კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რატომ უნდა ანდოთ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა „ჰელსიკორის“ ამბულატორიულ დეპარტამენტს

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ისრაელისა და საქართველოს პირველი ერთობლივი კლინიკა „ჰელსიკორი“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმთა გუნდით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებული პაციენტების უმაღლესი ხარისხით მკურნალობაზე არიან ორიენტირებული. „ჰელსიკორი“ დიაგნოსტიკითა და მკურნალობის მეთოდებით არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს. სწორედ აქ დაინერგა ბევრი ინოვაცია, რის ხარჯზეც მნიშვნელოვნად შემცირდა სხვადასხვა სახის გართულებები და სიკვდილიანობა.
„ჰელსიკორის“ ამბულატორიული დეპარტამენტი, უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, პაციენტებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტის შესახებ უფრო დაწვრილებით ამავე დეპარტამენტის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი – თამარ ჭიხორია გვესაუბრა.
თამარ ჭიხორია: 2002 წელს დავამთარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ამის შემდეგ გავიარე რეზიდენტურა, ვმუშაობდი „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრში. „ჯო ენიდან“ ორი წელი ვიყავი მოსკოვში, სადაც ვსწავლობდი კარდიოლოგიას, ექოკარდიოგრაფიასა და ინტერვენციას, მოსკოვიდან კვლავ „ჯო ენში“ დავბრუნდი. 2007 წელს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავედი, სადაც ორი წლის განმავლობაში დღის ექიმად ვმუშაობდი. შემდეგ, მეუღლის დიპლომატიური მისიიდან გამომდინარე, ყაზახეთში წავედით და სამი წელი ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის  ამბულატორიულ სამსახურში ვმუშაობდი. ამის შემდეგ ორი წელი უკრაინაში ვცხოვრობდით. თბილისში მოგვიანებით დავბრუნდით და „პრივატკლინიკაში“ – განყოფილების გამგის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. 2016 წელს პარიზში გავიარე მასტერკლასი კარდიოლოგიასა და გულის იშემიური დაავადებების მართვაში.
– „ჰელსიკორში“ როგორ მოხვდით?
– ვინც აქ იწყებდა მუშაობას, თავის დროზე, თითქმის ყველა ჩემი მეგობარი იყო,  ერთიანი ძალებით გავხსენით „ჰელსიკორი“  და დღემდე ვაგრძელებთ გაფართოებასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვას. გახსნის პირველივე დღიდან აქ ვარ, მე მივიღე პირველი პაციენტი და პირველი მორიგეც მე ვიყავი. „ჰელსიკორის“ გაფართოებასთან ერთად პაციენტების ნაკადმაც იმატა და დღეს, ყოველდღიურად, უამრავ  ადამიანს ვუწევთ დახმარებას.
– სტაციონარიდან ამბულატორიულ განყოფილებაში როგორ მოხვდით?
– თავდაპირველად სტაციონარში ვმუშაობდი, შემდეგ არჩევანი კარდიოქირურგიაზე გავაკეთე და კარდიოქირურგიულ განყოფილებაში გადავედი,  იმ პერიოდში გავაჩინე მესამე შვილი და მივხვდი, რომ სტაციონარის შეთავსება ამ ყველაფერთან ძალიან რთული იყო, ამიტომ გადავწყვიტე, ამბულატორიაში გადმოვსულიყავი. ასე მოვხვდი ამბულატორიულ დეპარტამენტში, რომელიც საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს და  კიდევ უფრო განვითარებისა და გაფართოებისთვის ბევრი გეგმა გვაქვს.
– როგორ დაახასიათებთ „ჰელსიკორის“ ამბულატორიულ დეპარტამენტს?
– „ჰელსიკორის“ ამბულატორიული დეპარტამენტი პაციენტებს დიაგნოზის დასაზუსტებლად, უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. პაციენტების ჯანმრთელობაზე ინოვაციებისა და უახლესი აპარატურის დახმარებით პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ, განსაზღვრავენ დაავადების გართულებათა რისკს, პროგნოზსა და პრევენციულ ღონისძიებებს. გვყავს საუკეთესო, გამოცდილი ამბულატორიული ექიმები, რომლებიც გარდა თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმისა, განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით ამახსოვრებენ და აყვარებენ თავს პაციენტებს.
– თქვენ, როგორც გამოცდილ პროფესიონალს, კიდევ უფრო მეტად განვითარების რა საშუალებას გაძლევთ „ჰელსიკორი“?
– მოგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში „ჰელსიკორი“ არის ერთ-ერთი წარმატებული და რეიტინგული კლინიკა. გამოცდილებას გვაძლევს მაღალი სტანდარტებით დაკომპლექტებული სტაფი და უამრავი პაციენტი უამრავი სხვადასხვა ნოზოლოგიით. „ჰელსიკორის“ საშუალებით ჩართულები ვართ სხვადასხვა კონფერენცია-კონგრესებზე, რაც ხელს უწყობს  ზოგადად ექიმის პროფესიულ ზრდას.
– რა იგეგმება „ჰელსიკორის“ ამბულატორიული დეპარტამენტის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის?
– ვცდილობთ,  ჩვენს დეპარტამენტში ყველანაირი ინოვაცია შემოვიტანოთ, რაც პაციენტებისთვის ყველაზე თანამედროვე მეთოდებით გამოკვლევისა და მკურნალობის საშუალებას მოგვცემს. გავფართოვდით და ბევრი ახალი სპეციალისტი დაგვემატა. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს სამომავლოდაც, რისი დაკონკრეტებისგანაც ჯერჯერობით თავს შევიკავებ. გეტყვით, რომ ვხსნით მიმღებ განყოფილებას, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ სეგმენტს და მალე „ჰელსიკორი“ თავისი მიმართულებებით კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.
ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელობასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე. ვცდილობთ, გართულებებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანას. გვიყვარს ჩვენი დეპარტამენტი, ვზრუნავთ ჩვენს პაციენტებზე და ვცდილობთ, დავნერგოთ ყველა ინოვაცია, რათა ნებისმიერ დაავადებას კიდევ უფრო თანამედროვე მეთოდებით ვებრძოლოთ.

მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის 13. ცხელი ხაზი: 2 43 33 43.
скачать dle 11.3