კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ დადიოდა თაკო კორინთელი დასისხლიანებული და დაკაწრული და რატომ სწერდნენ მას უცნობი ადამიანები, რომ მახინჯია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჟურნალისტმა თაკო კორინთელმა სულ ახლახან მსახიობის ამპლუაში მოსინჯა ძალები და ბარბარიკას როლზე მარიშკა ჯავახაძე ჩაანაცვლა, რასაც თავიდან მაყურებლის კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ძალიან მალე ულამაზესმა თაკომ ყველას გულის მოგება შეძლო.
თაკო კორინთელი: მიმაჩნია, რომ უკვე კარგად გავითავისე ბარბარიკას როლი. მაყურებლისგანაც ძალიან ბევრი პოზიტიური კომენტარი მივიღე. ცუდი არც მანამდე ყოფილა, მაგრამ თავიდან უფრო ძველი ბარბარიკას დაბრუნებას ითხოვდნენ. სანერვიულო და საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის მარიშკა ჯავახაძის შეცვლა, მაყურებლის პირველი რეაქციაც გასაგებია, მაგრამ რაღაც დოზით გულიც მწყდებოდა, არ იყო დიდად სასიამოვნო ზოგი კომენტარი, მაგრამ მათი მესმოდა. არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავს – ლექსო ჩემია და გიორგი მახარაძე. ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო და არ შევიბოჭო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მსახიობობა ჩემთვის ყოველთვის ახლოს იყო. ბავშვობაში, ძალიან ადრეულ ასაკში, თეატრალურ წრეზე დავდიოდი, ყოველთვის მომწონდა ეს ამპლუა.
– როგორც გავიგე, ენდი სახლშიც გყავს.
– კი. ჩემს ლაბრადორს ჰქვია ენდი. „მაესტროში“ ვმუშაობდი, ორი წელი საინფორმაციოს წამყვანი ვიყავი, მერე დილის გადაცემაში გადავედი, იმ პერიოდში გახდა ენდი ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ სახლში ვერ ვტოვებდი. სამსახურში ყველანაირად შემიწყვეს ხელი და როცა მე და ჩემს პარტნიორს გადაცემა მიგვყავდა, ენდი სტუდიაში დაბოდიალობდა ხოლმე. დღემდე ყველა ხუმრობს ამაზე. სერიალში არავინ ელოდა, რომ ჩემს ძაღლს ენდი ერქმეოდა, ძალიან იშვიათი სახელია. ორი წლის წინ ჩემმა მეუღლემ მაჩუქა ეს ძაღლი თავისი სახელით.
– შენი თვალით დანახული ბარბარიკა როგორია?
– ბარბარიკას სახელით მე ვერ ვილაპარაკებ, თავის სათქმელს ის სერიალში იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გათამამებული და გათავხედებული გოგოა, მე ძალიან მომწონს. პრინციპში, რა დააშავა, უყვარს ის ადამიანი, რომელიც მისთვის პირველი სიყვარულია. საყვარელი, პატარა, გათამამებული გოგოა, რომელიც ხელისგულზე გაზარდეს და შესაბამისად, მოქმედებს. ფაქტია, რომ მაქსიმე უყვარს და მისკენ მიიწევს. მე, ზოგადად, გულწრფელი და ნამდვილი სიყვარულის მოხმრე ვარ, ენდი იქნება ის თუ მახარა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვიცოდი, რომ მაყურებელს პერსონაჟის თვისებები მსახიობზე გადმოჰქონდა, მაგრამ ამდენსაც არ ველოდი. ბევრი მესიჯი მომივიდა: გოგო, შენ როგორ ექცევი ენდის? დოჩის რატომ აბედინებ ამდენსო და ასე შემდეგ (იცინის).
– რაც შეეხება ჟურნალისტიკას?
– ჩემს პროფესიაში დროებითი პაუზა მაქვს აღებული და მთლიანად სერიალზე ვარ გადართული, შეპყრობილი ვარ მსახიობობით (იცინის). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჟუნალისტობაზე უარი ვთქვი. ბავშვობიდანვე მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, წამყვანის თუ მსახიობის როლის მორგება. ძალიან ლაღი პერიოდი იყო და მაშინ, ალბათ, მეც ბარბარიკას მსგავსად ვიყავი გათამამებული (იცინის). პირველივე კურსიდან დავიწყე მუშაობა რადიოში და რამდენიმე რადიო გამოვიცვალე. ახლობლებში ამ პროფესიის არავინ მყოლია, რომ „ხელი წაეკრა“ და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველგან ჩემით მოვხვდი. მერე გადავედი „მაესტროში“ და პირდაპირ საინფორმაციოს წამყვანად დავიწყე მუშაობა. რომ ამბობენ, ქუჩიდან აიყვანეს და ეთერში დასვესო, ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო. რადიოგამოცდილება კი მქონდა, მაგრამ კამერებთან, თან, პირდაპირ ეთერში არ მიმუშავია. ძალიან გამიჭირდა და ვინერვიულე, მაგრამ დროსთან ერთად ყველაფერი მომეხსნა.
– გამორჩეული გარეგნობა გაქვს, რამდენად არის ეს წარმატების განმსაზღვრელი?
– ადამიანში პირველ ადგილზე გარეგნობას არ ვაყენებ, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი შტრიხია. თუ ვინმეს გარეგნობით მოხვდი თვალში, მერე შეიძლება, სხვა გზები გაგეხსნას და ბევრ რამეში გაგიმართლოს. ასე რომ, არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნეროდ, მაგრამ გარეგნობა თავის როლს ასრულებს. თავიდან, ანონსი რომ ეთერში გავიდა, მაყურებლისგან ძალიან ცუდი კომენტარები წამოვიდა: გაათრიეთ ეს ფაიფურის თოჯინა, რას ჰგავს; მახინჯია, ბებერ ქალს ჰგავს და მაქსიმეს დედად ეკუთვნისო... მსგავს ტექსტებს ვკითხულობდი, მაგრამ როგორც კი სერია ნახეს, რადიკალურად შეიცვალა შეფასებები: ვაიმე, ღმერთო, რა ლამაზია, სად იყო ეს გოგო ამდენ ხანსო... ზუსტად იგივე ადამიანები წერდნენ, რომლებიც წინა დღით მლანძღავდნენ (იცინის). თავიდან განვიცადე ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს უკვე ძალიან მეცინება. თუმცა, მარტივი არაა სრულიად უცნობი ადამიანები რომ გიწერენ, ძალიან მახინჯი გოგო ხარ და ეს ფაიფურის გოგო გაათრიეთ აქედანო და მეორე დღეს, ზუსტად მათივე კომენტარებით გავხდი ღმერთქალი (იცინის).
– ბარბარიკას სიყვარულის ამბავი ყველამ იცის. შენი როგორია?
– მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით. ერთი წლის განმავლობაში სრულიად შემთხვევით ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს სხვადასხვა ადგილას, მაგრამ არ ვესალმებოდით, თუმცა ერთმანეთს ვცნობდით. დღის ბოლოს კი სოციალურ ქსელში მწერდა, – რატომ არ მომესალმეო. მე ვპასუხობდი, – შენ რატომ არ მომესალმე-მეთქი. მერე ვკამათობდით და ასე გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში. ერთ დღეს, ისევ შემთხვევით, კიდევ ერთხელ რომ შევხვდით ერთმანეთს, მოვიდა, გამომელაპარაკა და წავიდა. ორი დღის შემდეგ მომწერა: არ მაინტერესებს, მითხარი სად გნახოო. თავიდან, როგორც გოგოებს ახასიათებთ ხოლმე, ცოტა ვაწვალე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი მეც ძალიან მომწონდა და ბოლოს დავთანხმდი შეხვედრაზე (იცინის). პირველი პაემანზე ერთმანეთს ხელი რომ ჩავკიდეთ, იმის მერე აღარ გაგვიშვია. სამი წლის მერე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.
– შენი გარეგნობიდან გამომდინარე ცოტა ეჭვიანი არ არის?
– გარეგნობა არც მას აკლია და მე პირადად ძალიან ეჭვიანი ვარ. ყველაფერზე ვეჭვიანობ. ბევრჯერ ჩუმად უკანაც გავყოლივარ, იმიტომ კი არა, რომ არ ვენდობოდი, უბრალოდ, ქალური ამბავი მღრღნიდა, (იცინის). თვითონაც საშინელი ეჭვიანია, მაგრამ არ გამოხატავს. მე ყველაფერზე შემიძლია თმა გავიშალო და მოთქმა დავიწყო. ის როცა ეჭვიანობს, კონცერტებს არ დგამს, პირდაპირ მეუბნება ამის შესახებ.
– ბარბარიკასავით ნაზი გოგო ხარ თუ უფრო აქტიური და ხიფათიანი?
– ბავშვობაში ძალიან ხიფათიანი ვიყავი. დღეს ვინც გამიცნობს, ვერ წარმოიდგენს, რომ ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი, ხეებზე ვძვრებოდი, შტაბებს ვაკეთებდი და ახტაჯანა გოგო ვიყავი. დედაჩემი ამბობდა, ნეტა, ბიჭი დაბადებულიყოო (იცინის). კლდეებზე დავძვრებოდი და მართლა ტყიური ბავშვი ვიყავი, სულ დაკაწრული და დასისხლიანებული დავდიოდი. თავიც მაქვს გატეხილი, ნაკერები მადევს. შემეძლო, შუშაში თავით გავმხტარიყავი. შუშებიანი კარი გვაქვს. მე და ჩემი ძმა ვჩხუბობდით, გამომეკიდა და გასაქცევად კარის გაღებას რომ ვეღარ ვასწრებდი, პირდაპირ თავით გავამსხვრიე შუშა. ორივე დასისხლიანებული ვიყავით. სკოლის დამთავრებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, თავისთავად, უფრო ნაზი და გოგოური გავხდი (იცინის).
скачать dle 11.3