კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 სიმართლე ნამცხვრისგან

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

იცით, რომ იმის მიხედვით, როგორი ნამცხვარი გიყვართ, შეიძლება, საკუთარ თავზე ბევრი საინტერესო სიახლე შეიტყოთ. გაარკვიეთ, რომელ ნამცხვარს ანიჭებთ უპირატესობას და შედეგებით კარგად იხალისებთ.
თაფლის ნამცხვარი
სიამოვნებისა და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. თქვენ გარშემო ყველას ჰგონია, რომ ბედის ნებიერა ხართ, მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით, რის ფასად გიჯდებათ „ზედაპირზე ტივტივი“. იცით, როგორ მიიღოთ ტკბობა ყოველი ახალი დღისგან და თითოეული წუთისგან. შესაბამისად, ბედნიერიც ხშირად ხართ.
ბლინების ტორტი
საოცარი ფანტაზიის უნარის პატრონი ხართ. უშრეტი ენერგია და სიახლეების კეთების სურვილი მუდმივად გაქვთ. ლიდერი ხართ და ნებისმიერი საზოგადოების სული და გული... რატომ გაურბიხართ საკუთარ „მე“-სთან საუბარს? იმიტომ ხომ არა, რომ ზოგჯერ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობთ?!
ნაპოლეონი
ესთეტი ბრძანდებით, დახვეწილი გემოვნებით. ზოგჯერ ისე ერთობით, „მუხრუჭები“ გიმტყუნებთ ხოლმე. ახლობლები გეუბნებიან, რომ ეგოისტი ხართ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მთავარია, საკუთარ თავთან ხართ ჰარმონიაში.
ჩიზქეიქი
ექსპერიმენტები გიყვართ სიყვარულშიც, საქმეშიც და ურთიერთობაშიც. მიგაჩნიათ, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარული და თავისუფლებაა. სიძნელეებს არაფრად მიიჩნევთ და გჯერათ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო მომენტები წინ გაქვთ.
მთვრალი ალუბალი
გიყვართ ყველაფერი უჩვეულო, პიკანტური და ახალი. რამდენჯერაც უნდა დაეცეთ, ხვალინდელი დღე მაინც არ გაშინებთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ დადგა დრო, როცა მთელი რესურსი რაღაც ღირებულის შექმნისკენ მიმართოთ.
ხილის ტორტი
გულწრფელი, კეთილი და მშვიდი ადამიანი ხართ. ყველაზე დიდი მონაპოვარი თქვენთვის ოჯახია და მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებთ. ამოუწურავი პოზიტივისა და სასიცოცხლო ენერგიის წყარო ხართ.
скачать dle 11.3