კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№35 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


კითხვა: ბებიაჩემი ამბობს, რომ ზღვის მარილი ძალიან სასარგებლოა დაზიანებული თმის აღსაღდგენად, ქერტლს აცილებს და ამკვრივებს თმის ძირებს, შესაბამისად, ცვენასაც აჩერებს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და ვისთვის არ შეიძლება მისი გამოყენება?
პასუხი:
ზღვის მარილი შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტთა მთელ კომპლექსს, ამიტომ, ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის ღრმად აღწევს ქსოვილებში, აუმჯობესებს მათ სისხლით მომარაგებასა და მიმოქცევას, აჯერებს ჟანგბადით და ამით აჩქარებს უჯრედულ ცვლას. ეს ეხმარება თმის კვებას, ჩერდება ცვენა და აქტიურდება სტრუქტურის ზრდისა და აღდგენის პროცესი. ზღვის მარილი აწესრიგებს კანის ცხიმოვან ბალანსს, რაც პანაცეაა თმის მომატებული ცხიმიანობის სამკურნალოდ. ზღვის მარილს აქვს შესანიშნავი გამწმენდი ეფექტი, თავის კანში შეზელისას ქერტლისგან ათავისუფლებს კანს. თმისთვის სუფთა სახითაც გამოიყენება და სხვადასხვა ნიღბის, ბალზამის, ლოსიონისა და ტონიკების შემადგენლობაშიც შედის. თმის გასაძლიერებლად და გასაჯანსაღებლად ძალიან ეფექტურია ზღვის მარილის ნიღბები, მაგრამ გამოყენების რამდენიმე წესია გასათვალისწინებელი. არ გამოიყენოთ ზღვის მარილის ნიღბები, თუ თავის თმიანი ნაწილის კანს მცირე ნაკაწრი ან დაზიანება აქვს; მარილი თმისთვის მხოლოდ კვირაში 2-ჯერ შეიძლება. უფრო ხშირი გამოყენებისას უკუშედეგია მოსალოდნელი – თმა დაკარგავს მოცულობას, სიგლუვეს, გაუხეშდება და დავარცხნისას არ დაგემორჩილებათ. მშრალი კანისთვის მარილი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოიხმარეთ, ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის კი – კვირაში 2-ჯერ. მარილის ნიღაბი უნდა წაისვათ მხოლოდ სველ თმასა და კანზე. მკურნალობის ოპტიმალური კურსი თვეში 6-8 პროცედურაა, არანაკლებ 2,5-3 თვე, შემდგომი შესვენებით. ახლა, გასწავლით მისი გამოყენების პირობებს. მარილის პილინგი – მცირე რაოდენობით ზღვის მარილი წაისვით სველ თმაზე. მსუბუქი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ თმის ძირებში და გადაანაწილეთ თანაბრად თავის თმიანი ნაწილის კანზე, 5-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით და გადაივლეთ ვაშლის ძმრის ან ლიმონის წვენის წყალხსნარი. აღნიშნული პროცედურა ეხმარება თმის კვებასა და აღდგენას, აფერხებს ცვენას და ასტიმულირებს ზრდას. შესანიშნავად ასუფთავებს კანს და აშორებს ქერტლს.

скачать dle 11.3