის უნარი თავად უნდა გქონდეს, რომ სიკეთის კეთება შეგეძლოს.
პეტრარკა: ენდე, მაგრამ იცოდე – ვის.
სტენდალი: ტირილი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ღიმილზე, რადგან ჩვენ თითქმის ყველას ვუღიმით, მაგრამ ვტირით მათთვის, ვინც გვიყვარს.
ვოლტერი: ბედნიერება ერთადერთი რამაა, რაც შეიძლება გასცე ისე, რომ თავად არ გაგაჩნდეს და გაცემით შეიძინო.
ტვენი: ადამიანის მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე მათი იმაში დარწმუნება, რომ მოტყუვდნენ.
ფორდი: იმუშავეთ თქვენი ოცნების ასრულებაზე, თორემ ვინმე აუცილებლად დაგიქირავებთ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად.
შანელი: მე ვაფასებ მამაკაცებს და არა მამრობითი სქესის ადამიანებს.
ჩესტერფილდი: სუსტ მამაკაცებს საყვარლები ჰყავთ, ძლიერებს – მყარი ოჯახი.скачать dle 11.3