კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როდის არის საგანგაშო ბავშვის სიჯიუტე და რატომ მიიჩნევა პრობლემურად ის ბავშვი, რომელიც მშობლების ყველა სურვილს ასრულებს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ღზრდის პროცესში მშობლები და მასწავლებლები ხშირად აწყდებიან სიჯიუტეს ბავშვების მხრიდან, როდესაც ისინი ხშირად ამბობენ „არას“, არ ასრულებენ უფროსების მითითებებს და რჩევებს, ცდილობენ, მხოლოდ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ და ასე შემდეგ, რასაც მშობლები მძაფრად განიცდიან. არის თუ არა საგანგაშო ბავშვის სიჯიუტე და როგორ უნდა მივუდგეთ ჯიუტ ბავშვს, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: სიჯიუტის პერიოდი საშუალოდ იწყება ხოლმე წლი-ნახევრის ასაკიდან და გრძელდება 3,5-4 წლამდე. ამ პერიოდში სამი ძირითადი კრიზისი გამოიყოფა. ერთი წლის ბავშვი სწავლობს „არას“ თქმას; ცდილობს, შეეწინააღმდეგოს მშობელს, თუ ის რაიმეს დაუშლის. 3 წლის ასაკს „სიჯიუტის ხანასაც“ უწოდებენ. ამ დროს ბავშვები აქტიურები არინ, ერკვევიან თავიანთ ემოციებსა და სურვილებში. უნდათ, გამოსცადონ თავინთი თავი, შესაძლებლობები. მოსინჯონ სიახლეები, თუმცა, უჭირთ დიდების ლოგიკისა და აკრძალვების გაგება. ამიტომ, უარის შემთხვევაში, არ ნებდებიან და ცდილობენ, ყველა საშუალებით შეისრულონ სურვილები – მუდმივად მოითხოვონ რაიმე, იტირონ, იყვირონ და ასე შემდეგ. რეალურად, ეს არის პერიოდი, როცა ბავშვი თავდაჯერებულობას იძენს. თუ მშობლები მკაცრი წესებით შეზღუდავენ ბავშვს, არ მისცემენ საშუალებას, მოსინჯოს სიახლეები, თუნდაც, გააფუჭოს, დაიზიანოს რამე, ეს უარყოფითად აისახება ბავშვზე, ის ნაკლებად თავდაჯერებული იქნება.
– გარდა ასაკობრივისა, რა შეიძლება, გახდეს ბავშვის სიჯიუტის მიზეზი?
– სიჯიუტე სხვადასხვა მიზეზებმაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ოჯახში პატარა ბავშვის დაბადებამ. როგორც წესი, უფრო მეტ ყურადღებასა და დროს პატარა ითხოვს, შესაბამისად, უფროსებში ეს ეჭვიანობას იწვევს. ეჭვიანობა კი, ზოგჯერ სიჯიუტეში ვლინდება. ბავშვი ცდილობს, ყველაფერი გააპროტესტოს და ასე მაინც მიიქციოს ყურადღება. ამ დროს უმჯობესია, მას მშობლები „ჯიბრში არ ჩაუდგნენ“. სიმკაცრემ შეიძლება, ის უფრო მეტად დაარწმუნოს, რომ ის არ უყვართ და სიჯიუტის გამოვლინებები კიდევ უფრო გახშირდეს. ამ დროს სასურველია, მეტი დრო დავუთმოთ უფროს შვილს, ვეთამაშოთ, ვესაუბროთ, ჩავერთოთ მისთვის საინტერესო ნებისმიერ აქტივობაში. ბავშვი ჯიუტობს მაშინაც, თუ მის სურვილებს არ ასრულებენ ან მის მიმართ არასწორი მოლოდინები აქვთ. ანუ ეს სიჯიუტე და პროტესტი შეიძლება, სამართლიანი იყოს, უბრალოდ ბავშვს არ ჰქონდეს ცოდნა და უნარი, სწორი ფორმით გამოხატოს თავისი სურვილი და მოითხოვოს მათი შესრულება.
–  ხშირად, არასწორი მიდგომით, ალბათ, მშობელიც უწყობს ხელს ბავშვის სიჯიუტეს?
– სიჯიუტის  გამომწვევი შეიძლება, მოუწესრიგებელი დისციპლინაც იყოს. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, როდის აქებენ, როდის უნდა შეასრულოს წესი და როდის მიიღებს სასჯელს. ზოგჯერ მშობლები არათანმიმდევრულები არიან, ცვლიან წესებს, ხან ითხოვენ ბავშვისაგან მათ შესრულებას, ხან – არა. ბავშვიც ხვდება ამას და თავისი სურვილის შესრულებას უკვე არასწორი ფორმით ცდილობს. ზოგიერთი მშობელი ხშირად უყვირის ბავშვს, აგრესიით, დამცირებით მოითხოვს მისგან წესებისა და სურვილების შესრულებას. შესაბამისად, პატარაც სწავლობს მსგავსი ტიპის ქცევას და თავადაც იგივენაირად იქცევა. ბავშვის ქცევის სირთულეს მშობლების მხრიდან უყურადღებობაც იწვევს. ზოგჯერ მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან ბავშვის ყოველდღიური ცხოვრებით, სურვილებით, მისი მეგობრებით. შესაბამისად, მათ შეიძლება გამორჩეთ ბავშვის პრობლემები, არასასურველი სამეგობრო წრე. ბავშვის სიჯიუტე შეიძლება პროტესტიც იყოს უყურადღებობის გამო.
– როდის არის ცუდი და როდის – კარგი ბავშვის სიჯიუტე?
– ასაკის მატებასთან ერთად სიჯიუტის შემთხვევები მცირდება  და უფრო ნაკლებად მკვეთრი და შემტევი ფორმა აქვს. თუ ბავშვი უკვე 4 წლისაა და მუდმივად ჯიუტობს, ანუ მისი რეაქცია ხშირად უარყოფა და საწინააღმდეგოს გაკეთებაა, ამ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს, როგორია თავად მშობლის აღზრდის სტილი. ზოგჯერ მშობლები ზედმეტად ზრუნავენ, გადაჭარბებულად აფასებენ საფრთხეს, ზღუდავენ ბავშვებს ან მათ აღზრდის ავტორიტარული სტილი აქვთ, ბავშვისგან მოითხოვენ თავიანთი ნების შესრულებას და შვილების აზრს არ ითვალისწინებენ. ამ შემთხვევაში, სიჯიუტე შეიძლება იყოს დაცვითი რეაქცია, ბავშვი ცდილობს, დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, გამოხატოს საკუთარი თავი და სურვილები. სიჯიუტე გარკვეულწილად კარგია, ეს ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს საკუთარი აზრი, სურვილი, ინტერესი და ცდილობს მათ დაცვასა და შესრულებას. უფრო პრობლემურად შეიძლება, ჩაითვალოს ბავშვი, რომელიც მშობლის ან თანატოლების ყველა მოთხოვნას ასრულებს. ერთი მხრივ, უფროსისთვის ეს შეიძლება, კომფორტული იყოს, თუმცა, ბავშვისათვის სასარგებლო არ არის. მას უნდა შეეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა, ზოგჯერ „არას“ თქმაც და შეწინააღმდეგებაც, ეს, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად და ზომიერების ფარგლებში. შეიძლება, ბავშვს საკუთარი აზრი ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს მშობლის აზრს. ეს ბუნებრივია და თუ საქმე უსაფრთხოებას არ ეხება, შესაძლებელია, მშობლემა გაითვალისწინოს შვილის აზრი, სურვილი და მოიქცეს შესაბამისად.  ამით ბავშვი სწავლობს, რომ შესაძლებელია, სხვისი აზრის გათვალისწინება, მაგრამ არ არის აუცილებელი, ყოველთვის სხვას დაუჯერო. ზოგჯერ შეიძლება, წინააღმდეგობა გაუწიო და სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცე. სიჯიუტის გადალახვა სავსებით შესაძლებელია სწორი მიდგომით. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თუ მშობელი ვერ ხვდება, როგორ მოახერხოს ეს, რა გააკეთოს ან მისი მეთოდები არ მუშაობს, უმჯობესია, ბავშვის ფსიქოლოგს მიმართოს. რაც უფრო პატარა ასაკში მოხდება ბავშვის ქცევის შეფასება, შედეგი უფრო ეფექტური იქნება.
скачать dle 11.3