კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ჩახუტების მანერა და ურთიერთობა

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ჩვენი შინაგანი „მე“ რუტინულ, ყოველდღიურ ქმედებებშიც ვლინდება – სიარულიდან დაწყებული, ლაპარაკის მანერით დამთავრებული.
როცა საქმე ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება, არაფერია იმაზე მრავლისმთქმელი, ვიდრე ჩახუტება. თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ეს ქმედება და არა, მაგალითად, კოცნა, ითვლება ბედნიერების წყაროდ და საბოლოო ჯამში ურთიერთობის პირდაპირი მახასიათებელი ხდება.

1. მფარველი – როცა პარტნიორი ზურგიდან  გხვევთ ხელებს წელზე. მფარველის ჩახუტება უსაფრთხოების შეგრძნებას გვიძლიერებს. ის, ვინც უკან დგას, თითქოს პარტნიორის წელზეა შემორტყმული და ასე საკუთარ თავზე იღებს მცველის ფუნქციას.  ასეთი ჩახუტებით ადამიანი პარტნიორს უგზავნის სიგნალს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა  ურთიერთობაში უმთავრესია – ასე ხსნიან ამ ჟესტს ფსიქოლოგები.
2. მხრებზე მოხვევა – ერთმანეთისთვის მხრებზე ხელების შემოხვევა. ჩახუტების ეს ფორმა სიმშვიდის სიმბოლოა. ზურგზე ხელების შემოჭდობით, ადამიანები ცდილობენ აჩვენონ, რამდენად ძლიერად ზრუნავენ ერთმანეთზე. ეს მდგომარეობა გამოხატავს ორივე პარტნიორის გახსნილობას და ამავე დროს, ერთმანეთზე მიჯაჭვულობასაც. ძალიან თბილი და რაღაც კუთხით, ინტიმური ჟესტია.
3. „ნელი ცეკვა“ – ასე  ჰქვია ჩახუტების ფორმას, როცა  პარტნიორი თქვენს კისერზეა ხელებით „ჩამოკიდებული“ და სახეში შემოგცქერით. აი, ასეთი ჩახუტება  მთლიანად რომანტიკაა. პარტნიორი თქვენ კისერზე გეხვევათ და ეს მდგომარეობა თითქოს პირველ სიყვარულთან გაბრუნებთ. ასეთი ჩახუტება, ფსიქოლოგების აზრით, დამახასიათებელია ახალგაზრდა, ადრეული სიყვარულისთვის, იმ დროისთვის, როცა მუცელში პეპლები დაფრინავენ. ზრდასრულ ასაკში კი ჩახუტების ეს ფორმა მიანიშნებს იმაზე, რომ ურთიერთობაში ჯერ კიდევ ცოცხლობს რომანტიკა!
4. მეგობრული ხელის შემოხვევა – ასეთი სიახლოვე მიანიშნებს, რომ თქვენ ორი თანამზრახველი ხართ. ამ ჟესტს არაფერი აქვს საერთო რომანტიკასთან და ის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობას, გვერდში დგომას, კეთილგანწყობასა და გამბედაობას აღნიშნავს.
5. „დახურული წრე“ – აი, ასეთია ჩახუტების იდეალური ახსნა. როცა პარტნიორები ისე ეხვევით ერთმანეთს  თითქოს, გეშინიათ, არ დაკარგოთ. ამ ჟესტს ერთი ლამაზი ციტატა ხსნის: „სიყვარული უნდა ჰგავდეს ბებიის თბილ პლედს, რომელშიც ზამთრის სუსხიან დილას თბილად გაეხვევი“. როცა ადამიანი მეორე ადამიანს ასე ეხვევა, ეს იმას მიანიშნებს, რომ მასზე ძვირფასი არავინ  ჰყავს.
6. თვალი თვალში – ასეთი ჩახუტება – ორ სულს შორის ხიდია. როცა ერთმანეთის მხრებზე ხელები გიდევთ და თვალებით ეკონტაქტებით. ეს ძაფი ორივესთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ღრმა გრძნობებისა და სულიერი სიახლოვის ნიშანია. თქვენი ურთიერთობა ძლიერი და ურყევია.
7. „ნაჭრის თოჯინა” – როცა ჩახუტების დროს ერთ-ერთი ძლიერად ეხვევა, ხოლო მეორე უფლებას აძლევს, რომ მოეხვიოს მას. ეს არც ნამდვილი მეგობრობაა და არც ნამდვილი სიყვარული ასეთი ჩახუტების დროს რომელიმე თქვენგანს ატყუებენ! თუმცა, ასეთი ჩახუტება, ქვეცნობიერად, უბრალოებისა და კომფორტის ძიებაც შეიძლება იყოს.  
თუ  თითოეული თქვენგანი ხელებს ერთმანეთის უკანა ჯიბეში დებს. ეს ნიშნავს, რომ ორივე პარტნიორი იმედიანად არის და არ სჭირდებათ ამ ურთიერთობისთვის სულის ჩაბერვა – ყველაფერი ისედაც კარგად არის.
როცა ჩუმად ყოფნა უხერხულობას არ გიქმნით და ასეც მშვენივრად გრძნობთ თავს, ეს სიყვარულია. ასე რომ, გილოცავთ – თქვენ იდეალური წყვილი ხართ.
скачать dle 11.3