კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ მოვითმინოთ მოყვასის ნაკლოვანებები

გაიხსენე, ახალგაზრდობის გამო ღმერთის წინაშე რამდენჯერ შესცოდე, მაგრამ ღმერთი შენ გითმენდა. რა მოხდებოდა, ღმერთი რომ მოგქცეოდა თავისი სამართლიანობის მიხედვით? შენი სული დიდი ხნის წინ მოხვდებოდა ჯოჯოხეთში. როგორც ღმერთი დიდხანს გითმენდა და გექცეოდა  თავისი მოწყალების გამო, ისევ შენც მოექეცი შენს ახლობელს.
***
შენი ძმა თუ გეტყვის უხეშ სიტყვას თავისი სულმოკლეობის გამო, გადაიტანე ეს სიხარულით, რადგან განიხილავ რა შენ აზრებს ყოვლადშემძლე ღმერთის წინაშე, მიხვდები, რომ შენ თვითონ შესცოდე.
***
ვინც ღმერთის გამო, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით გადაიტანს უხეში და უგუნური ადამიანის სასტიკ სიტყვებს, ის იწოდება მშვიდობის შვილად და შეუძლია, დაიუნჯოს მშვიდობა სულში, სხეულსა და სამშვინველში.
***
როცა გაიხსენებ მათ, ვინც შენ შეურაცხყოფას გაყენებდა, არ უსურვო მას ცუდი ამის გამო. შედი ეკლესიაში, მუხლი მოიყარე, ცრემლი დაღვარე, ღმერთს სთხოვე დარდი შეგიმსუბუქოს და ნაღველი ჩაგიქროს.
***
ღმერთი გვავალებს, გავაკეთოთ სიკეთე და მოვითმინოთ წყენა და სამაგიერო არ გადავუხადოთ ბოროტების სანაცვლოდ ბოროტებით. ეშმაკი კი საპირისპიროს გვირჩევს. სიკეთის კეთებით და მოთმინებით ჩვენ ვემორჩილებით ღმერთს და ეშმაკს ვეწინააღმდეგებით, რომელიც გვასწავლის ბოროტებას და მოთმინებისგანაც გვაშორებს. ასე, მოთმინებით დამარცხებული, როგორც ჯოხით ნაცემი ძაღლი, ჩვენგან გაიქცევა. ამის შემდეგ ღმერთი მყარად იდგება ჩვენთან და ეშმაკს ჩვენგან განდევნის. ამაზე ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი: „ეშმაკი უნდა დავამარცხოთ მოთმინებით“. გინდა, რომ არ დაუთმო და შეეწინააღმდეგო ეშმაკს? დაუთმე ადამიანებს და ნუ შეეწინააღმდეგები მათ, არ გადაუხადო ბოროტებისთვის ბოროტებით.
***
შენ არ უნდა ელოდო მოთმინებას სხვისგან მისი სათნოების გამო, ანუ ნუ ელი, რომ შეიძენ მოთმინებას, თუ არავინ გაწყენინებს (რაც შენს ხელში არ არის). უკეთესია, შეიძინე ის შენი მორჩილებითა და დიდსულოვნებით, რომელიც შენს ხელშია.
***
მოთმინება იქონიე ყველასადმი, და ნუ ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინასწარგანზრახვედით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა... ნუ თავით თვისით შურსა ეძიებთ, საყვარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვას. რამეთუ წერილ არს: „ჩემი არს შურისგება და მე მივაგო. იტყვის უფალი... ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ ჰსძლიე კეთილთა მით ბოროტსა მას“ – ამბობს მოციქული (რომ. 12.17-21). თუ ვინმე ერთი იქნება გაბრაზებული, ყოველი სხვა იყოს კეთილი; თუ ერთი იქნება უგუნური, ყოველი სხვა, დაე, იყოს გონიერი; თუ ორივე იქნება უგუნური, მრისხანე, გაბოროტებული, მაშინ ბოროტება იქნება გაუნადგურებელი, მტრობის გარემო შეურყეველი: რამეთუ მოთმინება გიხმს თქვენ, რათა, ნება ღმრთისა ჰყოთ და მოიღოთ აღნათქვამი იგი (ებრ. 10,36). როცა ჩვენ ხშირად ვიჭმუხნებით თავმოყვარეობით და თავის მაამებლობით, მაშინ ვნათდებით მწუხარებითა და მოთმინებით. როცა პატივით და დიდებით ვქედმაღლობთ, მაშინ ადამიანთაგან შეურაცხყოფითა და ლანძღვით ვმდაბლდებით, როცა გემოთმოყვარეობისა და ტკბილვნებობის მტვრით დავიფარებით, თავის დამცირებითა და ლანძღვით განვიბანებით. ამიტომ არ გაღიზიანდე იმაზე, ვინც შენ შეურაცხგყო, არამედ შენს ცოდვაზე, რომელიც შენს გულს მის წინააღმდეგ განაწყობს.
***
ნუ დრტვინავ და არ მისცე შენს თვს ნება, რომ ვინმე შეურაცხყო.
***
ქრისტემ ჩვენ გამო განიცადა სამარცხვინო სიკვდილი, ამიტომ ჩვენც მისი მცნებებისა და ჩვენი ცოდვების გამოც, მოთმინებითა და მშვიდად უნდა გადავიტანოთ სამართლიანი და უსამართლო შეურაცხყოფა და შერცხვენა.
***
რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა, სავსე მუცლით რბილი ლეიბიდან გადავბრუნებულიყავით და პირდაპირ სამოთხეში აღმოვჩენილიყავით, მაგრამ აქ გზა გაყვანილია ჯვრიდან, რადგან ცათა სასუფეველში დამკვიდრება არა ერთი და ორი, არამედ მრავალი მწუხარებით მიიღწევა! თქვენც, როგორც მე, გვირჩევნია, ვიყოთ სულ მშვიდ მდგომარეობაში. მაგრამ ქრისტიანობის არსი იმაშია, რომ ისინი ჯვარს აცვამენ თავის სხეულს ვნებებითა და გულისთქმებით. ჩვენ კი თქვენთან ერთად სრულიად უძლურები ვართ და ჯვარცმაზე, რკინის ლურსმნებსა და შუბებზე გაფიქრებაც კი გვაშინებს! უკიდურეს შემთხვევაში ღმერთის გულისთვის მოვითმინოთ ირიბი გამოხედვა, ცივი შეხვედრა და უარი თხოვნაზე და თუნდაც ამ მცირედისაგან დავიწყოთ ჩვენი ჯვარცმა, და, ღმერთი მოწყალეა, ჩვენც გავაღწევთ დიდი წამებულის კვალდაკვალ ცათა სასუფეველში!
ღირსი ანტონ ოპტინელიскачать dle 11.3