კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვინ არის საიმონ სიმონდუევი ისრაელიდან

ნინო კანდელაკი თამარ ჩხენკელი

ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, ისრაელიდან საქართველოში სპეციალური მოწვევით ჩამოსული საიმონ სიმონდუევის შესახებ, რომელსაც მისი ფენომენალური უნარის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში „ვანგას მემკვიდრეც“ კი უწოდეს, მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციაში დაგვიკავშირდნენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე უცხოეთიდან და საიმონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება გვთხოვეს. ჩვენ კვლავ გთავაზობთ ინტერვიუს საიმონ სიმონდუევთან, რომლის  თვალებისა და ხელების ძალა აღიარეს საუკეთესო ექსტრასენსებმა თელ-ავივიდან, მოსკოვიდან, ბაქოდან და სხვა ქალაქებიდან, რის გამოც მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი მიმდევარი ჰყავს. ამჟამად საიმონი საქართველოში არ იმყოფება, ის თბილისში სექტემბერში დაბრუნდება და მუშაობას შეძლებს.
– საიმონ, თქვენი ინტერვიუს შემდეგ რედაქციაში ზარები არ წყდება, უამრავ ადამიანს სურს, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, თქვენი ცხოვრებისა და ფენომენალური უნარის შესახებ.
– როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში, 14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში 24 წელი არ ვიყავი ნამყოფი და პირველად სამი წლის წინ ერთ-ერთ პოპულარულ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი, აქაურობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა. მე მიყვარს საქართველო და ქართველები, იმის მიუხედავად, რომ ჩემი საქმიანობის გამო ხშირად მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, გადავწყვიტე, თბილისში, შეძლებისდაგვარად, ბევრი დრო გავატარო.  
პატარაობიდან ყველასგან განსხვავებული და უცნაური ბავშვი ვიყავი. ყველაფერი 17 წლის ასაკში დაიწყო – ეს იყო ჩემი გარდაცვლილი ბებიის გამოცხადება. მამაჩემი ყუბელი ებრაელია, მისი დედა გამომეცხადა, რომელმაც ყუბურ ებრაულ ენაზე დამიწყო ლაპარაკი. მითხრა, არ შეგეშინდეს, შენ ისეთი ნიჭი გაქვს, დრო მოვა, ყველა შენზე ილაპარაკებსო. პატარა ვიყავი, დედას წინასწარ ვუთხარი, ვინ იქნებოდა ჩემი მეუღლე, როდის დაიბადებოდნენ ჩემი შვილები, რაც ზუსტად ახდა. იმ პერიოდში ცუდად გავხდი, ექიმებთან მატარეს, მაგრამ ვერაფერი დამიდგინეს. არ ვიცოდი, რა მჭირდა, ვხედავდი ადამიანებს და მათ ცხოვრებაზე ლაპარაკს ვიწყებდი, ეს ამბავი გახმაურდა, უამრავი ხალხი მოდიოდა ჩემთან შესახევედრად, მაგრამ მათ არ ვიღებდი. მერე ისრაელის მაღალი წრის სასულიერო პირებმა მითხრეს, შენ ისეთი ძალა გაქვს, სალოცავში ხომ არ წამოხვალ, დრო მოვა, ათასობით ადამიანის ცხოვრებას შეცვლიო. მაშინ  თანამშრომლობა ცნობილმა ექსტრასენსებმაც შემომთავაზეს, მე  ჩემი პროფესიით აფთიაქში ვმუშაობდი, მიყვარდა ჩემი საქმე, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ მირჩევნია, ასე ვემსახურო ადამიანებს.
– როგორც ამბობენ, თქვენ სულებთან შეგიძლიათ საუბარი.
– ეს იმდენად ფაქიზი თემაა ჩემთვის, ინტერვიუში ამაზე ლაპარაკი ძნელია. სულებთან ხშირად ვსაუბრობ. მათგან ბევრ ინფორმაციას ვიღებ. მე ვხედავ ადამიანების შეცდომებს, იმას, რაც მათ წარსულში დაუშვეს და რაც აწმყოშიც მოსდით. ეს არის ჩირქი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოიშოროს. ამის შემდეგ ადამიანების ცხოვრება იცვლება.
– თბილისში როდის დაბრუნდებით?
– თბილისში სექტემბერში ჩამოვალ. ჩემი გუნდი ემზადება, რომ შემოდგომაზე აქ ჩავატაროთ ექსტრასენსების საერთაშორისო კონგრესი, რომლის დეტალებზე ამ ეტაპზე არ ვისაუბრებ და სიურპრიზად დავტოვებ. საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს მე მხოლოდ ცნობილ ადამიანებს ვიღებ. ეს ასე არ არის, ჩემთან მოდიოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, ხელოვანები, მაგრამ შეხვედრის შესაძლებლობა აქვს ყველას, რასაკვირველია, ჩვეულებრივ ადამიანებსაც. ერთადერთი, რა თხოვნაც მე მათთან მექნება, ვინაიდან დრო შეზღუდული მაქვს, მინდა, შევხვდე ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სერიოზული პრობლემები კარიერასთან, ოჯახთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მე არ ვარ ექიმი, რომ ვუმკურნალო ვინმეს, თუმცა შემიძლია მათ დავუსვა დიაგნოზი. მე არ ვარ მკითხავი, რომ ვუთხრა ვინმეს, მოიგებენ თუ არა ისინი თანხას ლატარიაში. ადამიანებს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ, შესაბამისად, მე გავაკეთებ არჩევანს მათზე, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჩემი დახმარება.  
საიმონ სიმონდუევთან დაკავშირების მსურველებს საკონტაქტო ინფორმაციას შემოგთავაზებთ სექტემბრის ნომერში.

скачать dle 11.3