კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს ჰორმონური დარღვევები, ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი ახდენს თუ არა გავლენას ქალის ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურ ასპექტში?
პასუხი:
დიახ, რასაკვირველია ახდენს, რადგანაც ეს ყველაფერი ჰორმონდამოკიდებული პროცესია, ქვეითდება ლიბიდო და კიდევ მეტიც, შვილოსნობაზეც მოქმედებს.
კითხვა: საყლაპავის ეროზიების და ნაღვლის ბუშტის ანთების დროს შეიძლება თუ არა რძის მიღება და რა რაოდენობით?
პასუხი:
შეგიძლიათ, თბილი რძის დალევა, მაგალითად, დღეში – ერთი ჭიქა.
კითხვა: ვარ 16  წლის და ხშირად „მეჭიმება“ კუნთები. ვიცი, რომ ამას ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა იწვევს და ვცდილობ, კალციუმით მდიდარი საკვები მივიღო. რაიმე დანამატის (პრეპარატის) მიღებას ხომ ვერ მირჩევდით?
პასუხი:
კუნთების დაჭიმვა კალციუმთან ერთად კალიუმის დეფიციტის შედეგიცაა. შესაძლოა, რაიმე მიზეზით დიდი რაოდენობით სითხეს კარგავთ და ორგანიზმი ამგვარად რეაგირებს აღნიშნული მიკროელემენტების დეფიციტზე. შეგიძლიათ, მიიღოთ კალიუმის შემცველი პრეპარატები 2 კვირის განმავლობაში, მათ შერჩევაში ფარმაკოლოგები დაგეხმარებიან.
კითხვა: ჩემს 7 თვის პატარას აქვს რაქიტი. ექიმმა დაუნიშნა D ვიტამინი – 2 წვეთი დღეში 3-ჯერ და კალცი ქეა. განკურნებადია ეს დაავადება? ან ეს წამლები საკმარისია? რომ გაიზრდება, რაიმე დეფექტი ხომ არ დარჩება?
პასუხი:
დროული და ადეკვატური მკურნალობის პირობებში ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელდება. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლება, ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაცია დარჩეს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3