კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 მესხის მაისური

საბჭოთა კავშირ-არგენტინის მატჩის შემდეგ, რომელიც ბუენოს-აირესში ჩატარდა, მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ მიშა მასხს სასტუმროს ნომერში ეწვია, წინ ჩეკის წიგნაკი დაუდო და უთხრა:
– სენიორ მესხი, ფრანკო მადრიდის „რეალში“ გეპატიჟებათ და გთავაზობთ, თქვენივე ხელით ჩაწეროთ ის თანხა, რისი მიღებაც ხელფასის სახით გსურთო.
ლეგენდარულმა მესხმა რეალის პრეზიდენტს ფრანკოსთან დელიკატური უარი შეუთვალა. გაბრაზებულმა ბერნაბეუმ კი ჩეკის წიგნაკს ხელი დაავლო, კარისკენ გაემართა, თან მიშას მიაძახა:
– ფრანკომ მითხრა, თუ უარით გამოგისტუმროს, მაგ წითელ ფეხბურთელს უთხარი, რომ საბჭოეთში დღეს ვარსკვლავი ხარ, მაგრამ ხვალ შეიძლება, შიმშილით ამოგხდეს სულიო.
მიშამ ბერნაბეუ გააჩერა. კარადიდან თერთმეტნომრიანი, საბჭოთა ნაკრების წითელი მაისური გამოიღო, „რეალის“ პრეზიდენტს შეაჩეჩა და უთხრა:
– ეს წითელი მაისური ფრანკოს წაუღეთ და უთხარით – დღეს დიქტატორი ხარ,  ხარ, ხვალ კი შეიძლება, დაგამხონ და შიმშილით რომ არ მოკვდე, მესხის მაისური გაყიდეო...скачать dle 11.3