კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 შეყვარებულმა იმის გამო მიმატოვა, რომ მასთან სექსზე უარი ვთქვი



მეგონა, ცხოვრების მამაკაცი ვიპოვე, მაგრამ შევცდი. გიგა სიგიჟემდე შემიყვარდა, მის გარეშე ერთ წამს ვერ ვძლებდი, ვგეგმავდი მომავალს მის გვერდით და რა გამოვიდა? თურმე, სულ ტყუილად ვოცნებობდი მამაკაცზე, რომელიც საკუთარ თავს მერჩივნა. მის გამო მთელს ჩემს სადაქალოს დავუპირისპირდი. მეუბნებოდნენ, კარგი ბიჭია, მაგრამ შენ არ გამოგადგება, ძალიან განსხვავებულები ხართო. მე კი მწყინდა მათგან. მოკლედ, გიგა ორი წლის წინ გავიცანი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო –შეხვედრები, სეირნობა, დაპატიჟება, საჩუქრები, სიურპრიზები... თუმცა, დაახლოებით ორ თვეში, ინტიმური ურთიერთობა მომთხოვა და მე უარი ვუთხარი. იმ დროს არ გაბრაზებულა, უბრალოდ, მითხრა, ალბათ, ჯერ სათანადოდ არ მენდობი და დრო რომ გავა, დარწმმუნდები, რომ არასდროს მიგატოვებო. სხვათა შორის, მე ვოცნებობდი მის ცოლობაზე, თორემ თავად არასდროს გამოუთქვამს დაქორწინების სურვილი. დაახლოებით ერთ წელში, ვიღაც გოგოს მესიჯი ვუპოვე ტელეფონში და მითხრა, არაფერია სერიოზული, შენ არ „მაძლევ“, ბიჭი ვარ, ბუნებრივი მოთხოვნილება ვინმესთან ხომ უნდა დავიკმაყოფილოო. ამის მერე დავფიქრდი და იმ დასკვნამდე მივედი, გამერისკა, დავწოლილიყავი მასთან, მაგრამ კიდევ კარგი, ეს შეცდომა არ დავუშვი. ერთ დღესაც, გავთამამდი და ვუთხარი: თუ ასე გინდა ჩემთან სექსი, მომიყვანე ცოლად და ყოველ ღამე შენ გვერდით ვიქნები-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, შეცბა, დაიბნა და ლუღლუღი დაიწყო: ჯერ ადრეა ოჯახის შექმნა. რას ცვლის სექსი... თუ ერთად დავწვებით, ამაში ცუდს რას ხედავ. რა საჭიროა ამის გამო ცერემონიალების ჩატარებაო. აი, აქ დავეჭვდი. რაღაც პერიოდი სპეციალურად გავებუტე, ვიფიქრე, იქნებ დაფიქრდეს, უღირს თუ არა ჩემს გვერდი ყოფნა-მეთქი. მართლაც, სამ დღეში დარეკა და მითხრა, მომენტარეო. მეგონა, გონს მოეგო, მაგრამ ტყუილად, ისევ შევცდი. ძალიან მიყვარდა, თორემ, მაშინ უნდა მეთქვა მასზე უარი, როცა მაკადრა, სექსისთვის ცერემონიალები რა საჭიროაო. რა ძალა მადგას, 23 წლის გოგო დავწვე ქორწინების გარეშე მამაკაცთან? კი, ბატონო, ზოგი „თანამედროვე“ მეტყვის, რა პრობლემაა, სადაც სიყვარულია, ის სექსიც „მოსულაო“, მაგრამ, მე ასე არ მიმაჩნია. ბევრი ჩემი მეგობარი შეცდა და მერე ტირილით იკლავდნენ თავს. რა საჭიროა, ასე განვიცადო და მერე, მიტოვებულმა და შეურაცხყოფილმა ცრემლები ვაღვარღვარო? მოკლედ, გიგას საბოლოოდ მივეცი შანსი – თუ ჩემთან სექსი გინდა, ცოლად მომიყვანე და თუ გიყვარვარ, კაცურად მოიქეცი-მეთქი. არაფერი უთქვამს, მაგრამ პასუხი მის თვალებში ამოვიკითხე. მივხვდი, ვუყვარდი, შემეჩვია, მაგრამ ჩემს ცოლად მოყვანას არ აპირებდა. არც მე ვჩქარობდი, მაგრამ კედელთან მიმაყენა. ამას წინათ ვიღაც გოგოსთან მოვკარი თვალი. ქუჩაში ისე ეღლაბუცებოდა, აშკარა იყო, მათ შორის ინტიმური ურთიერთობაა. გული მეტკინა. ნუთუ საყვარელი ადამიანი იმის გამო უნდა დაკარგო, რომ ქორწინებამდე სექსი არ უნდა? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ უყვარხარ. ერთ რამეს მივხვდი, ფაქტია, ყველა ბიჭი, ფიქრობს საწოლში ჩაგიწვინოს და მერე, თუ თავად მოუნდება, მოგიყვანს ცოლად, თუ არა და, არც განშორებაა მათთვის პრობლემა, გოგოების მეტი რა არის. გოგოებს კი, ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვთ, თანხმდებიან და მერე ან უმართლებთ და ან არა. მე კი, ამ რისკზე არ წავედი და საკუთრი სიყვარული გულში ჩავიკალი.
ნიაკო, 23 წლის.скачать dle 11.3