კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როდის იწყება ომი ცოლ-ქმარს შორის და რატომ ვერ ანეიტრალებს მას სიყვარული

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა შეყვარებული წყვილი ქორწინდება და მათ შორის ნამდვილი ომი იწყება. თანაც ვერც ერთი ვერ ხვდება, როგორ შედიან სულ ღრმად და ღრმად ამ ომის პერიპეტიებში. რა უნდა ჰქონდეთ გასაყოფი ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანებს? საქმე მარტივად სულაც არ არის. პრობლემა და საკითხის მთელი არსი იმაშია, რომ ორივე მხარეს სურს საკუთარი „ტერიტორიებისა“ და სივრცეების „მონიშვნა“ ოჯახში. დამკვიდრდეს მყარად და გააფართოოს თავისი „გავლენები“ – აი, რა არის ომის დაწყების მიზეზი. ის ყოველთვის იმაზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე რომელიმე მხარეს წარმოუდგენია. თანაც, თავისი გამანადგურებელი შედეგებით ბევრად მტკივნეულიცაა.

მაკა (37 წლის): როგორ მოვედით აქამდე, მართლა არ ვიცი. არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ ჩავები ჩემი საყვარელი ადამიანის წინააღმდეგ ომში, რომელიც თავადვე წამოვიწყე. მტკივნეული თემაა. მით უფრო, რომ გამოსავალს ვერ ვხედავ. მგონი, საბედისწერო შეცდომა ორივემ დავუშვით და ახლა ჩიხში ვართ შესულები. ერთმანეთი ისევ გვიყვარს, ამას ვგრძნობ და ეს უფრო ამძიმებს სიტუაციას.
– რატომ უნდა ამძიმებდეს სიტუაციას სიყვარული?
– სწორედ სიყვარული ართულებს ყველაფერს. ვინ ჩხუბობს ადამიანთან, რომელიც მისთვის სულერთია? ყველაზე მეტი უსიამოვნება ჩვენს ძვირფას ადამიანებთან გვაქვს. მე და ჩემი ქმარი ვჩხუბობთ, მაგრამ მერე ვნანობ. მიყვარს და იმიტომ. თუმცა, ჩხუბის გარეშე არაფერი გამოგვდის.
– თქვენ რა გგონიათ ჩხუბის მიზეზი?
– მიზეზს საკმაოდ გვიან მივხვდი, თუ კიდევ არ მეშლება რამე. მოკლედ, პრობლემა ჩვენს შეხედულებებშია. ჩემი ქმარი პროგრესული რომ მეგონა, მბრძანებლობის სურვილით არის შეპყრობილი, თანაც ცდილობს, დამალოს და არ გაამხილოს. პირიქით, აპროტესტებს კიდეც. უკვე დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ჩემზე ბატონობას ცდილობს. ხალხში ისე უჭირავს თავი, თითქოს ძალიან თავისუფალი, განვითარებული და თანამედროვეა, სინამდვილეში, ჩვეულებრივი მამრია. ვუყვარვარ, მაგრამ ისეთი ეგოისტია, წარმოუდგენელი. ყველა უბედურება აქედან მოდის.
– თქვით, რომ ომი დაიწყო ჩვენ შორისო, როდის დაიწყო?
– ალბათ, ქორწინებიდან მალევე, როგორც კი ჩემი ქმარი მიხვდა, რომ მე პრინციპული, ჯიუტი და დამოუკიდებელი ქალი ვარ.
– ჯიუტი ქალები მამაკაცებს დიდად არ უყვართ.
– სიჯიუტე ისე არ გაიგოთ, რომ უაზროდ ჯიუტი ვარ. არა, მე სულელი ნამდვილად არ ვარ. თუმცა არაფერია იმაში ცუდი, როცა ყველაფერზე საკუთარი აზრი გაქვს და თავს მექანიკური თოჯინასავით არ აქნევ. დიახ, მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ მის ჭკუაზე არასდროს გავივლი. მე სრულფასოვანი პარტნიორული ურთიერთობის მომხრე ვარ და არა პატრონყმულის. თუმცა ასეთი ომიც არასდროს მენდომება. ვერც წარმოვიდგენდი, საქმე აქამდე თუ მივიდოდა. ბუნებრივია, მაწუხებს ეს ამბავი, მაგრამ რა უნდა შევცვალო ან როგორ, ვერ ვხვდები.
– ქმარს უფროსობა უნდოდა?
– საქმე უფროსობაში არ არის. ამას როგორმე მივხედავდი. პრობლემა ის არის, რომ ჩემმა დამოუკიდებლობამ კომპლექსები გაუჩინა. შეიძლება, მე არ მეყო დიპლომატია. შეიძლება, დროზე ვერ მივხვდი, რომ კატასტროფისკენ მივექანებოდით. ან შეიძლება, ნელ-ნელა გამოავლინა კომპლექსები, რომლებიც მე შევუქმენი.
– თვითონ გითხრათ, რომ კომპლექსები შეუქმენით?
– რა თქმა უნდა, არა. ეგ არც არასდროს აღიარებს, რომ კომპლექსები აქვს. აბა, სხვა რა დავარქვა იმას, რომ ხალხში, სადაც უნდა ვიყოთ, მეგობრებთან, ახლობლების წრეში, ჩემი ოჯახის წევრებთან... ცდილობს, ჩემი აზრი „გააბითუროს“, დამცინოს და თავისი უპირატესობა წარმოაჩინოს – რომ ჩემზე მეტი იცის, ძალიან ჭკვიანია, არაფერი ეშლება. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ მერე გავღიზიანდი – რატომ უნდა დავეჩაგრე. ჩემს თავმოყვარეობაზეც იმოქმედა. ძალიან მომეშალა ნერვები. ეტყობა, ამის მერე დაიწყო და ახლა უკვე ერთ სიტყვასაც კი აღარ ვარჩენ.
– იცით, რომ ცოლ-ქმარს შორის ომში მოგებული არც ერთი რჩება?
– დიახ. მოგება-წაგებაში არ არის საქმე. ამიტომ არ ვებრძვი და ისიც ვიცი, რომ კარგად არ ვიქცევი, მაგრამ რომ გავჩუმდე, იფიქრებს, გავიმარჯვეო და მის დამცინავ გამოხედვას და საკუთარი უპირატესობით სავსე  მზერას ვერ ავიტან. ცოლქმრობა თანაბარი უფლებების მქონე პარტნიორების კავშირი არ არის? რატომაა, რომ ყველაზე პროგრესულ მამაკაცსაც კი ქალზე ბატონობა უნდა. მე არ მიხარია ეს მდგომარეობა, რომელშიც ახლა მე და ჩემი ქმარი ვართ.. ასეთი ძლიერი შემიყვარა და ოჯახში ვეღარ აიტანა დამოუკიდებელი ქალი? რა ჰქვია ამას, რა ვუთხრა, როგორ დაველაპარაკო... სიყვარული ისევ არის ჩვენ შორის. არსად წასულა, მაგრამ ჩემს ქმარს რეალობის მიღება არ უნდა.
– თქვენ იღებთ რეალობას ისეთს, როგორიც არის?
– არც მე ვიღებ. იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ საკმარისად არ მიყვარს ჩემი ქმარი? მაშინ, მაგ ლოგიკით იმასაც არ ვყვარებივარ საკმარისად. ამ უაზრო ბრძოლებმა დამღალა. რამდენჯერმე ვცადე უკან დახევა, მაგრამ მისგან მზაობას ვერ ვხედავ, რომ ისევ თანხმობაში ვიცხოვროთ. პირიქით, რამდენჯერაც ნაბიჯი უკან გადავდგი, პასუხად მხოლოდ აგრესია მივიღე. ამას რატომ  ვაკეთებ, ვერ ხვდება, სისუსტეში მითვლის.
– ოჯახს გადააყოლებთ ამ უაზრო ომს.
– მეც მაგის მეშინია, მაგრამ იმანაც ხომ უნდა იგრძნოს და მიხვდეს. ვნერვიულობ, განვიცდი... არ მინდა, ოჯახი დამენგრეს. ამ ომმა როგორც მე, ისიც ხომ დაღალა. სიყვარულის გააქტიურება და გაძლიერება მინდა. იქნებ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. თუმცა, არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო. ხან ვფიქრობ, სხვა ხომ არ ჰყავს ვინმე. თავგზა ამერია.
скачать dle 11.3