კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№35 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ხშირად შემიმჩნევია, რომ ეკლესიაში შესვლის დროს, მორწმუნეები შესასვლელ კარს და კედლებს ეამბორებიან. ეს აუცილებელია?
პასუხი: ეს საუკუნეების განმავლობაში განმტკიცებული ტრადიციაა. ტაძარში შესვლისას ადამიანი გამოთქვამს თაყვანისცემის გამომხატველ სიტყვებს: „შევიდე სახლსა შენსა და თაყვანი ვცე ტაძარსა შენსა“... ტაძრის კარზე და კედლებზე ამბორი თაყვანისცემისა და მოკრძალების გამომხატველია. ამგვარად, ღვთის სახლში შესასვლელად შინაგანად ვემზადებით. თუმცა, სავალდებულო არ არის, ჩვენს შინაგან სურვილზეა დამოკიდებული.
კითხვა: რას ნიშნავს განბანვა და ვინ ასრულებს ამ რიტუალს?
პასუხი: განბანვა არის ნათლობის შემდეგ ახალ ნათელღებულზე მირონის მოწმენდის წესი, რომელსაც ღვთისმსახური ასრულებს და ესწრება ნათლია. წინათ მირონის მოწმენდის რიტუალს ერთ-ერთი ნათლია ასრულებდა, რომელსაც განმბანველს ეძახდნენ.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც პირჯვრის გადაწერა გვსურს, მაგრამ ვერ ვახერხებთ, მაგალითად, ხელები გვაქვს დაკავებული.
პასუხი: თუ გარკვეული მიზეზის გამო პირჯვრის გადაწერას ვერ ვახერხებთ, უნდა წარმოვთქვათ იესოს ლოცვა. სხვა ადამიანისთვის ან საკვებისთვის კი თვალითაც შეგვიძლია პირჯვრის გადაწერა.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ოჯახში უთანხმოება დაისადგურებს, რომ ჰარმონია დავამყაროთ?
პასუხი: როდესაც ოჯახი ღვთის სიყვარულით არ იქმნება და მისი მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი და ზრუნვა, როგორც წესი, ასეთი ოჯახი მოკლებულია სიმშვიდეს. ამიტომ მისმა წევრებმა უნდა იცხოვრონ ეკლესიურად, მიიღონ მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებაში, თქვან აღსარება, მოინანიონ ცოდვები და ურთიერთგაგებაც დაისადგურებს.

скачать dle 11.3