კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 იცით, როგორ გათვალოთ ნაბიჯები?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

იცით, როგორ მართოთ სიტუაცია? როგორ შემოატრიალოთ ის თქვენ სასარგებლოდ? ამას სვლების ზუსტი გათვლა სჭირდება. ეს ტესტი თქვენი სუსტი რგოლების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
1. რომელი სიბრძნეა თქვენთვის ჭეშმარიტებასთან ახლოს?
ა) ნუ ჩააფურთხებ ჭაში, საიდანაც შეიძლება, წყალი დალიო;
ბ) ცუდი მშვიდობა კარგ მტრობაზე უარესია;
გ) ადამიანი ადამიანისთვის მგელია.
2. კოლეგების ფარული რომანის შესახებ შეიტყვეთ – თქვენი რეაქცია:
ა) არავის არ ვეტყვი ამის შესახებ. პირადი ცხოვრება შეუხებელია;
ბ) ამ საიდუმლოს მხოლოდ მეგობარ კოლეგას გავუზიარებ;
გ) ორივეს ვკითხავ, რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა.
3. შესვენებაზე კოლეგებმა კაფეში წასვლა გადაწყვიტეს. თქვენ კი არ გშიათ:
ა) უარს ვიტყვი, ძალით ხომ არ შევჭამ;
ბ) კოლეგებს არ გამოვეყოფი, წავალ და ცოტას შევჭამ;
გ) აუცილებლად წავალ, მშვენიერი იდეაა.
4. კოლექტივში ახალი თანამშრომელი გამოჩნდა. რას მოიმოქმედებთ?
ა) ცოტა ხანს დავაკვირდები, მაშინვე არ დავუმეგობრდები;
ბ) ნეიტრალიტეტი – ჯერ არ ვიცი, ვისთან მაქვს საქმე;
გ) მაშინვე გავეცნობი, თავი უცხოდ რომ არ იგრძნოს.
5. როგორ მოიქცევით, როცა ხედავთ, რომ კოლეგა საქმეს აფუჭებს?
ა) მივეხმარები მის გამოსწორებაში და სხვებს არ ვეტყვი;
ბ) მივუთითებ საჯაროდ, რას აფუჭებს;
გ) ეს ჩემი საქმე არ არის. არ შევიმჩნევ.
6. როგორი სტრატეგია გაქვთ უფროსობასთან ურთიერთობაში?
ა) მირჩევნია, მათგან შორს ვიყო, საპატიო მანძილზე;
ბ) ვცდილობ, სულ მათ თვალწინ ვიყო – შესამჩნევად;
გ) ჩემს საქმეს გავაკეთებ. თუ მამჩნევენ, მიხარია.
7. როცა შვებულებაში გადიხართ, ჩვეულებრივ:
ა) სრულიად ვივიწყებ საქმეებს და ვისვენებ;
ბ) ზოგჯერ მაინც ვრეკავ სამსახურში და ვიგებ ამბებს;
გ) მაინც „ექშენი“ ვარ და სიტუაციას ვაკონტროლებ.
ნახეთ  შედეგები:
როცა პასუხების უმრავლესობა არის „ა“ ვარიანტი გიყვართ ჩარჩოები და მკაცრად გაწერილი წესები. როცა ეს არ არის, შფოთავთ. არ გიყვართ სხვის საქმეში ჩარევა. ჭორაობა და ინტრიგები. როცა ასეთ რაღაცას ხედავთ, თავს არიდებთ. იცით, როგორ წახვიდეთ წინ კარიერაში. თქვენი სტრატეგია ყოველთვის ამართლებს.
როცა პასუხების უმრავლესობაა „ბ“ – როგორც ჩანს, სამსახური და კარიერა პირველ ადგილზე არ გიყენიათ. ცხოვრებაში სხვა ფასეულობები გაქვთ. ზედმეტი გადაღლა არ გიყვართ. გინდათ, დასახულ მიზანს სწრაფად, წვალების გარეშე მიაღწიოთ. ცოტათიც კმაყოფილდებით და ბედნიერი ხართ. აქტიურობთ მხოლოდ მაშინ, როცა საფრთხე თქვენს პირად ინტერესს ემუქრება.
პასუხების უმრავლესობაა „გ“გამომძიებლის ალღო და შემართება გაქვთ. ისეთ ცხოვრებისეულ კომბინაციებს აწყობთ, რომლის გასაღებიც მარტო თქვენ გაქვთ. იშვიათი სტრატეგი ბრძანდებით. ნებისმიერ სფეროში წარმატება გარანტირებული გაქვთ.
скачать dle 11.3