კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ჭიების გამო შეიძლება თუ არა ბავშვს მომატებული ჰქონდეს ლეიკოციტები? და როგორ ხდება ლეიკოციტების დონის დაწევა?
პასუხი:
ნაწლავური ჰელმინთოზის დროს შეიძლება, სისხლში აღინიშნოს ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია და ედს-ის მომატება. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანტიჰელმინთური პრეპარატებით. დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის სქემის შესარჩევად ბავშვი მიიყვანეთ პედიატრთან ან პარაზიტოლოგთან.
კითხვა: ერთი წლის წინ ვიყავი არითმოლოგთან, დამიდგინდა ატრიოვენტრიკულური ტაქიკარდია, რომელიც დაბადებიდან მქონია. მითხრა, საშიში არ არისო. უკვე ერთი წელია, ვსვამ კონკორს (2,5 მგ) და შეტევა არ მქონია. წავიკითხე, უცებ არ შეიძლება მიტოვებაო. რა უნდა ვქნა, დოზები შევამცირო თუ ისევ გავაგრძელო? კიდევ ექვსი თვე რომ დავლიო, ხომ არ იქნება პრობლემა – ყველაფერზე გული მიჩქარდება და ეგ მიწყნარებს ხოლმე.
პასუხი:
ზოგადად, კონკორი ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი პრეპარატია და თქვენ მინიმალურ დოზას იღებთ, ასე რომ, თუ ეს პრეპარატი ექიმმა დაგინიშნათ და გჭირდებათ, ის ზიანს არ მოგაყენებთ. მომავალში პრეპრატის მოხსნის საჭიროების შესახებ აუცილებლად დაეკითხეთ თქვენს კარდიოლოგს. ის გეტყვით, როგორ უნდა მოიხსნას და მკურნალობა კიდევ არის თუ არა საჭირო.
კითხვა: მაქვს ნისტაგმი და მაინტერესებს, შემიშლის თუ არა ხელს ფიზიოლოგიურ მშობიარობაში და ხომ არ იქნება საჭირო საკეისრო კვეთა?
პასუხი:
არსებობს თვალის სხვადასხვა დაავადება, რომელსაც ახლავს ნისტაგმი და რომლის დროსაც ფიზიოლოგიური გზით მშობიარობა შესაძლოა, არასასურველი იყოს. ამიტომ ეს საკითხი ოფთალმოლოგთან უნდა დააზუსტოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3