კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ძირძველი მიწა

აფხაზეთის ომის შემდეგ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს რუსები „აგვარებდნენ“ და ხშირად იმართებოდა ხოლმე შეხვედრები მაღალ დონეზე. ასეთ შეხვედრებზე აფხაზები ყოველთვის იმას „აწვებოდნენ“, რომ შავიზღვისპირეთი მათი ძირძველი მიწა იყო და იქ ლამის ქრისტეშობამდე ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მოსკოვური შეხვედრისას აფხაზეთს ვლადისლავ არძინბა წარმოადგენდა, საქართველოს – შევარდნაძე. „მშვიდობის მტრედი“ კი ბორის ელცინი იყო. არძინბამ თავის სიტყვაში „აფხაზური მიწის ტრადიციულ ძირძველობას გაუსვა ხაზი“. ბორის ელცინი კი მას დაეთანხმა. შევარდნაძემ თავისი გამოსვლა უცნაურად დაიწყო და თქვა: „ბაბუაჩემი მიყვებოდა, რომ 1895 წელს სოხუმის სანაპიროზე ბანაობდა და წყლიდან რომ ამოვიდა, სამოსი აღარ დახვდა, რომელიც აფხაზმა მოიპარა...“ უცებ არძინბამ შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინა  და თქვა: „ბატონ შევარდნაძეს აფხაზების დაკნინება სურს და ამიტომაც მოიგონა ეს ტყუილი. 1895 წელს აფხაზები სოხუმში საერთოდ არ ცხოვრობდნენო“. შევარდნაძეს გაეცინა და თქვა: „აგაშენათ ღმერთმა, თქვენ თვითონ გამოტყდით სიმართლეში და ნუღა გვიმტკიცებთ, რომ აფხაზეთი თქვენი ძირძველი მიწააო“.скачать dle 11.3