კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა ცვლილებებს იწვევს ბიოველის დარღვევა ადამიანში და რატომ უნდა გაიტანოთ საძინებლიდან ზედმეტი ელექტრომოწყობილობა

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ბიოველი – უდიდესი ენერგეტიკული სივრცე, რომელიც ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და მის ჯანმრთელობას განსაზღვრავს. მასზე ლაპარაკობს თითქმის ყველა და იცის ისიც, რომ ბიოველის დარღვევის ბევრი ნეგატიური საშუალება არსებობს, რაც თავისთავად, ძალიან ცუდად აისახება ადამიანზე. იწვევს როგორც ჯანმრთელობის გაუარესებას, ასევე, ფსიქიკურ თუ მატერიალურ პრობლემებს. ამიტომ, არ იქნებოდა ურიგო, გაგვერკვია: რა არის ამ მაგიური დამცავი გარსის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის საჭირო და მუდმივად როგორ ვაკონტროლოთ არსებული სიტუაცია. თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონი გივი კ.
– რა გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას ბიოველზე და არღვევს ჩვენს დამცავ გარსს?
– ბიოველი, ანუ სხეულის ეს უხილავი გარსი, უშუალოდ ადამიანის ემოციებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ყველანაირად უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებსა და აგრესიის გამოვლენას, თუნდაც ვირტუალურ სივრცეში. არ უყუროთ ტელივიზიით „ბოევიკებს“, ფილმებსა და გადაცემებს ძალადობასა და სისასტიკეზე. ცნობილია, რომ თვით ეფემერული უბედურების გულშემატკივრობაც კი, ანადგურებს ემოციურ ფონდს. მეტი კონტროლი გაუწიეთ საკუთარ ქმედებებს: დაუკვირდით, რას ლაპარაკობთ და რაზე ფიქრობთ. განდევნეთ თქვენგან ნეგატიური განწყობა და ნურც სხვას გაკიცხავთ მკაცრად. ეცადეთ, ბევრი არ ილაპარაკოთ და თანაც, ფუჭად. ეს ყველაფერი უდიდესი ენერგიის უსარგებლო ხარჯვაა. დახატეთ წარმოსახვაში მომავლის მხოლოდ პოზიტიური სურათები და შეაქეთ საკუთარი თავიც და სხვებიც. კეთილი სიტყვა განწყობას აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ, სასიცოცხლო ძალას აძლიერებს.
– არაკეთლმოსურნე სტუმარს თუ შეუძლია, რომ სახლის აურაზე იმოქმედოს და რა უნდა ვიღონოთ ამის საწინააღმდეგოდ?
– უცხოსგან წამოსულმა შურმა და ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება, სერიოზულად დააზიანოს სახლიც და მისი მობინადრენიც. ამიტომ, ყურადღება არასდროს მოადუნოთ, მით უმეტეს, თუ ხშირია სტუმრიანობა თქვენთან ან მიზეზთა გამო, იძულებული ხართ, ბევრი ისეთი ადამიანიც მიიღოთ შინ, კარგად რომ არ იცნობთ. ასეთ დროს შეეცადეთ, შემოსაზღვროთ მათი შემოსვლის ველი – მოაწყვეთ სამუშაო ოთახი და საცხოვრებელ სივრცეში ისინი არ შეუშვათ.
ხშირად გადით ბუნებაში და სამყაროს მშვენიერებასა და მის ჰარმონიულ ბგერებს დაუგდეთ ყური. ენერგეტიკული ველის აღსადგენად საუკეთესო საშუალებაა კლასიკური მუსიკა, ცოცხალი ბუნების „მელოდიასთან“ უნისონში. ასეთ ჩანაწერებს ადვილად მიაგნებთ სპეციალურ მარკეტებში და ინტერნეტის საშუალებითაც. დადებითი აურის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, სახლში სისუფთავის დაცვა. გაურეცხავი ჭურჭელი და ჭუჭყიანი თეთრეული ნეგატიურ ენერგიას აგროვებს, რაც ადამიანს ვნებს და თრგუნავს. სახლის აურას არღვევს ხელოვნური ქიმიური არომატიზატორებიც. თუ მაინცდამაინც ბინაში სასიამოვნო სურნელის გავრცელება გსურთ, ყველაზე მისაღები არომატული ზეთია. მისი შერჩევის კრიტერიუმი სრულიად მარტივია – გამოიყენეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. შეეცადეთ, ინტერიერი მხოლოდ თვალისთვის სასიამოვნო ფერებით აავსოთ და არავითარ შემთხვევაში, არ გამოიყენოთ შავისა და აგრესიული წითლის ტონები. რაც მთავარია, იზრუნეთ სახლში თქვენს მოსასვენებელ სივრცეზე, რადგან აღდგენითი პროცესები სწორედ ძილში მიმდინარეობს. გაიტანეთ საძინებლიდან ზედმეტი ელექტრომოწყობილობა.. მათგან კი, რომელიც აუცილებელია, ღამით დენის წყაროდან გამორთეთ ან საწოლიდან 2-3 მეტრის დაშორებით დადგით.
– მედიტაციაზე რას გვეტყვით და სახლის პირობებში თუ შეიძლება მისი ჩატარება?
– მედიტაცია ბიოველის დამოუკიდებლად აღდგენის ყველაზე უტყუარი ხერხია და სახლშიც, თავისუფალ დროს, ინსტრუქტორის გარეშე შეგიძლიათ, ჩაატაროთ. მედიტაციის არსი სრული მოდუნება და საკუთარი შინაგანი სამყაროს განჭვრეტაა. ამისთვის კი, დაიკავეთ მოხერხებული პოზიცია. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და მთელი ყურადღება სუნთქვისა და გულისცემისკენ მიმართეთ. შეეცადეთ, მუცლით ისე ისუნთქოთ, რომ პაუზა ჩასუნთვასა და ამოსუნთქვას შორის გააკეთოთ. გონებაში ჩაინიშნეთ სხეულის შეგრძნებები და მთელი ყურადღება კუნთებისა და მყესების მოდუნებისკენ გადაიტანეთ. არაფერია საშიში იმაში, თუ პროცედურისას დაიღალეთ, სამაგიეროდ, ასეთი ვარჯიში სასარგებლოა ორგანიზმისთვის. არანაკლებ მსუბუქი და უსაფრთხო ტექნიკაა ბიოველის აღსადგენად ციგუნი (ტრადიციული კომპლექსური ვარჯიში დაოისტური ალქიმიისა და ნაწილობრივ ბუდისტური ფსიქოპრაქტიკის გამოყენებით) და იოგა. მათი საშუალებით ორგანიზმი არა მარტო ბიოველს აღიდგენს, არამედ გამოჯანმრთელდება კიდეც. თუმცა, ასეთი ვარჯიშები გამოცდილი ინსტუქტორის გარეშე შეუძლებელია. საკმაოდ ეფექტურია, ასევე, ბიოენერგეტიკული სეანსებიც, რაც, ძირითადად, სპეციალისტის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ უცხოს ჩარევას საკუთარი სხეულის ენერგეტიკულ პროცესში.
скачать dle 11.3