კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№34 რა „გადატრიალებას“ გეგმავს თამუნა გომართელი ენდოკრინოლოგიაში და როგორ დაიკლო მან თავისი მოგონილი დიეტით ოცი კილოგრამი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ბოლო დროს ჟურნალისტმა და პიარ-მენეჯერმა, თამუნა გომართელმა სასწაულად დაიკლო წონაში და ეს შოუ-ბიზნესის ბევრი წარმომადგენლისთვის სტიმულად იქცა. მართალია, მისი მოგონილი დიეტების დაცვა ბევრმა დაიწყო, მაგრამ ნებისყოფა არ ეყოთ. როგორც თავად ამბობს, თუ ადამიანს თავმოყვარეობა აქვს და საკუთარ თავს პატივს სცემს, საკმაოდ ადვილია ზედმეტი კილოგრამების  წარსულში ჩაბარება და ჯანმრთელობის შერყევის გარეშე ფორმაში ჩადგომა.
თამუნა გომართელი: ვხუმრობ ხოლმე, იმდენად მიზანდასახული ადამიანი ვარ, მიზანდასახულობას რომ ქალის სხეული, სახელი და გვარი ჰქონდეს, თამუნა გომართელი იქნებოდა-მეთქი (იცინის). ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს და რაც სრულწლოვანი გავხდი შევედი და გამოცდილება მივიღე, უფრო მეტად გამიმძაფრდა და გამიმწვავდა. ამაში პროფესიაც დამეხმარა. უფრო მეტსაც გეტყვით, იმდენად პრინციპული ვარ,  დასახული მიზნისკენ ყველა ფორმით, დასაშვები და დაუშვებელი გზით მივდივარ და შედეგიც, ვფიქრობ, შესაბამისია.
– ამაში გამართლება და ბედისწერაც ხომ ერთვება და თამაშობს გარკვეულ როლს?
–  დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები თავად ვქმნით ჩვენს ბედს. რასაკვირველია, არსებობს რაღაც გარკვეული კანონზომიერება, რომლითაც შენ, გარკვეულწილად, შენი სწორი ცხოვრებით უზერუნველყოფ და ამცირებ დაბრკოლებების რიცხვს, მაგრამ, რეალურად, შენს ბედს თავად ქმნი – შენი მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობის გრძნობით, პრინციპებით, შრომისმოყვარეობით. ზოდიაქოთი „ტყუპები“ ვარ და ჩემი ქმარი ხუმრობს ხოლმე, შენი სახით, ერთი კი არა, ხუთი ცოლი მყავს ერთდროულადო (იცინის). მაგრამ ეს თვისება და ჩემში თავმოყრილი  ბევრი „თამუნები“ მეხმარება, ვიყო რეალიზებული. დღემდე ვერ ამოვიცანი ჩემი თავი  ბოლომდე. ეს გარშემო მყოფებისთვისაც გარკვეული ეფექტია. ქალი ყოველთვის ამოუცნობი უნდა იყოს. უკვე თორმეტი წელია, ერთად ვართ და ჩემი ქმარი დღემდე თვლის, რომ არ მიცნობს და ხუმრობს, დღემდე ვერ ამოგიცანიო (იცინის). ხუთი თვით საქმიანი მივლინებით იყო ევროპაში წასული და რომ ჩამოვიდა, აეროპორტში დავხვდი და ვერ მიცნო. ათი კილო მქონდა დაკლებული.
– ბოლო პერიოდში, ძალიან გახდი და ფორმაში ჩადექი. დაიწერა კიდეც: თამუნა ვიქტორია ბექჰემის ტანზე დადგაო. დიეტებს ხშირად იცავდი, მაგრამ მგონი, ასეთი ეფექტი პირველად გაქვს. რამდენი კილოგრამი დაიკელი და რომელ დიეტას იცავდი?
– ვიქტორია ბექჰემი ძალიან მომწონს და თუ მას მადარებენ, დიდი მადლობა. შეიძლება, მის ტანზე არ ვიყო, მაგრამ ჩემი სხეული ძალიან მომწონს, კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ ჩემი გამოგონილი დიეტით, იდეალური შედეგი მივიღე. ზოგადად, სიგამხდრისკენ მიდრეკილი არ ვარ, ბავშვობიდან ფუმფულა ვიყავი, თუმცა, არა მსუქანი. ეს კომპლექსი არა, მაგრამ პრობლემა იყო და ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდი წონასთან ბრძოლას. მიდრეკილება, საღამოს გვიან ჭამა, კვების რაციონში გარკვეული პროდუქტების შეტანა ყოველთვის იწვევდა წონის მატებას. შესაბამისად, ჩემი რაციონი სულ კონტროლზე მქონდა აყვანილი. იმდენი დიეტა მაქვს დაცული, ალბათ, ვერც დავთვლი. ამ ზამთარს, იანვარში, ჩემს ცხოვრებაში რეკორდი მოვხსენი, ყველაზე მაქსიმალურ წონას, 75-ს მივაღწიე და ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფოდ, პრობლემის გადაჭრის ყველა განგაშის ზარი უნდა ჩამომეკრა და ყველა მეთოდით მეცადა, ჩქარი ეფექტით მომეკლო ზედმეტი წონა. მოკლედ, დავიწყე ვარჯიში, პრესების კეთება, აკვა-აერობიკაზე სიარული და რადიკალურ დიეტაზე დავჯექი, რომელიც, თავად მოვიფიქრე. სხვათა შორის, როგორც მას უწოდებენ – „თამუნას მომაკვდინებელი დიეტა“, შოუ-ბიზნესის ბევრმა წარმომადგენელმა და ჩემმა მეგობარმა მომბაძა და დაიწყო, მაგრამ ვერ „გაქაჩა“ (იცინის). შემართებით იწყებდნენ და მესამე დღიდან ფარ-ხმალს ყრიდნენ, ზოგს დეპრესია შემოაწვა, ზოგს – ნევროზი (იცინის). ჩემ მიერ მოგონილ დიეტას თუ ნებისყოფა არ გაქვს, ვერ დაიცავ, საკმაოდ მკაცრია, თუმცა, ეფექტი სახეზეა.  თან, ამით ჯანმრთელობას არ იზიანებ, უბრალოდ, თავი ხელში უნდა აიყვანო და გაუძლო, თუ გინდა, რომ ორ თვეში ოცი კილო მოიკლო.
– იქნებ, რეცეპტი ჩვენი ჟურნალის მკითხველსაც გაანდო?
– სიამოვნებით. მოკლედ, ორშაბათი – სამი მოხარშული კარტოფილი და ერთი ქილა მაწონი; სამშაბათი – სამი მოხარშული კვერცხი და ერთი ქილა მაწონი; ოთხშაბათი – სამი მოხარშული სოსისი და ერთი ქილა მაწონი; ხუთშაბათი – 200 გრამი უცხიმო ხაჭო და ერთი ქილა მაწონი; პარასკევი – ერთი ლიტრი კეფირი და ერთი ქილა მაწონი; შაბათი – ერთი კიტრი, ერთი პომიდორი და ერთი ქილა მაწონი; კვირა – ერთი ფილა შავი, მწარე შოკოლადი და ერთი ქილა მაწონი. ამ შვიდი დღის განმავლობაში, შეგიძლიათ, მიიღოთ უშაქრო ჩაი და ყავა. ამ ჩემი დიეტით, კვირაში 7 კილოგრამის დაკლება გარანტირებულია. ამ დიეტის დაცვის შემდეგ კი კვების სხვა რეჟიმზე უნდა გადახვიდეთ: საღამოს შვიდ საათამდე უნდა იკვებოთ და რაციონიდან საერთოდ უნდა გამორიცხოთ  ფქვილისა და შაქრის შემცველი პროდუქტი და აუცილებლად, დილას უზმოზე, მიირთვათ ქატოს ფაფა და სვათ იმდენი წყალი, რასაც ორგანიზმი გთხოვთ. თვეების განმავლობაში ამის დაცვა რთულია, თუმცა, მე ძლიერი ნებისყოვა მაქვს და შევძელი. აღმოჩნდა, რომ მართლაც არაბუნებრივი, არანორმალური ნებისყოფა მაქვს და თებერვლიდან რომ დავიწყე დიეტა, შემდეგ კი – სწორი კვება და რეჟიმის დაცვა, მაისში შედეგი მქონდა – 75–დან  56 კილომდე ჩამოვედი და ზედმეტი 20 კილოგრამი წარსულს ჩავაბარე. ამასთან, არც კანი მოშვებულა და არც ჯანმრთელობის პრობლემა შემქმნია, როგორც ეს ბევრ დიეტას ახასიათებს. დღეში, მინიმუმ, ერთი ლიტრი წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ, რომ კანი არ მოეშვას და ორგანიზმი არ გაუწყლოვდეს. ჩემი შემხედვარე, მთელი ჩემი სადაქალო ჩემს დიეტაზე ზის და ყოველ წუთს მირეკავენ, გული მიმდის და რა გავაკეთოო. ფაქტობრივად, ჩემს გზას გადიან და მეც მათი მრჩეველი და ფსიქოლოგი ვარ.
– ბევრი ქალი, როცა პირად და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებას აღწევს,  წონას ყურადღებას აღარ აქცევს. მათ რას ეტყვი?
– საკმაოდ დიდი შეცდომაა, როცა ქალი ამბობს, ქმარი მყავს, ვუყვარვარ, შვილებიც გავაჩინე, სამსახურიც მაქვს და დიეტების გამო თავს ვერ მოვიკლავო. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოთ, რომ თქვენი აწყობილი ცხოვრება საბოლოო მოცემულობაა, რადგან ყველაფერი შეიძლება, ერთ წამში შეიცვალოს და თავზე დაგენგრეთ. როგორც ჩვენ, ქალებს არ მოგვწონს ღიპიანი, მოუვლელი  და ბანჯგვლიანი მამაკაცები და შეიძლება მათ მიმართ ყველანაირი გრძნობა და სურვილი გაგვიქრეს, ასევე, თან კუბში აყვანილი, ფიქრობენ ჩვენზე მამაკაცები. ამიტომ, 12 კი არა, 32 წლის ოჯახიც რომ გქონდეთ, შესაძლოა, თქვენი არასასურველი გარეგნობა მამაკაცისთვის იმდენად მომაბეზრებელი და მიუღებელი გახდეს, რომ ერთ დღესაც ყველაფერი დამთავრდეს. იმდენი დიეტა მაქვს მოფიქრებული, შედეგი საკუთარ თავზე გამოცდილი და გამართლებული, რომ ერთ დღესაც დავჯდები, წიგნად დავწერ და გამოვცემ. ასე რომ, დიეტოლოგია-ენდოკრინოლოგიაში, შესაძლოა, სულ მალე „გადატრიალებაც“ მოვახდინო. ამას ვგეგმავ.
скачать dle 11.3