კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ სთხოვა პარაოლიმპიელმა დათო გიორგობიანმა ზღვის გადაცურვისას ხელი შეყვარებულს და რატომ არ გახდა თამარისთვის მისი გენეტიკური დაავადება პრობლემა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

დავით გიორგობიანი პირველი პარაოლიმპიელი გახდა, რომელმაც შეძლო და თბილისის ზღვა გადაცურა, თან, შუა ზღვაში შეყვარებულს, თამარ მაკალათიას, ხელი სთხოვა. დავით გიორგობიანს გენეტიკური დაავადება შარკო-მარი-ტუტი 23 წლის ასაკში აღმოუჩინეს, მანამდე დავითი ჯანმრთელი ბიჭი იყო და სპორტით აქტიურად იყო დაკავებული. დაავადების განვითარების შემდეგ, მან აქტიურ ცურვას მიჰყო ხელი. დღეს, თავის საცოლესთან ერთად, ჩვენი სტუმარია და საკუთარ ისტორიას გვიამბობს.
დავით გიორგობიანი: ეს დაავადება 23 წლის ასაკში დამემართა, ისევე, როგორც დედას. მასაც იგივე დაუდგინეს რუსეთში და ისეთი იშვიათობა იყო, გვეგონა, რომ დიაგნოზი არასწორი იყო.  ანსამბლში ვცეკვავდი, ტრენაჟორებზე დავდიოდი. პირველ კურსზე ვიყავი, ძალიან გამხდარი – 55 კილო და ასი კილო ჟიმი მქონდა აწეული – პირველი ადგილი ავიღე.  მერე, საბრძოლო ხელოვნებაზეც დავდიოდი. ეს რომ დამემართა, ამ ყველაფრისთვის თავის დანებება მომიწია და  რამდენიმე წელში ცურვა დავიწყე. თავიდან ვერ გავიგე, როგორ დამემართა,  მეგობრებისგან მესმოდა, ფეხს ითრევ, რატომ დადიხარ ასეო. ვბრაზდებოდი, კარგი რა, რა ფეხს ვითრევ-მეთქი. მერე საბრძოლო ხელოვნებაზე დავდიოდი და იქ რაღაც ილეთებს ვეღარ ვაკეთებდი, ხელს ვახმარდი წამოდგომის დროს. მერე ცოტა დავეჭვდი, მაღალი დონე და მიღწევები რომ მქონდა, ასე უკვე აღარ უნდა გამეკეთებინა. თბილისში უამრავი ექიმი მოვიარე. ბოლოს ისრაელში დამიდგინეს. ამ დაავადებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ცურვაა, რომ არ მოდუნდე და ჯანსაღად იყო. ის ვარჯიშები, რასაც მე ხმელეთზე ვერ ვაკეთებ, შემიძლია წყალში გავაკეთო. აქედან გამომდინარე, ცურვას რომ შევეჩვიე, ვარჯიშები უფრო გავართულე. მერე პარასპორტის ორგანიზაციაში მოვხვდი. შარშან გერმანიაში ვიყავი. ჩემთვის პირველი გამოსვლა იყო ბერლინში და მესამე ადგილი ავიღე. 29 წლის ასაკში რომ ადამიანი ცურვას დაიწყებს, არარეალურია, რამე გააკეთოს. მეცინებოდა, მეც ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამე გამომივიდოდა.
– რატომ მოგინდა, მაინცდამაინც, თბლისის ზღვა გადაგეცურა?
– თბილისის ზღვა თავისი მასშტაბებით მხიბლავდა. თან, ვიცოდი, რომ ასეთი რამ აქამდე არავის გაუკეთებია. მიყვარს ისეთი რაღაცები მოვსინჯო, რაც ძალიან ძნელია და აქამდე არავის აქვს გაკეთებული. ბანალური რაღაცები არ მჩვევია. მაგრამ ეს ძალიან ძნელია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ყველაფერი აქვს გაკეთებული. თუნდაც, ხელის თხოვნაც ბევრნაირი ყოფილა. ეს კი მარტო ჩემი კი არა, ჩემი მეგობრების დამსახურებაცაა, მითხრეს, ამას რომ გააკეთებ, ხომ არ ჯობია, თან ხელი სთხოვოო. იდეა ძალიან მომეწონა, მაგრამ არ შევიმჩნიე – ეს რა არის, არ მომწონს-მეთქი, მერე, რომ გავაკეთე, თვითონაც ბევრი იცინეს. თუ ვიტყოდი, იდეა კარგია-მეთქი, ყველას მოსდებდით. ამიტომ სჯობდა, თქვენთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო-მეთქი. ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა, რაც მეც მაძლიერებს.
– რთული იყო მთელი ზღვის გადაცურვა?
– ძალიან გამიჭირდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაშველებს, სიგრძეზე მინდოდა წასვლა და არ გამიშვეს. არ ვიცოდი, ტბის ტალღები რა იყო, გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე ზღვის. თბილისის ზღვა დიდი ტბაა, ტალღები არანაირი ინტერვალით არ მოდის. მოდის და მოდის, კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ან ცურვა გადამედო, ან სიგანეზე გამეცურა. შუაში რომ ვიყავი, გულში ვფიქრობდი: რად მინდოდა თბილისის ზღვა, მეთქვა კუს ტბა და 15 წუთში გავცურავდი-მეთქი. შუაში რომ ვიყავი, ტრენერებს ვუთხარი, აღარ მინდა, ამომიყვანეთ-მეთქი. მაგრამ მითხრეს, ან დაიხრჩობი, ან გადაცურავ ბოლომდეო და მომცეს ძალა.
თამარი: ძალიან ვნერვიულობდი, ორ ღერ სიგარეტს ერთად ვეწეოდი. მეორე ნაპირზე მანქანით გადამიყვანეს, საიდანაც იმ ნავთან მისვლა შემეძლო, რომელიც დათოს დაჰყვებოდა.  მანქანა გავაჩერებინე კლდესთან და მეორე ბილიკს ვუყურებ, იქამდე რომ მივიდე, 15 წუთი მაინც მინდა. თან მახლდა ჟურნალისტი, მე დავეშვი ამ კლდეზე და ვხედავ მომყვება ჟურნალისტი და გამიკვირდა. მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული და ჟურნალისტიკა მსხვერპლს მოითხოვს. მივაღწიე ნავამდე, დათო წყალშია და ვხედავ, ვერ მამჩნევს, მეუბნებიან, დაელაპარაკე რამეო და ვეკითხები: წყალი ცივი ხომ არ არის თუ გრილდები-მეთქი. შემომხედა, ბრაზიანი სახე ჰქონდა. ვიფიქრე აქ რამ მომიყვანა-მეთქი. მაგრამ მერე ცოტა გაიხსნა. თურმე ეჭვი კიდევ ეპარებოდა ჩემს თანხმობაზე და იქ რომ ჩავხტი დარწმუნდა, რომ თანახმა ვიყავი.
დათო: ბეჭედი ცოტა გვიან მოიტანეს. წყალში რომ შემოვიდა, ხელი ვთხოვე. ყველა დამუნჯებული იყო. მერე ჩემმა მეგობარმა დაუძახა: რას უცდით, მიულოცეთო და მერე ყველა გამოფხიზლდა.
თამარი: ბეჭდის კოლოფს მაწვდიან, დათომ რომ აიღოს, ვერც გამიკეთებს, აქეთ მე მეყრდნობა, ეს ძმაკაცი ამოუდგა გვერდით და მიდი, გაიკეთეო. გამიკეთეთ-მეთქი, ხელი გავუწოდე. ძლივს გავაკეთებინე. ნაპირზე რომ ამოვედით დათოს დედა მეკითხება:  მოგეწონაო. ჯერ არ მინახავს-მეთქი. მერე ძალიან მომეწონა. დათოს დედის ნაქონი ბეჭედია. ძალიან მომწონს, რაც უფროს თაობას ეკუთვნოდა, ოჯახში რომ რჩება. როცა იცი, რომ ამ ოჯახის საკუთრებას შენ ატარებ, შენ უნდა გადასცე მომავალს – ამაზე ლამაზი არაფერია.
– გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ისტორია...
– ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, იმდენად საინტერესო ტექსტი მომწერა, რომ დავინტერესდი. მეორე დღეს შევხვდით ერთმანეთს და იმ დღიდან მთელი ოქტომბერი, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. სასაუბრო არ გველეოდა, ოღონდ, ვმეგობრობდით. მერე რომ მივხვდი, გრძნობები მეპარებოდა, ვუთხარი, შევწყვიტოთ ეს ყველაფერი-მეთქი – მე ხომ არ დავიწყებდი წყლის ნაყვას. დავინახე, რომ სახე შეეცვალა, დროს გაცდიო, მითხრა. კარგი-მეთქი, თუ არ ვცდები 15 რიცხვი იყო. 17 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა. წუთი რომ გადასცდა, დათომ დამირეკა, მომილოცა. სად ხარო... მე მძიმედ ვიყავი, გარეთ დავსეირნობდი. მოვიდა და იმ დღიდან ერთად ვართ. ჩემი შვილი იოანეც შეეჩვია.
– დათოს დაავადება არ იყო შენთვის ხელის შემშლელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
– ვერც ვგრძნობ, რომ დათოს რაიმე აწუხებს. დათო გარეგნულად არის ინვალიდი, ზოგი კი – ტვინში.  პირველად დათოს ჰქონდა ნათქვამი, რომ ავარიაში მოხვდა. მაგრამ 17 ნოემბერს მომიყვა და რეაქცია არ მქონდა. ისე ვუსმენდი, როგორც სხვის ამბავს. დედას ვუმალავდი თავიდან, მაგრამ მერე ვუთხარი. ძალიან განიცადა და ჰო, კარგიო, მითხრა. მამა უცხოეთში იყო და რომ ჩამოვიდა, ჩავურთე სიუჟეტი დათოზე, მინდოდა, ჯერ პიროვნულად გაეცნო, უყურებს და ეს ვინ არისო. მამა ეს არის დათო-მეთქი. კარზე რომ ხელი ჩამოდო და ფერი დაეკარგა, ძალიან ვინერვიულე, პირველად ვინატრე, რომ იმ კარს იქით ვყოფილიყავი. დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაშიო? კი-მეთქი, მაშინ, როგორც გინდა, ისე მოიქცეიო.
скачать dle 11.3