კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ გაწირა სასიკვდილოდ ქართველმა მედესანტე ოფიცერმა თავისი ბავშვობის მეგობარი ავღანეთში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


ყოფილი ავღანელი
44 წლის იაგო ყორანაშვილი, ეგრეთ წოდებული, „ყოფილი ავღანელი“ იყო. ანუ კომუნისტების პერიოდში ავღანეთის ომის მონაწილე. 1960 წელს დაბადებული ყორანაშვილი რუსეთის ქალაქ რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებლის დამთავრებისთანავე გაგზავნეს ავღანეთში, სადაც 1985-დან 1988 წლამდე დაჰყო. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და დაქორწინდა. იმავე წლის 31 დეკემბერს შეეძინა ვაჟი, რომელსაც თავისი მეგობრის პატივსაცემად ნოდარი დაარქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყორანაშვილი ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა და საქართველოში სამხედრო უშიშროების ხაზით გააგრძელა მუშაობა. 2004 წელს იაგო ყორანაშვილი უკვე პოლკოვნიკი იყო და უშიშროების სამინისტროში ერთ-ერთი საბრძოლო განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. მისი მეუღლე, 42 წლის ლია გვარამია კი, იმავე უწყებაში სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მათი 16 წლის ვაჟი, ნოდარი საშუალო სკოლას ამთავრებდა. ყორანაშვილი თავისი საქმის პროფესიონალი იყო, მაგრამ კოლეგები მას ერიდებოდნენ, რადგან კარიერისტად მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ უფროსობასთან ენა მიჰქონდა და კოლეგების წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა. მეუღლის აბსოლუტური ანტიპოდი იყო ლია გვარამია. ყველას უკვირდა, როგორ გაჰყვა ცოლად ეს „კრასავიცაა“ ქალი ნაძირალა იაგოს.
16 წლის წინ
იაგოსა და მის ცოლს ერთი საიდუმლო ჰქონდათ, რომლის შესახებაც საქართველოში არავინ იცოდა. საქმე ის იყო, რომ ულამაზესი ლია გვარამია იაგოს დაღუპული მეგობრის, ნოდარ ბრეგვაძის შეყვარებული იყო. იაგო და ნოდარი თბილისელები იყვნენ, ტოლები და ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, ლია ქუთაისელი იყო. გოგონას სამედიცინო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. მშობლების პროტესტის მიუხედავად, ჯიუტმა საფიჩხიელმა (ქუთაისის უბანი) მაინც თავისი გაიტანა და სამუშაოდ ავღანეთში გაემგზავრა. სწორედ იქ შეხვდა ნოდარს და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. 1988 წლის 1 აპრილს კი ნოდარი ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაიღუპა. მოჯაჰედებთან შეტაკებისას ყუმბარმტყორცნის ჭურვმა მისი სხეული დაფლითა და ძალიან ღრმა ხევში ჩააგდო. მოგვიანებით ამ ეპიზოდს დაწვრილებით ყვებოდა იაგო, რომელიც ნოდარის მეწყვილე იყო და ბოლოს სწორედ მან ნახა თავისი ბავშვობის მეგობარი. ყორანაშვილმა პატაკში დაწერა: ნოდარისგან თხუთმეტ მეტრში ვიდექი, როდესაც ჭურვი აფეთქდა, ნოდარი ნაფლეთებად აქცია და ხევში გადააგდო. მე უზარმაზარმა ლოდმა გადამარჩინა... ლიასაც იაგომ აუწყა ნოდარის დაღუპვის ამბავი. თავდაპირველად მას ეს ყოველივე ბოროტი, საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა. ხოლო როცა ყველაფერი გააცნობიერა, გონმიხდილი დაეცა. იაგო სასოწარკვეთილ გოგონას თავს ევლებოდა და იმდენი მოახერხა, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა დაამყარა და როგორც კი სამშობლოში დაბრუნდნენ, ცოლად მოიყვანა. 1988 წლის 31 დეკემბერს მათ ვაჟი შეეძინათ და დაღუპული მეგობრის პატივსაცემად მას ნოდარი დაარქვეს.
კოშმარული კვირა
იაგომ და ლიამ ეს წლები ყოველგვარი „ჩეპეების“ გარეშე იცხოვრეს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე წლები გამოიარეს, გაჭირვება არ უგრძნიათ. 2004 წლის მაისი კი მათი ოჯახისთვის კოშმარული გამოდგა. 5 მაისს ჯერ იაგოს „მერსედესის“ „ჯიპი“ დაიწვა ღამის სადგომზე, მერე, 7 მაისს მისი მდიდრული აგარაკი გადაიბუგა მცხეთის მახლობლად, 9 მაისს კი პოლკოვნიკ ყორანაშვილის ახალაშენებული კერძო სახლი დაიწვა თბილისის პრესტიჟულ უბანში და აშკარა იყო, რომ სამივე ხანძარი „სერიული ნაწარმოები“ იყო და კარგად მოფიქრებული და ზუსტად შესრულებული დანაშაულის „სუნი ასდიოდა“. ყორანაშვილების ოჯახი შოკში იყო, ლიას ვერ გაეგო, რა ხდებოდა მათ თავს. ვერის ძველი სახლიდან ახალში 10 მაისს უნდა გადასულიყვნენ და მათი ნახევარმილიონდოლარიანი ბინა სრულად განადგურდა. ამიტომ, ყორანაშვილები კვლავ ვერის იტალიური ეზოს ოთხოთახიან ბინაში დარჩნენ. შოკირებული ლია იმ ერთ კვირაში ისე ჩამოდნა ნერვიულობისგან, რომ ბებერს დაემსგავსა. იაგო კი დუმდა და გამომძიებლებისა და ახლობლების შეკითხვაზე, ვისზე ჰქონდა ეჭვი, მხრებს იჩეჩდა და უხმოდ გამოხატავდა – წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მერჩისო. 10 მაისს კი მის მობილურზე უცნობი ნომრიდან დაირეკა და შიშინა ხმამ იაგოს უთხრა: ამ დღეებში საბოლოოდ დაგისვამ წერტილსო.
საიქიოდან მობრუნებული
ინკოგნიტო მობილური ზარის შესახებ იაგოს სიტყვაც არ დაუძრავს ცოლ-შვილთან და სამალავიდან მაყუჩიანი ავტომატური პისტოლეტი გამოიღო და ქამარში გაირჭო. ყველა გისოსიანი ფანჯარა მიხურა და კარიც გადარაზა. შუქები ყველგან ჩააქრო, ცოლ-შვილი უფანჯრებო ოთახში დააწვინა. თავად კი დერეფანში, ტყავის ტახტზე ტანსაცმლიანად წამოწვა, პისტოლეტი კი ბალიშის ქვეშ შეინახა.  ასე მეორდებოდა ყოველდღე, რადგან იაგო არ ფიქრობდა, რომ მას ვიღაც ეოხუნჯებოდა და მტრის გამოჩენას ელოდა. სამი დღის შემდეგ, 13 მაისს,  ჩათვლემილმა იაგომ იგრძნო, რომ ვიღაცამ მისი ბალიშის ქვეშ, სადაც მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა დამალული, ხელი შეყო. სასწრაფოდ გამოფხიზლდა, დაუპატიჟებელ სტუმარს მარცხენა ხელით დანა ჩაარტა და საშუალება არ მისცა, რომ პისტოლეტს დაუფლებოდა. შემდეგ თავის მაყუჩიან იარაღს დასწვდა და უკან დახეულს სიბნელეში ესროლა. „ღამის სტუმარი“ უფანჯრებო ოთახში შევარდა. მას იაგოც მიჰყვა, შუქი აანთო და გაშეშდა – მისი 16 წლის ნოდარი „ღამის სტუმარს“ ჰყავდა მოხელთებული, კეფაზე პისტოლეტი მიედო და იაგოს გამომცდელად შეჰყურებდა. ლია საწოლზე იყო გაქვავებული და ხმას ვერ იღებდა. იაგომ მაყუჩიანი პისტოლეტი დაუშვა და „ღამის სტუმარს“ უთხრა.
– რას წარმოვიდგენდი, თუ გადარჩებოდი. ახია ჩემზე. ასეთი ვერაგობა არ უნდა ჩამედინა. მე მზად ვარ სიკვდილისთვის. მხოლოდ ჩემს ბიჭს ნუ ახლებ ხელს. ის არაფერ შუაშია.
„ღამის სტუმარი“ ნოდარ ბრეგვაძე იყო, რომელიც ბრძოლის დროს დაიჭრა, ნოდარმა კი ის ხევში გადააგდო, იმ იმედით, რომ მოკვდებოდა. ნოდარი კი გადარჩა და მოჯაჰედი გახდა. წლების შემდეგ კი ყალბი საბუთებით დაბრუნდა სამშობლოში. იაგოსთან გაუქმებული სარდაფით შეიპარა და შურისძიებას აპირებდა. „საიქიოდან მობრუნებულმა“ ყოფილ მეგობარს უთხრა:
– სწორედ შენი ვაჟი უნდა მოვკლა და გაგამწარო, რომ გაიგო, თუ რა არის ყველაზე ძვირფასის წართმევა, ისე, როგორც შენ ლია წამართვი.
გაფითრებული იაგო ადგილს მიეყინა. ლიამ კი ენა ამოიდგა და ნოდარს უთხრა:
– ნუთუ შენს შვილს მოკლავ, ნოდარ?
– ჩემს შვილს? რას როშავ? – ჰკითხა ნოდარმა.
– ჰო, ნოდარი შენი შვილია. იაგოს რომ გავყევი ცოლად, შენგან ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ბავშვი რომ გაჩნდა, მისი შვიდთვიანობა გავითამაშე. ასე რომ, ნოდარი შენია და თუ არ გჯერა, იღლიის ქვეშ მარჯვენა მხარე გაუსინჯე, სადაც შენსავით დიდი, ბეწვიანი ხალი აქვს...
გაფითრებული იაგო ოთახიდან გავიდა და მეორე დილით ის შუბლგახვრეტილი იპოვეს ვერის სასაფლაოზე. საკუთარი იარაღით მოეკლა თავი. „ღამის სტუმარი“ უშიშროებამ დააკავა, ორი დღის მერე, რუსეთს გადასცა და ის დღემდე უვადო სასჯელს იხდის რუსეთის ციხეში. დედა-შვილი კი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
скачать dle 11.3