კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№34 როგორ გაიცნო მარადონას შვილი იტალიაში წარმატებულმა ფეხბურთელმა, აკაკი დეკანოსიძემ და რის გამო ადარებენ მას ლეგენდარულ კაკას

ნინო კანდელაკი ანი რევია

აკაკი დეკანოსიძე ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ოცნება აუხდა, იღბალმა გაუღიმა და იტალიურ გუნდში IMOLESE CALCIO-ში თამაშობს. 12 წლის ასაკში დედასთან ჩავიდა იტალიაში და მას შემდეგ დამოუკიდებლად შრომობს და იბრძვის დასახული მიზნისკენ. მას მწვრთნელები მიზანსწრაფულ, შრომისმოყვარე და ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენად მოიხსენებენ და ამბობენ, რომ ფეხბურთის ისტორიაში თავის სახელს ნამდვილად ჩაწერს. ფაქტია, აკაკის ყიდვით, ცნობილი იტალიური საფეხბურთო გუნდები არიან დაინტერესებულები.
აკაკი დეკანოსიძე: ბურთით ავიდგი ფეხი და დღესაც, ბურთს დავდევ (იცინის). მშობლები მიყვებიან, ბურთი გავაგორეთ და შენ გაეკიდე, ასე გადადგი პირველი ნაბიჯები და მაშინ, მივხვდით, შენ და ბურთი განუყრელი მეგობრები რომ გახდებოდითო. მახსოვს, რომ წამოვიზარდე, მშობლებს ვეხვეწებოდი, ფეხბურთზე შემიყვანეთ, სხვა არაფერი მინდა-მეთქი. მთელი ბავშვობა სტადიონზე გავატარე. სულ ბურთთან ჩახუტებულს მეძინა, ის ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი იყო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და შრომისმოყვარეობა მეხმარება, მივაღწიო იმ მიზანს, რომელიც ბავშვობაში დავისახე. მოკლედ, რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობ და ახლა უცხოეთში გავაგრძელე საფეხბურთო კარიერა. იტალიაში რომ ჩამოვედი, 12 წლის ვიყავი. 4 წელია, რაც ბოლონიასთან ახლოს მდებარე ქალაქ იმოლაში ვცხოვრობ. თავიდან გამიჭირდა საქართველოდან შორს, დამოუკიდებლად ყოფნა, მაგრამ ამ სირთულის დაძლევაში ოჯახი დამეხმარა. დედაჩემიც იტალიაში ცხოვრობს და სხვა ემიგრანტების მსგავსად, მუშაობს, რომ ოჯახს მატერიალურად დაეხმაროს. მეც, თავიდან, დედასთან და მამასთან ვცხოვრობდი, შემდეგ მამა დაბრუნდა საქართველოში, მე კი, ფეხბურთის გუნდმა – „Imolese Calcio 1919-მა“ ამიყვანა და სხვა ბავშვებთან ერთად, სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე.
– ალბათ, გაგიჭირდა ადრეულ ასაკში, უცხო ქვეყანაში, ახალ გარემოსთან შეგუება. მესმის, როცა ენა არ იცი, რთულია ახალ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ახალი სამეგობროს მონახვა...
– ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. არც ენა ვიცოდი და ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. ვერც ბავშვებსა და ახალ გარემოს ვეგუებოდი. თუმცა, ახლა,  იტალიური ენაც კარგად ვიცი და დამოუკიდებლად ცხოვრებაც ვისწავლე.  
– ვიცი, თამაშის დროს, ტრავმაც მიიღე და ამის გამო ძალიან განიცდიდი. რა მოხდა?
– გოლი გავიტანე, მეტოქე გაბრაზდა, ხელი მკრა, წავიქეცი და ლავიწის ძვალი მოვიტეხე. ის ორი თვე, ნამდვილი სტრესი მქონდა, ჯოჯოხეთი გამოვიარე. არც ტკივილზე ვფიქრობდი და არც სხვა რამეზე, უბრალოდ, რომ ვეღარ ვთამაშობდი, ძალიან იმოქმედა ჩემზე. ამაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი ცხოვრებაში არ მქონია. თან, ერთ-ერთ პროფესიონალურ გუნდს მოვეწონე. უნდოდათ წავსულიყავი და მათთან მეთამაშა  და ამ ტრავმამ უკან დამხია. მოკლედ, პრობლემები შემექმნა და ამან, ძალიან იმოქმედა. დღეს ჩემი ყიდვა სერიოზულ გუნდებს უნდათ, მათამაშეს, მოვეწონე და იმედია, მომავალში ყველაფერი მოგვარდება. შარშან მქონდა შემოთავაზება რამდენიმე გუნდიდან, მაგალითად, როგორიცაა  Sampadorias Pescaras, Benevento, მაგრამ კანონით, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს, არ შეუძლია პროფესიონალურ გუნდში თამაში. გუნდმა Imolese მნახა თამაშზე და სინჯის გარეშე მიყიდა. სწორედ მან მომცა საცხოვრებელიც და სკოლაც შემირჩია. ახლაც აქ ვთამაშობ, საუკეთესო გუნდია. როგორც გითხარით, არც ენა ვიცოდი და ვერც გარემოს ვეგუებოდი. ბავშვებთან ურთიერთობაც გამიჭირდა. რაც ჩემთვის მისაღები იყო, მათთვის – მიუღებელი აღმოჩნდა. რაც ჩემთვის უზრდელობა იყო, ამათთვის – ჩვეულებრივი ამბავი. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ არ უნდა იყო „ჩამშვები“, აქ კი, პირიქით, რაც მეტად „ჩამშვები“ ხარ, მით მეტად კარგი ტიპი ხარ. რაც ჩემთვის სწორია, ამათთვის არ არის ასე, ანუ ქართველი სხვანაირად ფიქრობს, იტალიელი კი სხვანაირად და მათზე გადაწყობა და მორგება, ძალიან რთულია. მოკლედ, ქართული მენტალიტეტით იტალიაში ცხოვრება გამიჭირდა. დღეს, იცით, როგორი ვარ? აი, ქართულ-იტალიური, ეს ორი კულტურა შევაერთე და ამ ორი ქვეყნის „მიქსი“ ვარ (იცინის). მეუბნებიან, ბევრ რამეში ჰგავხარ კაკასო და ზედმეტ სახელსაც მეძახიან – კაკა, თუმცა, კაკამდე ბევრი მიკლია (იცინის).
– თავად, რომელი ფეხბურთელის ფანი ხარ?
- მარადონა და ქინქლაძე მომწონს და მიყვარს ძალიან. ბავშვობიდან ამ ორ ფეხბურთელზე ვაფანატებდი.
– პირადად თუ იცნობ რომელიმეს?
– სხვათა შორის, მარადონას ბიჭი გავიცანი, ნაპოლში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც ვვარჯიშობდი, ისიც აქ ვარჯიშობდა. არც კი ვიცოდი, ვინ იყო და ვისი შვილი. ბიჭებმა უთხრეს, მამაშენის ფანია ეს ბიჭიო, მოვიდა და თავად გამეცნო. დაინტერესდა, გამომკითხა, საიდან ხარ, სად ცხოვრობო. იმ პერიოდში, მარადონასა და მის შვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, მამა მას შვილად არ აღიარებდა. კი გავატანე მოკითხვა მამამისთან, მაგრამ გადასცა თუ არა, არ ვიცი (იცინის). აი, ჩემი ოცნება კი ის არის, რომ მოედანზე, მესისთან ერთად ვითამაშო.
– თბილისის მერს, კახა კალაძეს, როგორც ფეხბურთელს, როგორ შეაფასებ?
– კახამ, ჩემსავით, დამოუკიდებლად იბრძოლა, კაპიტანი გახდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მარტო ეს საკმარისია, რომ მომწონდეს. ის, ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელია, შრომით და მიზანდასახულობით ბევრს მიაღწია. მეც, ფაქტობრივად, იმავე გზას გავდივარ, რაც კალაძემ გაიარა. რთულია, მარტო იბრძოლო, იშრომო და მიზანს მიაღწიო, გახდე ცნობადი ფეხბურთელი.
– გოგონებში ფეხბურთელი ბიჭები საკმაოდ პოპულარულები არიან. წარმომიდგენია, რამდენი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი გყავს. ასეა?
– უამრავი გოგონა მწერს სოციალურ ქსელში, მით უმეტეს, მას მერე, რაც ნაკრებში გამომიძახეს და ვითამაშე. საქართველოში ჯერ არ მცნობენ და შესაბამისად, ხშირადაც არ მწერენ, მორიდებულებიც არიან. იტალიელი გოგონები კი, თუ მოეწონე, ეგრევე გამოხატავენ სიმპათიას და გწერენ და გწერენ (იცინის). არ დამავიწყდება, იტალიის ჩემპიონატზე რომ  ვითამაშე, მოვიდა ერთი გოგონა და ავტოგრაფი მთხოვა. ეს, ჩემი პირველი ავტოგრაფი იყო და ასე მეგონა, სამყარო ჩემი იყო, საკუთარი თავი არაამქვეყნიური მეგონა და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მსოფლიო დავიპყარი (იცინის). წარმოიდგინეთ, საქართველოში ბავშვობაში იმაზე ვოცნებობდი, კარგი ბუცები მქონოდა და ახლა, იტალიაში ცნობილი საფეხბურთო გუნდები ცდილობენ ჩემს ყიდვას. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად იტალიას ვეთამაშო და გავუტანო გოლი და ჩემი ქვეყნის გუნდთან ერთად მოვიგო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი. თუ ოცნებაა, ოცნება იყოს (იცინის). ბედისწერის არ მჯერა, მჯერა ჩემი შრომის შედეგის და ოცნებებიც ამის ხარჯზე მიხდება. რვა წლის ვიყავი, ფეხბრუთზე რომ შევედი, რუსთავის „იმედში“ 4 წელი ვთამაშობდი და სხვათა შორის, ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს მამუკა მურჯიკნელსა და კახა ბექაურს და მათ ამაგს, არასდროს დავივიწყებ.  
скачать dle 11.3