კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№35 დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნა და მამწარებს



პირველი ოჯახი მალე დამენგრა. ორსულად ვიყავი, ნერვიულობის გამო მუცელი მომეშალა და ბავშვი დავკარგე. ძალიან განვიცადე ოჯახის დანგრევა და საყვარელი მამაკაცთან განშორება, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და ვოცნებობთ. ძლივს გადავლახე ეს სტრესი და როცა მდგომარეობიდან გამოვედი, ჩემს ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა სიყვარული. რეზი იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ვგრძნობდი, მასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი. სხვათა შორის, არ დავმალავ, მის ცოლობაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, საყვარლად ყოფნა მინდოდა. ოჯახის დანგრევის მერე, რაღაცნაირად ჩავიკეტე, ადამიანებისადმი ნდობა დავკარგე და ისევ ოჯახის შექმნა აღარ მინდოდა. გადაწყვეტილი მქონდა, თუ სასურველი მამაკაცი გამოჩნდებოდა და შემიყვარდებოდა, უბრალოდ ვყოფილიყავი მასთან. მოკლედ, რეზისთვის არ მითქვამს, განათხოვარი რომ ვიყავი – რაღაცნაირად მერიდებოდა ამ თემაზე საუბარი. თუმცა, რომ მივხვდი, ჩემს მიმართ მასაც გრძნობა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ მომეყოლა. მისმინა და ბოლოს მითხრა, მე შენზე სერიოზულად ვფიქრობ, მიყვარხარ და მინდა, ცოლად მოგიყვანო, არ მაინტერესებს შენი წარსული, არც განათხოვრობა, უბრალოდ, ჩემს მშობლებს არ მინდა, ეს გავაგებინოო. ცოტა არ იყოს, ცოლობა რომ ახსენა შევცბი, არ მეგონა, ასე მალე თუ იფიქრებდა ჩემთან ოჯახის შექმნას, მაგრამ ის რომ თქვა, მშობლებს არ ვეტყვი შენს განათხოვრობასო, დავიბენი. მოკლედ, იმდენი ქნა, რომ ცოლობაზე დამიყოლია, მშობლებიც გამაცნო. ჩემს ოჯახშიც ხშირად მოდიოდა. რამდენჯერაც ვთხოვე, არ მინდა, შენს სახლში, როგორც რძალმა, ტყუილით შემოვდგა ფეხი. უთხარი შენს მშობლებს, რომ განათხოვარი ვარ-მეთქი. მეუბნებოდა, შენ მაგაზე ნუ დარდობ, მე მოვაგვარებო. მოკლედ, ერთ დღესაც, ჩამისვა მანქანაში და აგარაკზე ამიყვანა. იქ დავრჩით და მეორე დღეს დავურეკეთ მშობლებს და გავაგებინეთ, რომ ერთად ვიყავით. დედამთილ-მამამთილმა შვილივით მიმიღო, მაშინვე გამიკეთეს ოქროული და ჩამაცვეს და დამახურეს. სუფრაც გააკეთეს და მოიპატიჟეს სანათესაო. ქორწილის გადახდაზე რომ მიდგა საქმე, მე ვიუარე. ვუთხარი: ამხელა თანხა უნდა დახარჯოთ, მატერიალურად არც ისე გვილხინს და უბრალოდ, ხელს მოვაწერთ და ჯვარს დავიწერთ ვიწრო წრეში-მეთქი. დედამთილი გადაირია, რას ჰქვია, ერთი შვილი მყავს და ქორწილს როგორ არ გადავუხდიო. მამათილმა, აი, ასეთი რძალი მინდოდა, რომ ესმის ყველაფერი და ჩვენს ბიუჯეტს უფრთხილდება, ეს გოგო ოჯახში გამოდგებაო. მოკლედ, ხელის გულზე მატარებდნენ და ერთ დღესაც, ჩემმა დედამთილმა ცხვირი ჩამოუშვა, უხასიათოდ იყო. გულში კი გამკრა, ნეტავ, ვინმემ რამე ხომ არ ჩააწვეთა ჩემს განათხოვრობაზე-მეთქი და მართალიც აღმოვჩნდი. მათ მეზობლად ცხოვრობდა ერთი ქალი, რომელიც დედაჩემთან მუშაობდა და მას ჩაუკაკლია ყველაფერი. ამის მერე ამითვალწუნა, მატყუარას მეძახის. დგას და ყველასთან ლაპარაკობს: გასაღდა ქალბატონი, ჩემს შვილს თვალები აუხვია, მოატყუაო. ჩემს ქმარს რომ ვუსაყვედურე, გეთქვა ჩემი განათხოვრობა-მეთქი, მიპასუხა: ეს რომ გაეგოთ, ცოლად ვეღარ მოგიყვანდი, მიყვარდი და სხვა გზა არ მქონდაო. მისი მშობლები კი, სულ იმას მაძახებენ, მაინცადამაინც ჩვენს ერთადერთ შვილზე რომ არ გასაღებულიყავი, სხვა ვერ ნახეო. ჯერჯერობით ვყლაპავ, ისევ რეზის გამო. არ მინდა, მეორე ოჯახიც დამენგრეს და თან, ჩემი ქმარი მართლა მიყვარს. მაგრამ, როდემდე მოვითმენ, არ ვიცი. მეშინია, დედამთილ-მამამთილთან დაძაბულმა სიტუაციამ ქმრის მიმართაც გამინელოს სიყვარული.
ნინო, 27 წლის.скачать dle 11.3