კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა რუსული მუქარა გაახმოვანებინეს სერგეი შამბასა და რაულ ხაჯიმბას და რის სანაცვლოდ აპირებს გერმანიის კანცლერი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებისთვის მილიარდების შეთავაზებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ქართველი საზოგადოება აქტიურად გამოეხმაურა ერთ დროს, ანუ 1992-1993 წლების ომში საველე მეთაურის, იმავე წლებში სეპარატისტების თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და მოგვიანებით, თვით საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, რადგან ქართულმა მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯით გაავრცელა ზემოხსენებული ინტერვიუს ფრაგმენტები და მკითხველსა თუ მაყურებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნა, თითქოს ერთ-ერთ აქტიურ სეპარატისტს ქართველებისადმი სიყვარულის ბუშტი გაუსკდა. რეალურად, სერგეი შამბას ნააზრევის არსი სულ სხვაგვარია და საქართველოსთან ურთიერთობას განიხილავს, როგორც ორ სრულფასოვან პარტნიორს შორის ურთიერთობას. მანამდე კი აფხაზეთის ეგრეთ  წოდებულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გვაცნობა („იზვესტიასთან“ საუბრისას), რომ რკინიგზის გახსნას აპირებენ, იმისდა მიუხედავად, უნდა თუ არა ეს თბილისს. იმის გათვალისწინებით, რომ სეპარატისტებს არც არავინ არაფერს ეკითხება, ცხადია, სეპარატისტების პირით ოკუპანტი გვესაუბრება. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დაგვეხმარება ენგურს გაღმიდან შემოთვლილის გაშიფვრაში.
– რატომ მიაქცია რუსულმა მედიამ ყურადღება აფხაზ რესპონდენტებს?
– ახლოვდება აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე და შამბა იმ მოვლენების ყველაზე ცოცხალი მემატიანეა, მაგრამ მე ყურადღებით წავიკითხე მისი ინტერვიუ და გაოცებული ვარ ჩემი ეგრეთ წოდებული კოლეგების აღფრთოვანებით.
– მეც ვიზიარებ თქვენს გაოცებას, ვერც მე მივხვდი, რა თქვა ასეთი აღსაფრთოვანებელი.
– მრცხვენია მათი კოლეგებად მოხსენიება, ეს, უბრალოდ, თავაზიანობაა ჩემი მხრიდან, რასაც ისინი არ იმსახურებენ. შამბას ინტერვიუს დადებითად შეფასება არის სრული უვიცობა და დილეტანტიზმი. ეს არის სიცრუით გაჯერებული, თავიდან ბოლომდე ანტიქართული გამოსვლა. ისიც აღარ ახსოვს, რომ მამა ბუში თბილისში არ ყოფილა და მოყვა ზღაპრები, რომ გამსახურდია მამა ბუშთან მივიდა სასტუმროში. ჯერ ერთი, ჩამოსული იყო ნიქსონი, რომელთანაც ზვიადი არანაირ სასტუმროში არ მისულა, თვითონ ნიქსონი მივიდა ორჯერ ზვიადის რეზიდენციაში, ხომ გახსოვთ?!
– როგორ არა, ეს დიდი მოვლენა იყო იმხანად.
– დიახ, მოვლენა იყო. მურმან ომანიძე დაჰყვებოდა და მანქანიდან მოუწოდებდა ხალხს, ტაში დაუკარითო. შამბა ყვება ზღაპრებს, რომ ვითომ არსებობდა აფხაზური სამეფო, საიდანაც წარმოიშვა საქართველოს სახელმწიფო და თურმე აფხაზი მეფეები ნიშნავდნენ ქართველ მეფეებს.
მაგრამ მე მენიშნა ერთი რამ: თავის დროზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექციის სწავლული მდივანი ვიყავი, მეხებოდა დისერტაციების დაცვები. მაშინ ჩემს გაკვირვებას იწვევდა ის, რომ აფხაზეთიდან დისერტაციებს იცავდნენ ერევანში.
– მეც გამიკვირდა, როდესაც შამბამ თქვა, რომ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ერევანში, რატომ არა – მოსკოვში?
– იმიტომ რომ ისტორიკოსების ყველა დისერტაცია იყო ანტიქართული. ჩვენს არექოლოგებს, თუკი ვინმე დარჩა ცოცხალი, ალბათ, გაოცებით ყბა ჩამოუვარდება, ისე უნამოსოდ ამბობს, რომ თურმე მან აფხაზეთში აღმოაჩინა ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ადამიანთა პირველი სადგომი, ქალაქები, რომლებიც შეისწავლა. ამ დროს კი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, 1900 წლამდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არებობს აფხაზურად დათარიღებული არანაირი ძეგლი. ყველა ქართულია.
– როდესაც მისაუბრია აფხაზებთან და მითქვამს, თუკი აფხაზეთში აფხაზური კულტურის ძეგლებია, რატომ არის მასზე წარწერები ქართულად-მეთქი. ასეთი რამეც უთქვამთ საპასუხოდ: იმიტომ რომ ქართველები იყვნენ პრარაბებიო.
– და პრარაბს რასაც ეტყვი, იმ ენაზე არ დაგიწერს და პრარაბები თავიანთი გემოვნებით აშენებდნენ, არა?! ეს პრიმიტიულია და ველურების დონემდე დადიან. ერთი სიტყვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 1900 წლამდე აფხაზურად დათარიღებული არც ერთი ძეგლი არ არსებობს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამბობს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ვის წინააღმდეგ?! რეალურად, ეს იყო კლასიკური სეპარატიზმი, რომელიც დღესაც ისჯება მთელ მსოფლიოში. ასევე, ხუთჯერ აქვს მოხსენიებული ქართული აგრესია, თუ რა ცუდი ხალხია ქართველები და იმეორებს იმას, რასაც დღეს ამბობს ყველა სეპარატისტი, ქართველებთან გვინდა კეთილმეზობლობა, როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ცანით ჩვენი დამოუკიდებლობა და ვიმეზობლოთ, ხვალვე გამოგიგზავნით ელჩს თბილისშიო. აი, ამას ამბობს. შამბასი არ მიკვირს, პრიმაკოვს ჩამოჰყვა თბილისში და მაშინვე ეტყობოდა, ვინც იყო. ლევან ალექსიძემ გამოლანძღა. მე ჩვენების მიკვირს, მეც ვნახე სოციალურ ქსელებში აღფრთოვანებული შეფასებები, რომ რაღაც მოძრაობა დაიწყო აფხაზეთიდან და ჩვენც უნდა ვუპასუხოთო, არადა ამბობს, ჩვენ რუსეთმა გვაღიარა და დანარჩენი, უკაცრავად ამ გამონათქვამისთვის, ფეხებზე გვკიდია, ჩვენ ვართ რუსული სამყაროს შემადგენელი ნაწილი და მომხრე ვარ, რუსეთის ფედერაციის ასოცირებული წევრი გავხდეთო. ბელორუსია არ იზამს, თორემ სიხარულით გაუერთიანდებიან რუსეთს.
– მნიშვნელოვანია საექსპერტო წრის აზრიც, მაგრამ მე ის უფრო გამიკვირდა, როდესაც ქართულმა მედიამ კონტექსტიდან ამოგლიჯა შამბას გამონათქვამები და ისე გაავრცელა, რამაც საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა შეუქმნა.
– დიახ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შამბა ამბობს, თუ რამდენი მეგობარი ჰყავს თბილისში. რუსეთში იმდენი მეგობარი მყავს, მთელ საქართველოს არ ეყოლება ერთად აღებულს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ვარ, მეორეც – იქ ვსწავლობდი, იქ ვცხოვრობდი, წიგნებს ვწერდი და დღესაც ვარ ორი კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, უბრალოდ, ვეღარ ჩავდივარ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინით ვარ აღფრთოვანებული და რუსეთის პოლიტიკა მომწონს საქართველოს მიმართ და „ოდეკაბესა“ და ევრაზიის კავშირში შესვლა მინდა?! ვიმეორებ, მე შამბასი არ მიკვირს, მე ჩვენი საზოგადოება მაწუხებს.
– თქვენ რით ხსნით დეზინფორმაციის გავრცელებას და შამბას გამონათქვამების არასწორ ინტერპრეტაციას? ეს უნებლიეა თუ განზრახული?
– ვიღაცას უნდა, რომ რომის პაპზე მეტად კათოლიკე იყოს, ორიგინალური, რომ აი, ხომ ხედავთ, რა ხდებაო. არაფერი ხდება და ნურავის აქვს იმედი, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში პროქართული ელემენტი გაჩნდება. ეს გამორიცხულია, იმავე შამბას ეკუთვნის გამონათქვამი, რომ გვირჩევნია, ოკეანეში დავიხრჩოთ, ვიდრე წუმპეშიო.
– დიახ, „წუმპეში“ საქართველოს გულისხმობდა.
– ესე იგი, ჩვენ საზოგადოება აღარ გვყავს, არც ინტელექტუალთა წრეები. წაიკითხეს რაღაც, ამოგლიჯეს ნაწილები და ამის მიხედვით მსჯელობენ. მე ეს მაწუხებს, თორემ არც პოლიტიკოსი ვარ, არც არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას და საზოგადეობის ხმები არ მაინტერესებს. ჩვენთან ელექტორატი აღარ არის. ხალხი იქცა მასად.
– მე ასე გავიგე შამბას ინტერვიუ: აფხაზებს თქვენთან არ უნდათ და ეს არ შეიცვლება, მით უფრო, რომ ამას წინ უძღოდა ხაჯიმბას ინტერვიუ, რომელმაც განაცხადა, რომ რკინიგზა, თურმე, გაიხსნება, იმისდა მიუხედავად, უნდა თუ არა ეს თბილისს.
– ესე იგი, რუსეთი ძალით გახსნისო. ტანკით შემოვა და რკინიგზაც გაიხსნება.
– ეს ორივე ინტერვიუ ხომ არ არის მინიშება, რომ ან თანხმდებით რუსული თამაშის წესს, თუ არადა ძალით მოგიწევთ ამის გაკეთებაო?
– ზუსტად ეს არის: ჩათრევას ჩაყოლა გერჩივნოთ. რკინიგზაც გავა, ჩვენი აღიარებაც მოგიწევთ და ბევრს ნუ იპრანჭებითო. არ ვიცი, რა მესიჯები მიდის აქედან, რომ ამას გვეუბნებიან?! არც შამბა და არც ხაჯიმბა დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, თუმცა შამბა ამასობაში დოქტორიც გამხდარა. მაგრამ ნობელის პრემიაც რომ მიიღონ, რა იდიოტებიც არიან, ისეთებად დარჩებიან. კოფი ანანსაც ჰქონდა ნობელის პრემია, მაგრამ მექრთამეობაში გამოიჭირეს შვილთან ერთად. სომხეთი რომ დაინტერესებულია რკინიგზით, ცხადია, რუსეთიც. მით უმეტეს, რომ პუტინმა ერთგვარი კარტ-ბლანში მიიღო ტრამპისგან.
– რას გულისხმობთ?
– ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს არ განუცხადებია, რაც ტრამპმა თქვა, რომ საქართველო ოდესმე გახდება „ნატოს“ წევრი, ინგლისურიდან ორგვარადაა შესაძლებელი ამ სიტყვის თარგმნა. სტოლტენბერგი ამბობს, თითქმის მზად ხართ, ტრამპი ამბობს, ოდესმე შანსი გექნებათ. ბევრი ჩვენთან იმასაც კი ამბობს, რომ მერკელი ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოდისო.
– შამბასა და ხაჯიმბას პირით რაც შემოგვითვალეს, იგივე ხომ არ უნდა გვითხრას მერკელმაც დიპლომატიურად, მას შემდეგ, რაც პუტინთან თარჯიმნების გარეშე პირისპირ ისაუბრეს?
– მერკელს ეს არ აწუხებს და ხელს არ გაისვრის ამაში. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო დაგვაბნიოს და დაგვაშოროს რეალობას. დღეს მერკელისთვის, გერმანიისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ლტოლვილები. პუტინთანაც ამაზე ისაუბრა. გერმანიას თურქეთთან ხელშეკრულება აქვს დადებული ექვს მილიარდ ევროზე, რომ თურქეთი ააშენებდა სირიასთან საზღვარზე დასახლებებს ლტოლვილებისთვის, მაგრამ თურქებმა სამი მილიარდი შეჭამეს, გერმანიიდან კი მხოლოდ 1 200 ლტოლვილი გაიყვანეს და იმავდროულად, გერმანიაში შეუშვეს 12 000 ლტოლვილი. ახლა მერკელი ეძებს, ვის მისცეს ფული, რომ დაასახლოს ეს ლტოლვილები, უკანონო მიგრანტები. ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ვფიქრობ, ამისთვის თეორიულად განიხილავს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს. ფული სომხეთსაც უჭირს, ჩვენც, არადა სამ მილიარდ ევროზეა ლაპარაკი. 10 000 ლტოლვილი რომ მიიღოს საქართველომ, ესეც დიდი შეღავათია მერკელისთვის. სხვა ახსნას, თუ რატომ ჩამოდის, ვერ ვპოულობ. პუტინს სამ საათს ელაპარაკა. ცხადია, ილაპარკეს სირიაზე, გაზსადენზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“. მერკელს უნდა სახის შენარჩუნება. თუ ამ გაზსადენით წავიდა მთელი გაზი ევროპისკენ, ეს უკრაინისთვის ყელის გამოჭრაა, ამიტომ მერკელს უნდა, რომ რუსული გაზი ევროპისკენ ორივე მიმართულებით წავიდეს. მაგრამ პუტინი სულელი ჰგონია?! პუტინს თუ მიეცა საშუალება, მთელი გაზი გაუშვას უკრაინის გვერდის ავლით, ამ შანსს გამოიყენებს. რატომ გადაუხდის უკრაინას ფულს?! ამასობაში კი პუტინმა ყველაფერი გაინაღდა: იზოლაციის რკალიც თითქოს გაარღვია და იცის, რომ განსაჭვრეტ მომავალში საქართველოს „ნატოში“ არ მიიღებენ, ამის გარანტი უკვე ტრამპია და აი, ეს გააქტიურება შამბა-ხაჯიმბასი, ხმამაღლა რომ ალაპარაკდნენ, ვინ ეკითხება თბილისსო, აქედან მომდინარეობს.
скачать dle 11.3