კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ უნდა მიირთვათ მსხალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მსხლის ნაყოფი შეიცავს: შაქრებს, A, B, C, P, PP ვიტამინებს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ფიტოცინდებს, აზოტურ, მთრიმლავ, პექტინოვან, ნივთიერებებს, მიკროელემენტებს, განსაკუთრებით – იოდს. გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მსხლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. ექიმები მსხლის ჭამას დაბეჯითებით ურჩევენ მათ, ვინც 40 წელს გადააბიჯა. კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ მაინც მოიწყობთ „მსხლის დღეს“. ცნობილია, რომ მოხარშული ან შემწვარი მსხალი ხველებას აცხრობს. მსხალი ნაღვლის დაავადებების შესანიშნავი წამალია. თუ ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, 2 ცალ საშუალო ზომის მსხალს მიირთმევთ, მუცლის ტკივილი დაგიამდებათ და არასასიამოვნო სიმძიმის შეგრძნებაც გაქრება. დიეტოლოგებმა და ფსიქოლოგებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ეს საოცარი ხილი განწყობასაც ამაღლებს. ანტიბიოტიკ არბუტინის წყალობით, მსხლის წვენს და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მსხალი ძალიან უხდება საჭმლის მომნელებელ სისტემას. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა მის შემადგენლობაში შემავალ უჯრედისს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებაც შეუძლია. საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემების დროს მსხალს საერთოდ ნუ შეჭამთ. მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს – მასში ბევრია კალციუმი, რომელიც აუმჯობესებს გულის ფუნქციობას და აღადგენს რიტმს. სხვათა შორის, რაც უფრო არომატულია მსხალი, მით უფრო სასარგებლოა, განსაკუთრებით – გულისათვის.
მის შემადგენლობაში შემავალი ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის წარმოქმნის პროცესისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოზარდების ორგანიზმში. მისი ჩირისგან ამზადებენ კომპოტს, კისელს. მსხლის ჩირის ნახარში კარგია ბავშვებში კუჭის აშლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. შემწვარი მსხალი უებარია ხველებისას. თუ პატარას შარდში აქვს სხვადასხვა მარილი (ურატები და ოქსალატები), უმჯობესია მის რაციონში ხშირად ჩართოთ მსხალი, ის ხელს შეუწყობს შარდიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია.
მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ.
მსხალი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს. ასევე, აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
პანტა მსხალი ფართოდ არის გავრცელებული თითქმის მთელ საქართველოში. ახალგაზრდა ხეების ქერქში მოიპოვება ტანინები. C ვიტამინი პანტაში უფრო მეტია ვიდრე კულტურული ჯიშის მსხლებში. პანტაში, ასევე, არის B1, B2, PP, C ვიტამინები. პანტას ნაყოფების ნახარშს ხმარობენ თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფი და მისი ნახარში გამოიყენება კუჭის აშლილობისას, როგორც შემკვრელი საშუალება. აგრეთვე ნახარში და წვენი შარდმდენი საშუალებაცაა.
მიუხედავად იმისა, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილია, ის შაქარს ნაკლები რაოდენობით შეიცავს და არ იწვევს მადის მომატებას, რაც ვაშლისთვის დამახასიათებელია. რამდენადაც მსხალში ფრუქტოზა გაცილებით მეტია, ვიდრე გლუკოზა, ის ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას, რადგან ფრუქტოზის შესათვისებლად ორგანიზმისთვის აუცილებელი არ არის ინსულინი. სწორედ ამ თვისების გამო მომჟავო-მოტკბო მსხალი დაშვებულია სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაციონში.
იმისათვის, რათა გულის კუნთმა კარგად და სწორად იმუშაოს, გვჭირდება კალიუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მსხალი. ის ასევე, სასარგებლოა უჯრედების რეგენერაციისთვის. 100 გრამი მსხლის მირთმევით თქვენ ორგანიზმს უზრუნველყოფთ კობალტის დღიური ნორმით, რაც სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვის, ეხმარება თირკმელებს ზედმეტი სითხის გამოყოფაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნასა და რკინის ათვისებაში.
უკუჩვენება – მჟავე და მაგარი ჯიშის მსხალი, მართალია, აძლიერებს კუჭსა და ღვიძლს, მაგრამ ორგანიზმი მათ ძნელად ითვისებს. მსხლის მირთმევა არ არის რეკომენდებული მშიერ კუჭზე, რადგან შეიძლება, ნაწლავის ლორწოვანი გააღიზიანოს. ხოლო მსხლის მიღების შემდეგ სასურველია არ მიირთვათ ხორცი ან სხვა მძიმე საჭმელი. უკეთესია, თუ მსხალს მიირთმევთ კვებიდან ნახევარი ან ერთი საათის შემდეგ. თავი შეიკავეთ მსხალზე წყლის მიყოლებისგან, განსაკუთრებით, თუ წყალი ცივია. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყველაფერი მავნეა: 1-2 ცალი მსხალი დღეში სრულიად საკმარისია.скачать dle 11.3