კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ უხდიდა კანონიერი ქურდი კირილ ზაიაკინს მილიონს და როგორ აყენებდა ის ჩეჩენ გენერლებს ფეხზე

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ცოლ-ქმარი კირილ ზაიაკინი და ნინო ფურცელაძე თბილისში და არა მარტო თბილისში, ცნობილი მასაჟისტები არიან. მათი კლიენტები ყოველთვის იყვნენ მომღერლები, პოლიტიკოსები, მაღალჩინოსნები, კანონიერი ქურდები. კირილს ბევრი საინტერესო ისტორია აკავშირებს მათთან.
ნინო ფურცელაძე: ორივე მასაჟისტი ვართ. კირილმა სკოლა რომ დაამთავრა, საქართველოში მასაჟისტობის განხრით ჩააბარა. შემდგომ კი რუსეთში სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე. რაც შემეხება მე, თავიდან საქართველოში ჩავაბარე ეკონომიურზე, მაგრამ შემდეგ რუსეთში წავედი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე რუსეთში ვსწავლობდით, ერთმანეთი იქ ვერ ვნახეთ. საქართველოში ჩამოვედი. კირილი უკვე ცნობილი პიროვნება გახლდათ და მეც ნელ-ნელა დავიწყე მოღვაწეობა. კირილი საქართველოში არ ცხოვრობდა და იმ მომენტში პოლონეთიდან იყო ჩამოსული. მისი ნათლია, ლაშა პაპაშვილიც, ძალიან მონდომებული იყო, რომ კირილს ცოლი მოეყვანა. ლაშას სურვილი იყო მისი ნათლული ქართველ გოგონაზე დაქორწინებულიყო, კირილი რომ საქართველოში დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ საერთო დაქალი გვყავდა, ერთმანეთს არ ვიცნობდით. ისე მოხდა, რომ კირილი მასთან მივიდა და უთხრა, ჩემი ნათლია ძალიან „მაწვება“ და მეუბნება, რომ ცოლად ქართველი ქალი უნდა მოვიყვანოო. ჩემმა და კირილის საერთო დაქალმა 16 წლის წინ გაგვაცნო ერთმანეთი. თან, კირილს უკვე ასაკიც ჰქონდა, ცოლი უნდა მოეყვანა – ჩემზე 11 წლით უფროსია. მაშინ კირილი უკვე 35 წლის იყო, მე კი, ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი. ზუსტად იმ პერიოდში ამერიკაში ვაპირებდი წასვლას და ვიზაც ჩარტყმული მქონდა. ჩემი შვილი, დათუნა მაშინ საკმაოდ პატარა იყო.
– კირილ, ვინ იყვნენ შენი კლიენტები?
კირილი: ჩემი კლიენეტები იყვნენ მაშინ პოპულარულ ჯგუფ „ლასკავი მაის“ წევრები – იური შატუნოვი, ირინა ალეგროვა, ლაიმა ვაიკულე. მილიონერების, ბომონდის, პოლიტიკოსების, გენერლების, კანონიერი ქურდების პირადი ექიმი-მასაჟისტი ვიყავი ყოველთვის. მერე ერთმა მილიონერმა საქართველოდან პოლონეთში წამიყვანა, მისი ოჯახის წევრებისთვის უნდა მიმეხედა – კვება, მასაჟი, ცურვა, ჯანსაღი ცხოვრება. ვმუშაობდი პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ ვალენსას ახლობელთან, მერე პრეზიდენტიც გავიცანი, მასაც ვუკეთებდი მასაჟს.
– კირილ, როგორ გახდა ლაშა პაპაშვილი შენი ნათლია?
–  ჩამოსული ვიყავი დედაჩემის სანახავად, მინდოდა, ორი-სამი თვე დავრჩენილიყავი. ხალხს ახსოვდა, ოდესღაც ასეთი ადამიანი არსებობდა და ახლა გავრცელდა ხმები რომ ჩამოვიდა. იმ პერიოდში შევარდნაძის დაცვის უფროსი სულხან მოლაშვილი იყო. მე ედუარდ შევარდნაძესთან არ მქონია შეხება, თუმცა სოფიკო შევარდნაძეს სულ ვუკეთებდი მასაჟს და ახლაც, როგორც კი თბილისში ჩამოდის, ჩემთან მოდის. ასე გაიგო ლაშამ, დამიკავშირდა, დავახლოვდით, მკითხა მონათლული ხარო? არა, არ ვარ მონათლული-მეთქი და მაშინ მე უნდა მოგნათლოო. წარმოშობით რუსეთიდან ვარ, პერმიდან, სტაროვერი ვიყავი. მერე დავმეგობრდით და ლაშა ყველანაირად ეცადა, რომ საქართველოდან არ წავსულიყავი.
 ნინო: ჩვენს ქორწილში, შევარდნაძის გარდა, თბილისის მერიდან დაწყებული ყველა იყო მოსული. ძალიან იყო მოწადინებული ლაშა პაპაშვილი. მარტო ნათლია არ იყო, თავის თავზე ჰქონდა აღებული და როგორც მამა, ისე გვედგა გვერდით. კირილი სამი წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. არაჩვეულებრივი საჩუქრები მაჩუქეს. ძირითადად, ოქრო, მაშინ თანამედროვე ოქრო ხშირი არ იყო. ძალიან მიყვარს ცნობილი გენერლის ნაჩუქარი ბაჯაღლოს ბრილიანტისთვლიანი საყურე, რომელიც დღესაც ძალიან ტრენდულია.
– კირილ, როგორ გაიცანი ალა პუგაჩოვა, ლაიმა ვაიკულე?
კირილი: რუსთაველზე იყო სასტუმრო „თბილისი“, რომელსაც ჰქონდა საუნა. დამირეკა „კაგებეს“ წარმომადგენელმა და მითხრა, მოდი სასტუმროს საუნაში, ერთ ადამიანს მასაჟი უნდაო. იქ არავის უშვებენ. შევედი, მოვემზადე, იღება კარი და შემოდის ვიღაც ქერათმიანი – ლაიმა ვაიკულე აღმოჩნდა. ჩემი კლიენტი იყო შუფუტინსკის მეგობარი, ცნობილი კომპოზიტორი  ანატოლი ნიპროვი, რომელიც მერე მოკლეს. გიული ჩოხელი მღეროდა ბარში, სანაპიროსთან და ჩვენც ყოველ საღამოს იქ ვისხედით, შამპანურს ვსვამდით. ალა პუგაჩოვა რესტორანში გავიცანი, მე და პუგაჩოვამ ერთად დავლიეთ, მასაჟი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ღამით  წაიყვანეს და ვერ მოხერხდა. ვმუშაობდი თბილისში, ისრაელის სარეაბილიტაციო ცენტრში. ცეკას ხალხი, მინისტრები ჩემთან მოდიოდნენ. მაღალჩინოსანი, ბომონდი საზოგადოება, ვინც კი თბილისში ჩამოდიოდა, მეც იქ ვიყავი; კონცერტებზე კულისებში ვიდექი. „ჩაიკა“ იყო პირველი რუსული „ლიმუზინი“, მარტო ბრეჟნევი დადიოდა ამ მანქანით. „ლასკავი მაი“ რომ ჩამოვიდა, ძალიან პოპულარული ჯგუფი იყო, ეს „ლიმუზინი“ გამოუყვეს, იმ „ლიმუზინში“ კი მე და შატუნოვი ვისხედით. კონცერტი სპორტის სასახლეში ჩატარდა. იყო ჯგუფი „მირაჟი“, აპინა, უამრავი ჯგუფი. მე გამოსასვლელში ვიჯექი, კართან დაახლოებით ხუთასი ფანი იყო. კარი რომ გაიღო და შემოცვივდნენ ეს ფანები, მეგონა, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. რომ დამინახეს, ამ ჯგუფის წევრი ვეგონე.
– ნინო არასდროს ეჭვიანობდი კირილზე, ამდენ ქალს რომ მასაჟს უკეთებს?
ნინო: არ ვეჭვიანობდი. კარტები თავიდანვე დავალაგეთ – მე მხოლოდ ქალებს გავუკეთებდი მასაჟს, საქართველოში ჯერ კიდევ გარყვნილებად ითვლება ქალმა კაცს მასაჟი გაუკეთოს და კირილს ვერ გადავახტებოდი, მითხრა, რომ შვილი გვეზრდება და არ მინდა, ჩვენს ოჯახს ჩირქი მოეცხოსო.
– რით განსხვავდება კირილი ქართველი კაცებისგან?
– გვარით. თორემ ქართველი კაცია. თავიდან რომ გამეცნო, ევროპელი კაცივით იქცეოდა, მეპრაჭებოდა, რომ არ შევეშინებინე. მეგონა, რუსია და რბილი ხასიათი ექნება-მეთქი, მერე გავიგე, რომ პერმიდან წარმოშობილი ხალხი თავიანთი წეს-ჩვეულებებით სვანებს ჰგვანან.
კირილი: პერმი სხვანაირია, როგორც სვანები, მთლად ისე არ არიან, ეს ციმბირია, ურალი. სტაროვერები ტყეში ცხოვრობენ. პერმი დიდი ქალაქია. მე ქალაქში ვცხოვრობდი და ნათესავები სოფლებში მყავდა. ჩვენც, როგორც სვანები, გვარებად ვართ დაყოფილი, ჩვენი ხატი გვაქვს. სტაროვერებში არ შეიძლება სხვისი თეფშიდან ჭამა, სხვისი ჭიქიდან დალევა...
– კანონიერი ქურდები როგორ  ხვდებოდნენ თქვენთან?
– მოსკოვიდან თბილისში ერთი ძალიან ცნობილი კანონიერი ქურდი ჩამოვიდა. ჩემს კაბინეტთან გაჩერდა „ჯიპი“. ავტომატებიანმა დაცვამ გადმოაცილა. მოვიდა ჩემთან და მასაჟი გავუკეთე. მეორე დღეს ჩემთან „ჯიპი“ გამოაგზავნა. ვიღაც ჩემთან შემოვიდა და წერილი გადმომცა. მითხრეს, რომ მასთან უნდა წავსულიყავი – მანქანაში დაბრძანდით, წაგიყვანთო. მივედი წყნეთში, უზარმაზარ აგარაკთან. „ჯიპიდან“  რომ ჩამოვედი, მთელი დაცვა გამოვარდა ავტომატებით. მივედი მასთან და მეუბნება: აი, თითი მტკივა. ერთ კვირაში თუ მომარჩენ, გაძლევ მილიონს, ორ კვირაში – ისევ მილიონს, თუ სამ კვირაში – ნახევარ მილიონს მოგცემ. ოღონდ, ერთი პირობით, უნდა იცხოვრო ამ სახლში და ეს არავინ უნდა იცოდესო. არ ვიცი, ვეცდები მოგარჩინო-მეთქი. ერთი კვირის მერე გაიშალა დიდი მაგიდა, ჩამოვიდნენ მისი შვილები. მერე ინფარქტი დაემართა, გადაფრინდა იერუსალიმში და მე მილიონის გარეშე დავრჩი.
 ნინო: კირილის კლიენტები ჩეჩენი გენერლებიც იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნები რუსებს ებრძოდნენ, კირილს დიდ პატივს სცემდნენ, აქ მკურნალობდნენ და ესეც მათ აყენებდა ფეხზე. ერთხელ დაგვპატიჟეს – მადლობის ნიშნად სუფრას ვშლითო. დიდ ეზოში უზარმაზარი ძაღლები ჰყავდათ. 30-40 კაციზე არაჩვეულებრივი სუფრა იყო გაშლილი, თავიანთი და ქართული საჭმელით. ქალის პატივისცემა უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ძირითდად არ გიყურებენ, კაცებს ელაპარაკებიან. ერთი მთხოვეს, მიირთვით და ჩათვალეთ, რომ თქვენს სახლში ხართო, მაგრამ როგორ უნდა ჩათვალო, იარაღიანი ხალხი რომ დარბის იქეთ-აქეთ. მოვკვდი კინაღამ.
скачать dle 11.3