კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ეპატიება თუ არა ადამიანს წარსული და მომავალი ცოდვები და რა შემთხვევაში დგება ქრისტიანის პირადი სამსჯავრო 5 წუთში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

რა არის ცოდვის არსი? ის, თუ როგორ ჩაიდენს მას ადამიანი – საკუთარი ნებით თუ  გაუაზრებლად, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენი ცხოვრების წესს და არა ნიშნებს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ყველა ნორმალური ადამიანი საკუთარ გარეგნობაზე ფიქრობს. განსაკუთრებით ეს ოცდამეერთე საუკუნეში იგრძნობა, როდესაც არსებობს უამრავი დიეტა, ექიმები, იმისთვის, რომ ჩვენ ფიზიკურად უკეთესები ვიყოთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, ამაში ცუდი არაფერია. ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა. მახინჯი ადამიანი არ არსებობს. ადამიანი შეიძლება, ძალიან ლამაზი, ძლიერი იყოს, მაგრამ არავის უყვარდეს, მის დანახვაზე ღიზიანდებოდნენ. რატომ, იმიტომ, რომ მას სული აქვს დამახინჯებული, ცოდვებით სავსე. ამ ზაფხულსაც ბევრი ადამიანი ამბობს: ვერ დავისვენე, რა ცუდი ამინდები იყო. ეს ადამიანები იმავე ცოდვებში დარჩნენ, როგორი ცოდვებითაც დასასვენებლად წავიდნენ. ცოდვებმა გასაქანი არ მოგცეს, რომ დაგესვენათ, როგორ დაისვენებთ, როდესაც ისევ გემოთმოყვარეობაში ხართ. ამბობ: როგორ შევინახო მარხვა, დასასვენებლად ვარ. როგორ შეიძლება დაისვენო, როცა მარიამობის მარხვაა და არ ინახავ. ვერ დაისვენებ, რადგან ცოდვები არ დაგასვენებს. როცა ქრისტე მოვა, ორნი იქნებიან საწოლში: ერთს წაიყვანს და მეორეს დატოვებს. წისქვილში ორი დაფქვავს, ერთის დაფქვილს შეიწირავს ღმერთი და მეორესას – არა. ვინც ნაზიარებია, ვინც ფერი იცვალა, მათ წაიყვანს ღმერთი.
– გარეგნობაზე ზრუნვა ახსენეთ. ეს ხომ აუცილებელია?
– მე არავისთვის ამიკრძალავს, რომ ნორმალურად არ უნდა გამოიყურებოდნენ. მაგრამ თუ შენი ფიქრის 80 პროცენტი მხოლოდ გარეგნობაზეა, ცოტა მაინც იფიქრე სულიერებაზე. დილა რომ გათენდება, დაგეგმე: უფალო, დაეხმარე რომ სიკეთე ვაკეთო, რომ განსაცდელში არ შევიდე, არ განვიკითხო, ცუდი რომ არ ვთქვა და ყოველივე კარგად წარემართოს ჩემს ცხოვრებაში. გარეთ რომ გამოდიხართ, ვიღაც გეტყვით: რა კარგად გამოიყურები, რა ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია, რა თქმა უნდა, ეს კარგია. მაგრამ უკეთესია, გითხრან: რა კარგად იცინი, როგორი დამშვიდებული ხარ, ცუდს არ ფიქრობ ჩემზე, მე შენთან მეგობრობა მინდა. რა თქმა უნდა, დღეს არ არის ასე. ცოლი, ქმარი რომ გაიღვიძებს, მაშინვე ჩხუბს იწყებენ, დედმამიშვილები, ოჯახის წევრები ერთმანეთს ეჩხუბებიან. რა მივიღეთ ამ ყველაფრისგან? ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ერი, ყველა პოლიტიკაზე საუბრობს: სასულიერო პირები, ექიმები, ტაქსის მძღოლები. შეხედეთ რა ხდება ევროპაში. ევროპაში მიდის ისლამიზაცია, რადგან ევროპამ უარი უთხრა ქრისტეს, ჭეშმარიტი ღმერთი ცრუ ღმერთში გაცვალეს. და რა ხდება საქართველოში? ვინმეს გსიამოვნებთ საქართველოში ამდენი მუსლიმანი, რომლებმაც თუკი რამე კარგი მიწა, სახლია ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი იყიდეს. და ამას რომ ვერ ვხვდებით, როგორი ცოდვილები ვართ. ღმერთმა ხილული სახით დაუშვა, რომ ჩვენი მდგომარეობა დავინახოთ. მაგრამ მაინც ვერაფერს ვხედავთ. მოდიან არაბები, ირანელები, რომლებიც უკულტურობის, ცოდვის სიმბოლოები არიან, საშინელი ხალხია. ღმერთმა დაგვანახა, რომ თქვენ ცოდვებში ხართ და თუ ცოდვებს არ განეშორებით, აი, ასეთი ხალხი გაგიბატონდებიან და იყიდიან მთელ საქართველოს, დამკვიდრდებიან. თქვენ კი წადით ამერიკაში, ევროპაში. თუ გონს არ მოვეგებით, ნახევარ საქართველოს სპარსელებს დავუთმობთ, ნახევარს კი – თურქებს. ვიცი, ერთი სული გაქვს სადმე წახვიდე, დაისვენო, მაგრამ ირგვლივ მიმოიხედე და გონებას მოეგე. ვიღაცა ხმალს კი აღარ გვიქნევს, დოლარებით, ევროებით მოდიან.
– მამაო, რაშია გამოსავალი?
– გამოსავალი ქრისტეშია, რომ ვიცვალოთ ფერი, აღარ ვიწყევლოთ, აღარ ვიჩხუბოთ, აღარ ვიყოთ ბოროტები. პირიქით, ვილოცოთ, თავი დავიმდაბლოთ და ღმერთი მოგვხედავს. გარეგნულად ლამაზად გამოვიყურებით, მაგრამ სულიერი ფერისცვალება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გარეგნული. რამდენიც უნდა დაისვენოთ, რამდენი თანხაც უნდა დახარჯოთ, ვერ იცვლით ფერს. მაგრამ ღმერთი რას გეუბნებათ: მცირედში ერთგული იყავითო. მცირედში ერთგულება რას ნიშნავს, იმას, რომ ერთგული ცოლი, ერთგული შვილი იყო, ლოცვები რომ თქვა დილა-საღამოს, მოწყალება გასცე, სიკეთე გააკეთო. ეს ძალიან მცირედია და აკეთებთ ვინმე? ხედავთ, დღეს როგორ კანონებს იღებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ტოტს ჭრით, რომელზეც ზიხართ. საქართველოს ნორმალური ადამიანი სჭირდება, წესიერი, მორწმუნე პრეზიდენტი – ეს არის ჩვენი გამოსავალი. სახელმწიფო, რომელიც მიიღებს ანტიბიბლიურ კანონს, ის სახელმწიფო გადაგვარდება, გადაშენდება, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და არის კიდეც ჩავარდნილი. გარკვეული სასულიერო პირებიც ემხრობიან მათ, მხარს უჭერენ. თუ ეკლესია არ გაიწმინდება, უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით. ყველა უბედურება იმიტომ გვჭირს, რომ დღეს საქართველოში უღირსი სასულიერო პირები ვართ. სანამ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები, მრევლი არ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, მანამდე საქართველო ფერს ვერ იცვლის, ვერ განიწმინდება და ვერ გადარჩება, ქვეყანას არაფერი ეშველება. ამიტომ ყველამ საკუთარი  თავით დავიწყოთ – სასულიერო პირებმაც, მრევლმაც და თითოეულმა ადამიანმა. ადამიანების დიდი ნაწილი გაუცხოვებული არიან ეკლესიურ სწავლებასთან, მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე ფიქრობენ, უნდათ კარგი სამსახური, მაღალი ხელფასი, გართობა და არ ფიქრობენ მომავალ, ბედნიერ ცხოვრებაზე, რომელიც ქრისტეს გარეშე არ დადგება. არ გვაინტერესებს სულიერი საკითხები, არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ცხოვრების დასასრული ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება მოულოდნელად, ძალიან მალე დადგეს. ჩემი პირადი სამსჯავრო შეიძლება, 5 წუთში დადგეს.
– ადამიანები ცრუ სწავლებასაც ავრცელებენ, რომ თითქოს მეორედ მოსვლის ჟამს ივერია გაბრწყინდება, მხოლოდ საქართველო გადარჩება.
– არავის უთქვამს, არ ვიცი სად წაიკითხეს. რომ თითქოს საქართველო უნდა გაბრწყინდეს, დაიღუპებიან სხვა ქვეყნები, ჩაიძირება ათონის მთა, და ჩვენ, მხოლოდ ქართველები დავრჩებით – ასეთი რამ არსად წერია. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველებმა ავიტაცეთ, რადგან ეს ყველაფერი გულს, ყურს ესალბუნება. არადა, ქრისტიანულ სწავლებასთან კავშირში საერთოდ არ არის. ის, რომ ჩვენ გავბრწყინდებით და სხვები დაიჩრდილებიან, არასწორია. ცოდვა რაში მდგომარეობს – როცა ადამიანი შეგნებულად სცოდვას თავისუფალი ნებით, გაცნობიერებულად ირჩევს სცოდვას – აი, ეს არის ცოდვა. მაგრამ თუ ადამიანი შეუგნებლად, გაუცნობიერებლად სცოდავს, ეს არ არის ცოდვა. პროტესტანტული დოქტრინა ასეთია: ქრისტე იწამე და ახლანდელი, წარსული და მომავალი ცოდვები გეპატიებაო. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ამქვენიურ კეთილდღეობაზე ვფიქრობთ და სულიერზე არა, ამიტომაც ჩვენი  ზედაპირული ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ნიშნებზე. ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ცხოვრების წესი, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, როგორ ცხოვრობს, რით არის დაკავებული, რა უნდა მას და არა ციფრებს.


скачать dle 11.3