კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ აღმოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ ნიკოლოზ ლეკიშვილში დათა თუთაშხია და რა რჩევებს აძლევდა ის ბადრი პატარკაციშვილს

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

ნიკოლოზ ლეკიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდადატია. სად იყო  სალომე ზურაბიშვილი ან დავით ბაქრაძე, როცა ის  საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაოდ პოპულარულიც გახდა.  ვიდეო-რგოლები, სადაც ნიკოლოზი ისეთ საოცრებებს გვპირდება, რომ მას თუ დავუჯერებთ, შვეიცარიას მარტო კი არ დავეწევით, გავუსწრებთ კიდეც, უკვე რამდენიმე კვირაა, ფრთიან ფრაზებად იქცა. შვეიცარია და 4-6-ათასლარიანი ხელფასები სტანდარტული ქართველებისთვის იქით იყოს და 38 წლის კანდიდადი, არც მეტი, არც ნაკლები, 2030 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჩემპიონობასაც წინასწარმეტყველებს. მოკლედ, ასეა თუ ისე, თურმე წინ ისეთი წლები გველის, ყველაზე კარგ სიზმარშიც რომ ვერ წარმოვიდგენთ.  ვინ არის ნიკოლოზ ლეკიშვილი, „საიდან მოვიდა და სად მიდის“, ამის შესახებ ჩვენი მკითხველი  თავად მისგან შეიტყობს.  
– ნიკოლოზ, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტობა, აქამდე პოლიტიკასთან რაიმე სახის კავშირი  გქონიათ?
 –  მე გახლავართ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი ყველაზე ხნიერი ქალბატონის, თინათინ ენუქიძის შვილიშვილი, შესაბამისად, ბავშვობიდან მოყოლებული ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრივი  ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა ორი დღის ნაფიქრი და გადაწყვეტილი – ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთვის, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ყოველთვის  ვემზადებოდი. 1990 წელს, როდესაც 10 წლის ვიყავი, ჩემი ინიციატივით, საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველად, ჩვენს სკოლაში გაუქმდა „სსრკ ისტორიის“ სწავლება, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო ოფიციალურად მიიღებდა.
– პროფესიით ვინ ხართ და სად მუშაობდით აქამდე?
– პროფესიით რეჟისორი ვარ, შემუშავებული მაქვს ქართული კინოს განვითარების ძალიან საინტერესო გეგმა. კინოწარმოების მხრივ, როცა საქმე ეხება კინოში  ისტორიულ და  ინტელექტუალურ ჟანრს, საქართველოს გვერდით ვერ დაუდგება ვერც ერთი სახელმწიფო. ამ მხრივ მეორე-მესამე ადგილზე კი არა, პირველ ადგილზე შეგვიძლია ვიყოთ. ამაზე განაცხადიც მაქვს გაკეთებული. წლების განმავლობაში ვმუშაობდი, როგორც  ანალიტიკოსი, ვარ ფეხბურთის ლიცენზირებული მწვრთნელი ბავშვებში. მე ვიყავი სპორტული ანალიტიკოსი, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური სამსახური საქართველოში,  ვმუშაობდი  ბადრი პატარკაციშვილთან, იმ პერიოდში როდესაც მან თბილისის „დინამო“ შეიძინა. ბადრი პატარკაციშვილთან საკაბელო ტელევიზიიდან მოვხვდი, სადაც წლების განმავლობაში გადიოდა წამყვანი თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და მე სპორტული მიმომხილველი ვიყავი. ვმუშაობდი დათო პეტრიაშვილთან, როდესაც ის  ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, მაშინ მე მის შტაბში ვიყავი. დათო უეფას ერთ-ერთ კომიტეტს ხელმძღვანელობდა და მის სიტყვას უცხოეთში, არა მხოლოდ სპორტში, თავისი ფასი ჰქონდა. მას კარგად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორ უნდა განვითარებულიყო ქართულ ფეხბურთში პროცესები. დღეს, როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს აქვს შანსი, 2030 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს, რაც არის ჩემი ერთ-ერთი დაპირება, სულაც არ არის არარეალური. ეს არის მიზანი, რომელიც მე მამოძრავებს.
– დავეწიოთ და გავუსწროთ შვეიცარიასო – ეს არის თქვენი კიდევ ერთი დაპირება, ეს, მგონი, კიდევ უფრო რეალურია,  იმ დაპირების ფონზე –  2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო, ამას როგორ ასკვნით?
– ჩვენ გვყავდა მესხი, ქინქლაძე, კალაძე, არველაძე, დარასელია, ყიფიანი –  მსოფლიო დონის ყველაზე დიდი ვარსკვლავები, რატომ არ შეიძლება ასეთი დონის ფეხბურთელები იყვნენ თავმოყრილი ერთ თაობაში, ერთ გუნდში? ყველა ნორმალური ქვეყანა განსაზღვრავს განვითარების 10-15-წლიან პროგრამას და ამის მიხედვით იწყებს სვლას. მეც იგივეს ვამბობ. ჩვენ გვაქვს რესურსი, გაიზარდოს ქართული ფეხბურთის დონე და  საქართველოს ნაკრებმა ბევრს მიაღწიოს. იგივე შეთავაზება მქონდა ბადრი პატარკაციშვილთან, რომელიც ფიქრობდა, რომ თბილისის „დინამო“ წარმატებული გუნდი გამხდარიყო. ფეხბურთი ჩემი საყვარელი საქმეა – ჩემს ლიცენზიას, რასაც მე ვფლობ,  აქვს საერთაშორისო სტატუსი და  შემიძლია ვიმუშავო 12 წლამდე ბავშვებთან, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ალენ ჟირესი მეუბნებოდა: ახალგაზრდა, რატომ კარგავ დროს, შენ შეგიძლია, დიდი მწვრთნელი გახდეო.
– ფეოლას მსგავსი ამბავი გქონიათ, დღეს მწვრთნელის  პრაქტიკა გაქვთ?
– არა. დღეს არ ვმუშაობ, თუმცა ეს არის ჩემი საყვარელი საქმე. წლების წინ ვიყავი ჩასული მერაბ ჟორდანიასთან, ის მაშინ ჰოლანდიური გუნდის პრეზიდენტი იყო. ჩვენ გვქონდა ერთობლივი გეგმები და ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაც მოგვიწია. 14 წლის ასაკში, ჩემს ორ მეგობართან ერთად, რომელთაგან დღეს ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეა, დავაარსე „საქართველოს განთავისუფლების ორგანიზაცია“. იატაკქვეშ გვიწევდა მუშაობა, თუ როგორ უნდა აღგვედგინა დაკარგული ტერიტორიები.  ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპები, როდესაც სხვადასხვა მიმართულებების ინტერესები მქონდა. ჩემი აზრით, ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის, შეიძლება, ადამიანი ერთდროულად ბევრი საქმით იყოს დაინტერესებული. პრეზიდენტობის რა გითხრათ, მაგრამ სულ  ვოცნებობდი, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე ყოფილიყო ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული  სახელმწიფო.  
 – „ეს ტიპი მაგრად აფრენს, ეს ზორო როგორ გვატყუებს, კონსტიტუცია წაკითხული გაქვს?..“ ეს მცირე ჩამონათავალია იმ კომენტარებისა, სოციალურ ქსელში თქვენს პოსტებს რომ მოჰყვება ხოლმე. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?  
– მე იუმორით ვუდგები ასეთ გამოხმაურებებს და მეღიმება, ვერც ერთ არაჯანსაღ პასუხს ვერ ნახავთ ჩემგან, ასეთ კომენტარებზე. ჩემთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, თანამდებობა მიმეღო ვარდების რევოლუციის შემდეგ – მქონდა ამის რესურსი. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, მე მასთან უკვე მქონდა მუშაობის გამოცდილება – „ქართული ოცნების“ სტრუქტურა, სამოქმედო გეგმა, პლატფორმა ჩემი და ჩემი მეგობრების მონაწილეობით არის შექმნილი. მე გავაკეთე არჩევანი და მაშინ ჩემი ნებით გავდექი ჩრდილში.
– თქვენი „ვალი“ ჰქონია „ქართულ ოცნებას“.
- ერთხელ,  ბიძინა ივანიშვილს უთქვამს – ეს ახალგაზრდა ბიჭი, დათა თუთაშხიას მაგონებსო. საინტერესოა, ახლა, როცა, უკვე სრულიად მომზადებული ვარ, ჩემი ქვეყნის ნამდვილი ბრწყინვალების მოსატანად, რას იტყვის ის ჩემზე.
– რეალურად, თქვენ ხომ არ ხართ ის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვის მხარდაჭერასაც ოცნება აპირებს? ბევრი ეგზოტიკური კანდიდატი გვინახავს სხვადასხვა არჩევნებზე, თქვენც მათ რიგებს ხომ არ შეუერთდებით?
–  გინდ ეგზოტიკა დაუძახეთ, გინდ – არაორდინარული, ერთი დამისახელეთ, ვინ იყო ჩემი მსგავსი? მოგისმენიათ, რას ვლაპარაკობ განათლების სისტემაზე, სკოლის რეფორმაზე?! ეგზოტიკაში ვარ, თუ რეალურად ვიწყებთ შვეიცარიის დონის ქვეყნის აშენებას, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ნურაფერს ნუ გამორიცხავთ. მე არასდროს გამიცია ცრუ დაპირება. სულ ცოტა ხანიც გავუძლოთ, ძალიან საინტერესო თავგადასავალი იწყება.
– აშკარად,  4 და 6-ათასლარიანი ხელფასები, რასაც თქვენ გვთავაზობთ, მაცდურად გამოიყურება.
–  რატომ გგონიათ, რომ ეს არარეალურია, მე არ მითქვამს, რომ ადამიანებს ხვალ, ზეგ ექნებათ 4-6-ათასლარიანი ხელფასები. რომელმა ეკონომისტმა და ექსპერტმა გითხრათ, რომ ქართული ეკონომიკა ასეთ ნახტომებს ვერ გააკეთებს, რომ 2030 წელს  ასეთი ხელფასები გვქონდეს. თქვენ არ გინახავთ ჩემი ეკონომიკური პროგრმა და ისე ლაპარაკობთ. ჩვენ შევიძლია, 10-15 წლის განმავლობაში გვქონდეს ისეთი მდგომარეობა, როგორიც აქვს ფინეთს, დანიას, შვეიცარიას. არ მესმის, რატომ გამოიწვია ხმაური ჩემმა ნათქვამმა, რომ უნდა დავეწიოთ და გავუსწროთ შვეიცარიას, მეორე ადამიანი, ვისგანაც იგივე სიტყვები მოვისმინე, არის მამუკა ხაზარაძე, საქართველო არის კავკასიის შვეიცარია.
– როგორ წარმოგიდგენით, ვინ დაგიჭერთ მხარს, გაქვთ თუ არა რესურსი, რომ საარჩევნო კამპანია  ჩაატაროთ?
– რესურსი მაქვს, მყავს შეძლებული მეგობრები ცნობილ ბიზნესმენებს შორის, ამას გარდა, მხარს მიჭერენ  ქართული წარმოშობის ამერიკელები, როცა დრო დადგება, ისინი მზად არიან დააფინანსონ ჩემი კამპანია. ამას გარდა, დღეს დავაფუძნეთ ფონდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მხარდამჭერი მეყოლება, ყველაფერი კარგად მაქვს გათვლილი. მართალი სიტყვა და ნამდვილი იდეა არ არის ყველასთვის პრიორიტეტული? ჩემი გათვლით, ორი მილიონი ამომრჩევლიდან ნახევარი მაინც, ცოტა მეტიც, მე მომცემს ხმას და პირველივე ტურში გავიმარჯვებ, რადგან მათთვის კულტურა განათლება, ეკონომიკა, უპირატესია. აგვისტოს ბოლოს რომ აღმოჩნდეს, „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდადტს კი არ დაუჭირა მხარი, ვისზეც იყო საუბარი და ნიკოლოზ ლეკიშვილს დაუდგა გვერდითო, მიხვდებით, რომ მილიონზე მეტი ხმა რეალურია? პოლიტიკაში არაფერი არ არის გამორიცხული (იცინის).
– გაპრეზიდენტების შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლეს დაიკავებთ?
– ამასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი მოსაზრება, რომელსაც ცოტა ხანში წარმოგიდგენთ, უახლოეს დღეებში მზად მექნება პროგრამა, როგორი იქნება ჩემი პრეზიდენტობის პირველი წელი. მე ვიცი, რა დატვირთვით უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის სასახლე, ამაზე მაშინ ვისაუბრებ, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრებს დავიწყებ. საქართველოში პირველი ევროპული დასაკეცი კარავი, როგორც მთაში მოგზაურობის მოყვარულს, მე მქონდა. როცა „პახოდში“ მივდიოდი, გამოვდიოდი ხოლმე კარვიდან და მას სხვებს ვუთმობდი, ეს არ იყო პრობლემა. ასე შემიძლია დავუთმო პრეზიდენტის სასახლე ნიჭიერ და შემოქმედ ადამიანებს, სადაც მათ თავისი სიტყვის თქმა შეეძლებათ.
скачать dle 11.3