კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა გამოცდა მოუწყო გიგა კვენეტაძეს განგებამ საყვარელი ადამიანის დაავადების სახით და ვის აჩუქა მან ბინა და ავტომობილი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე, წლებია, რუსეთში ცხოვრობს. მოსკოვში მან კარიერა აიწყო. შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები კი, მის სიმღერებს დიდ სცენაზე მღერიან. მართალია, დროებით სოლო კარიერას ჩამოშორდა, მაგრამ მოთხოვნადი კომპოზიტორი გახდა და ოჯახიც შექმნა. თუმცა, ბოლო პერიოდი მისთვის ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა და როგორც თავად ამბობს, ისეთი დღეები გაიარა, ჯოჯოხეთისაც აღარ ეშინია. გიგა ამ ზაფხულს ცოლ-შვილთან ერთად, საქართველოში გაატარებს, დაისვენებს, დადებითი ენერგეტიკით დაიმუხტება და შემდგომ, ისევ დიდ რუსეთს მიაშურებს. რა სიურპრიზი გაუკეთა მან ცოლს, როგორ გაიმარჯვა დაავადებასთან ჭიდილში და რა გამოცდა მოუწყო განგებამ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიგა კვენეტაძე: დიდი ხანია, რუსეთში ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე ყველაფერი, დღეს ჩემს საყვარელ საქმეს წარმატებულად ვაკეთებ და ძალიან დაკავებული ვარ. მიუხედავად ამისა, ჩემს ქვეყანაში წელიწადში სამჯერ მაინც ვახერხებ ჩამოსვლას. როცა ჩამოვდივარ და ქართულ მიწას ვადგამ ფეხს, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები, ღრმად ვსუნთქავ და ლაღი ვარ. ჯერ კიდევ ზამთარში დავგეგმე, ეს ზაფხული საქართველოში ოჯახთან ერთად გამეტარებინა. ახლა გონიოში ვართ და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ამ ზაფხულს დადებითი ენერგეტიკით „დავიტუმბები“ და რუსეთში მთელი წელი გამყვება. სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე კარგად საქართველოშaი ვგრძნობ თავს. ქუთაისი ჩემთვის კანარის კუნძულებია, თბილისი კი – ლას-ვეგასი (იცინის). ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, იქ არის ჩემი ფესვები. თბილისში კი, გავიფურჩქნე, ამ ქალაქმა გულში ჩამიკრა. ორივე ჩემი ქალაქია.
– რუსეთში რომ წახვედი და იქ გააგრძელე კარიერა, ქუთაისურმა გაგებამ და თბილისურმა მენტალიტეტმა გაჭრა?
– როგორ არა, რუსეთში ქუთაისური გაგებაც მაგრად ჭრის, თბილისური მენტალობაც და ქართული გენეტიკაც (იცინის). ამას დიდ რუსეთში ძალიან აფასებენ. ასე რომ არ მოვწონდეთ და არ გვაფასებდნენ, ამდენი რუსი ტურისტი საქართველოში არ ჩამოვიდოდა. ჩვენი ბუნება, კერძები და სტუმართმოყვარეობა ძალიან უყვართ. რაც ჩამოვედი, მაგიდიდან მაგიდაზე გადავდივარ, ყველა მეპატიჟება და მეგობრებს ვთხოვე, არ დამაძალოთ ბევრის დალევა, ნუ ჩამასხამთ პირში ძალით-მეთქი (იცინის). მაინც მიწევს, სხვა გზა არ არის. სხვათა შორის, რუსეთში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად მეპატიჟებიან ივენთებზე და დაბადების დღეებზე. მე არ მიჭირს მათთვის საჩუქრის შერჩევა – ვიცი, ქართული ღვინო უყვართ და ყოველთვის, როცა მათთან სტუმრად მივდივარ, ქართული ღვინო მიმაქვს. ეს რუსეთში ელიტურ სასმელად ითვლება. იციან რასაც მივუტან და ჩემი სტუმრობა, ძალიან უყვართ (იცინის).
– გიგა, საკმაოდ რთული დღეების გადატანა მოგიხდა, ცოლის დაავადებასთან ბრძოლაში ფაქტობრივად ჯოჯოხეთი გამოიარე. ახლა, როგორ ხართ, ბოლომდე დაამარცხეთ ეს საშინელი სენი?
– მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე ახლა კარგად არის და ის რთული დღეები, უკან მოვიტოვეთ. ნელ-ნელა, სრული გამოჯანმრთელებისკენ მივდივართ. მართლა ისეთი დღეები გამოვიარე, ჯოჯოხეთის აღარ მეშინია. ამ ცხოვრებაში ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდეს. ცუდი სიზმარივით ჩარჩა ჩემს გონებაში და აღარც მინდა გახსენება.
– გეგონა, რომ ასეთი ძლიერი იყავი და ამ დროს დეპრესია და შინაგანი შიში ვერ მოგერეოდა?
– სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ამდენს თუ შევძლებდი. თუმცა, ცოლის დაავადებასთან ბრძოლამ, უფრო მაგარი გამხადა. მეც გამიკვირდა, არ მეგონა, ასეთი ძლიერი თუ ვიყავი.
– ხანდახან ცხოვრება სწორედ მაშინ უგებს ადამიანს მახეს და სცდის, როცა წარმატების ზენიტშია. ეს სიტუაცია იყო შენთვის ყველაზე რთულად ჩასაბარებელი გამოცდა?
– რთული ცხოვრებისეული გამოცდები ყველას გვაქვს ჩასაბარებელი, როცა საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ძლიერები ვართ, დაცემულები წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წარმატებისკენ სვლა. ასეთი რთული დღეები ხშირად მქონია, თუმცა არც დეპრესია დამმართნია და არც ლოგინად ჩავვარდნილვარ, ყოველთვის გამოსავალს ვეძებდი.  ნამდვილად, ჩემი ცოლის ავადმყოფობა იყო ყველაზე რთული, საბედისწერო გამოცდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ შევძელი და ჩავაბარე. თუ სულიერად არ დაეცა, ყველა ადამიანს შეუძლია დეპრესიული დღეების გადალახვა, ამის დიდი ძალა ყველა ჩვენგანში  დევს და ის უნდა გამოვიყენოთ, დავამტკიცოთ, რომ ამ ქვეყანაზე სუსტები არ ვართ. იმედი მაქვს, იღბლიანი ვარ და მგონი, ამ ბოლო პერიოდში, ეს გამართლდა.
– გიგა, ამბობენ რომ, რუსეთში ბიზნესი გაქვს და ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს მეწილე ხარ. ეს სიმართლეა?
– თუ ჩემს ხმის ჩამწერ სტუდიას და  იმ საქმიანობას, რაც მუსიკას ეხება, ბიზნსესს ეძახიან, კი ბატონო, მაგრამ სხვა ბიზნესი და წილები არ გამაჩნია. ნეტავ, მქონდეს მსხვილ საწარმოში წილი და ამას დავმალავ? (იცინის).
– ბოლო პერიოდში, ცოლის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, ბევრი ვალი გქონდა აღებული. გაისტუმრე?
– ვალებიც გავისტუმრე, ჩემს ცოლს სიურპრიზი გავუკეთე და ორი თვის წინ, ოროთახიანი ბინა შევიძინე მოსკოვში და ახალი მანქანაც ვიყიდე. ასე რომ, ეს წელი ჩემთვის იღბლიანად დაიწყო. მჯეროდა, რომ ჩავარდნის პერიოდს, ყოველთვის აღმავალი პერიოდი მოსდევს და ჩემს შემთხვევაშიც, ასე მოხდა. ბევრი ფული დაჯდა მეუღლის მკურნალობა, ბინა ვიყიდე, მანქანა და ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რატომ წამოვიდა ჭორები, გიგას რუსეთში ბიზნესწილები აქვსო (იცინის). ჩემი წვალებითა და შრომით ვშოულობ ფულს. ბინის ყიდვა ყოველთვის გვინდოდა. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ ძალიან მოვინდომე და ვიყიდე. დედაჩემი, ჩემი ცოლი და შვილი არიან ადამიანები, ვისთვისაც ყველაფერს შევძლებ. ყველაზე მეტად მათ ვენდობი და ისინიც გვერდში მიდგანან.
– გავიგე, ფილიპ კირკოროვს ახალი სიმღერა დაუწერე და ძალიან მოეწონა. არადა, ცნობილია, რომ ის ცოტა პრეტენზიული მომღერალია და ყველა კომპოზიტორს არ სწყალობს. ასეა?
– დიახ, ფილიპ კირკოროვს დავუწერე ახალი სიმღერა და ძალიან მოეწონა. სულ მალე ჩაწერს და დიდ სცენაზე იმღერებს. ზოგადად, ეს კაცი ქართველებზე განსაკუთრებით შეყვარებულია. ასე რომ, ახლა საქართველოში კარგად დავისვენებ, სტარტს ავიღებ, ენერგიას დავიმატებ და აქაური ენერგეტიკით გავაოცებ რუსეთს (იცინის).
скачать dle 11.3