კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს მსოფლიოს წამყვანი ოფთალმოლოგები და ოფთალმოქირურგები შეუერთდნენ!

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

„ნიუ ჰოსპიტალსმა“, სამედიცინო კომპეტენციით და პაციენტებთან სიახლოვით, საქართველოში საუკეთესო საავადმყოფოს სტატუსი მოიპოვა. მრავალპროფილურ კლინიკას, ჩვენი ქვეყნისათვის ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ინოვაციური და განახლებადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნაში. ოფთალ–მოლოგიის ეროვნული ცენტრი, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ოდითგანვე თვალის დაავადებათა მკურნალობის მექად ითვლებოდა და ამ მხრივ, დღემდე ბადალი არ ჰყავს. კლინიკის ხელმძღვანელები თანამედროვე მედიცინის კვლადაკვალ ნერგავენ სიახლეებს და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობენ როგორც სამედიცინო ტექნელოგიების კუთხით, ასევე მსოფლიო დონის ექიმების მოწვევით, რომლებიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ და ქართველ პაციენტებს უნიკალურ ოპერაციებს უტარებენ.
„თბილისელების“ კითხვებს პასუხობს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი გიორგი რამიშვილი:
– „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკა თანამედროვე მედიცინის კვალდაკვალ ავითარებს ოფთალმოლოგიურ მიმართულებას და ამ მიზნით მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებთ. ოფთალმოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსის“ სავიზიტო ბარათია და თავისი ისტორიული ნიშა უკავია. გვითხარით, რა სიახლეები დანერგეთ?
– „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. პაციენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამის ოფთალმოლოგიურ მომსახურებას ვუწევთ და ვინარჩუნებთ ლიდერი ოფთალმოლოგიური ცენტრის პოზიციას. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საუკეთესო ქართველი და ევროპელი ოფთალმოლოგებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ. „ნიუ ჰოსპიტალსში“ მუდმივად ვნერგავთ სიახლეებს. ჩვენს კლინიკას კიდევ ერთი საოპერაციო ემატება. პერმანენტულად მიმდინარეობს აპარატურის განახლება და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა. მაგალითად, დაგვემატა კრიოთერაპიის აპარატი ბადურაზე ოპერაციებისთვის, შევიძინეთ თვალის ლაზერული თერაპიის ახალი მოწყობილობები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ ჩვენთან დგას ერთადერთი კარლცაისის ფემტო-ექსიმერული ლაზერი. თუმცა, ჩვენი მთავარი კაპიტალი, მაინც პროფესიული კადრია.
– „ნიუ ჰოსპიტალსის“ მოწვევით მსოფლიოს წამყვანი ექიმები თქვენს კლინიკაში ჩამოდიან და როგორც ვიცი, ინოვაციურ და უნიკალურ ოპერაციებს აკეთებენ. რამდენად დიდია მომართვიანობა?
– მოწვეული გვყავს ევროპის თვალის საუკეთესო მიკროქირურგები, კერძოდ, ჩეხეთის, ლიტვის, ხორვატიისა და უკრაინის წამყვანი კლინიკებიდან, რომლებიც პაციენტებს ქართველ ექიმებთან ერთად უწევენ კონსულტაციას და ოპერაციებს ატარებენ თვალის ბადურაზე. მოწვეული სპეციალისტების მიერ ხდება პაციენტებისთვის ბადურის დაავადებების დიაგნოსტირება და ტარდება მრავალი ქირურგიული პროცედურა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ბადურის ჩამოცლა, დიაბეტური რეტინოპათია, უცხო სხეული და მინისებრი სხეულის შემღვრევასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები. ოფთალმოქირურგების ვიზიტის ფარგლებში ხდება კატარაქტის და სხვა ოფთალმოლოგიური დაავადებების რთული შემთხვევების განხილვა და მკურნალობა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ქართველ გამოცდილ კოლეგებთან ერთად.
– გაგვაცანით მოწვეული ოფთალმოლოგების პროფესიული ბიოგრაფია და მიღწევები...

– მედიცინის დოქტორი ივან ფიშერი პრაღის ევროპული თვალის კლინიკის, „ლექსუმის“ ხელმძღვანელია და უდიდესი გამოცდილება აქვს ვიტრეორეტინულ ქირურგიაში. იგი მრავალი წელია, მუშაობს მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკებში, ჩატარებული აქვს ათასობით ქირურგიული პროცედურა და არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

მიხაილო გავურა დნეპროპეტროვსკის რეგიონული კლინიკური ოფთალმოლოგიური ჰოსპიტალის წამყვანი ოფთალმოლოგი და სამედიცინო კვლევების ავტორია. ჩატარებული აქვს მრავალი ათასი ქირურგიული პროცედურა და მისი სპეციალიზაციის სფერო მოიცავს ვიტრეორეტინულ ქირურგიას, თვალის მიკროქირურგიას, ხელოვნური ბროლების იმპლანტაციას, ფაკოემულსიფიკაციას, პედიატრიული ოფთალმოლოგიასა და ნეიროოფთალმოლოგიას.
მედიცინის დოქტორი მარტინას შპეჩკაუსკასი ლიტვის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვანი
ოფთალმოლოგი და მეცნიერ-თანამშრომელია, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება თვალის ქირურგიის, ვიტრეორეტინული ქირურგიისა და კატარაქტის ქირურგიის მიმართულებით ათასობით ქირურგიულ პროცედურას ითვლის.
მედიცინის დოქტორი და ოფთალმოქირურგი ზორან ვატავუკი, ხორვატიაში, ზაგრების საუნივერსიტეტო კლინიკაში მოღვაწეობს, სადაც ოფთალმოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს.  ზორან ვატავუკი არის ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი და მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა თუ პუბლიკაციის
ავტორი. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ვიტრეორეტინულ დაავადებებსა და ვიტრეორეტინულ ქირურგიას. ხორვატიაში მისი ძალისხმევით დაინერგა ფოტოდინამიკური თერაპია; ასევე, ასაკობრივი მაკულის დეგენერაციისა და მიოპიის „ავასტინის“ ინტრავიტრეალური ინიექციით მკურნალობა.
– და ბოლოს, რა გზა უნდა გაიაროს პაციენტმა მათთან მოსახვედრად და რამდენ ხანს დარჩებიან უცხოელი ოფთალმოლოგები საქართველოში?
– მოწვეულ სპეციალისტებთან კონსულტაციაზე მოხვედრა შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით – პაციენტი უნდა დაგვიკავშირდეს ქოლ-ცენტრის საშუალებით, ნომერზე 2 190 190 და ჩაეწეროს სასურველ ექიმთან. უცხოელი სპეციალისტები ერთმანეთის მონაცვლეობით ჩამოდიან და პაციენტებისთვის ერთ-ერთი მათგანი მუდმივად ხელმისაწვდომია.
скачать dle 11.3