კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა, ჯადოს საწინააღმდეგოდ წმიდა კვიპრიანეს ლოცვები ვიკითხოთ?
პასუხი:
წმიდა კვიპრიანეს ლოცვების – მისი დაუჯდომლის – წაკითხვის უფლება ყველა მორწმუნეს აქვს. წმიდა კვიპრიანე იყო გრძნეული მოგვი, შემდეგ ქრისტიანი გახდა და მოწამეობრივადაც აღესრულა. რაც შეეხება ბოროტ ძალთა საწინააღმდეგო საგანგებო, ცნობილ ლოცვებს – „კვეთებულს“, მათი წაკითხვის უფლება მრევლის წევრებს კი არა, ყველა სასულიერო პირსაც არ აქვს.
კითხვა: დიდი ინტერესი მაქვს, წავიკითხო „ყურანი“. ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
პასუხი:
ლიტერატურით განათლების მიღება ცოდვა არ არის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ლიტერატურა საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით მისთვის, ვინც მოუმზადებელია და სათანადო ცოდნა არ აქვს, რადგან შესაძლოა, ასეთმა ადამიანმა უცხო რელიგიური ლიტერატურის გავლენა განიცადოს. ამიტომ, სჯობს, ჯერ იმ ლიტერატურას გაეცნოთ, რაც მართლმადიდებლურ რწმენას გაგიძლიერებთ და შემდეგ წაიკითხოთ „ყურანი“.
კითხვა: ცნობილია, რომ განქორწინებას არ იწონებს უფალი. როგორ მოვიქცეთ, როდესაც მეუღლე ლოთობს და თავისი ამ საქციელით არღვევს ოჯახურ კეთილდღეობას?
პასუხი:
ლოთობა ან მეუღლის სხვა ნაკლი ქრისტიანისთვის აღიქმება, როგორც მისი სატარებელი ჯვარი. რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც თავისი საქციელით უბიძგებს ქმარს ამ ქმედებისკენ. ჯვრისწერის დროს მეუღლეები აძლევენ ერთმანეთს პირობას, არა მხოლოდ ცხოვრების ნათელ პერიოდებსა და ბედნიერების წუთებში, არამედ ყოველთვის დაუდგნენ ერთმანეთს გვერდში. იღებენ პასუხისმგებლობას, რომ არ მიატოვებენ მეუღლეს ავადმყოფობის ჟამს. ლოთობაც ავადმყოფობაა. ამიტომ, თქვენ მოგეთხოვებათ, ლოცვით შეეწიოთ თქვენს მეუღლეს.
კითხვა: ჩემს თავს მორწმუნედ მივიჩნევ, დავდივარ ეკლესიაში, ვანთებ სანთელს, ვიცავ ათ მცნებას, მაგრამ მარხვას არ ვიცავ. ეს ცოდვად მეთვლება?
პასუხი:
თუ თავს მორწმუნედ მიიჩნევთ და გსურთ ეკლესიური ცხოვრება, თუ ჯანმრთელობაც ხელს გიწყობთ, აუცილებლად უნდა იმარხულოთ კიდეც. უნდა თქვათ აღსარება და ეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.скачать dle 11.3