კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (68)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№35 როგორ შევინარჩუნოთ რუჯი დიდი ხნით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

გარუჯულ სხეულზე აუცილებლად უნდა წაისვათ დამცავი და დამატენიანებელი კრემები.  ეს კანს დაიცავს გამოშრობისა და ნაოჭებისგან. გაითვალისწინეთ, რომ დამატენიანებელი კრემები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცავდეს რძეს, ლიმონს, გვირილას და კიტრს. ეს კომპონენტები ხელს უწყობს კანის გათეთრებას. არ გირჩევთ, გარუჯულ კანზე კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას, მაგალითად, სახის გაწმენდას, პილინგებს, დაბანისას ტანის სკრაბის გამოყენებას.  სკრაბის ნაცვლად, შეგიძლიათ, ყავის ნალექი გამოიყენოთ. ტანი დაიბანეთ მხოლოდ რბილი ღრუბლით. რუჯის მიღების შემდეგ განსაკუთრებით უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას – გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი. კანის მოვლის მომდევნო ეტაპია კვება და დატენიანება. ამისთვის შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან აგაცილებთ აქერცვლას და დიდხანს შეინარჩუნებთ რუჯს. დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი.  უმჯობესია, ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავასა და თერმულ წყალს.  გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი.
ასევე, სწორად შერჩეული საკვებისა თუ ხილის, მაგალითად, გარგარის, ატმის, გოგრის, ნესვისა და ქოქოსის ნატურალურ წვენებში შედის ნივთიერებები, რაც დაგეხმარებათ ფერის შენარჩუნებაში. ასევე, ახალგამოწურული სტაფილოს წვენის სმა დიდი ხნის განმავლობაშიც შეგინარჩუნებთ შოკოლადისფერ სხეულს.
სპეციალური ნიღბები კი შეგიძლიათ, თავადაც დაამზადოთ:
* 1 ცალი სტაფილოს წვენი, 1 კვერცხის გული და  1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. წაისვით როგორც სახეზე, ასევე ტანზე და 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ.
* ძალიან კარგია ყავის ნალექითა და ცოტა ზეითუნის ზეთის ნარევით სახის გაწმენდა მსუბუქი მასაჟით. ეს პროცედურა კანს წმენდს და ოქროსფერ შეფერილობასაც დიდხანს უნარჩუნებს.
თუ გსურთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოთ ნამზეური, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
* ავტორუჯი იდეალური საშუალებაა მათთვის, ვინც უკვე გაირუჯა. უმჯობესია ტანის ლოსიონების გამოყენება, რომლის ფერი დროთა განმავლობაში ჯდება. გარუჯულ სხეულზე არავითარი დეფექტი არ გამოჩნდება, თან, ვერც კი შეამჩნევთ, როგორ ჩაანაცვლებს ხელოვნური ნამზეური, ბუნებრივს.
* დაბანისას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ უხეში ღრუბელი. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო სწრაფად გადავა ნამზეური, ამიტომ, ტანი დუშგელით დაიბანეთ და არა საპნით.
* მელანინი არის პიგმენტი, რომელიც კანის ფერს განსაზღვრავს. ნამზეური დაგრჩებათ დიდხანს, თუ სწორად იკვებებით. დიდი რაოდენობით მიიღეთ A ვიტამინის შემცველი ხილი, ასევე, ნიგოზი, ყვითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, შოკოლადი, ფორთოხალი და კენკრა.скачать dle 11.3