კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: მინდა, სახეზე გავიკეთო კვერცხის და ლიმონის ნიღაბი, რომელიც სახის კანს გააცოცხლებს. ბევრი რეცეპტი მითხრეს, თუმცა, მინდა, თქვენგან გავიგო ზუსტი ინფორმაცია და იქნებ დამეხმაროთ?
პასუხი: კვერცხისა და ლიმონის ნიღბები, მართლაც კარგია სახის კანისთვის. ეს ნიღბები კანს აცოცხლებს, ჭიმავს და ჯანსაღ იერს სძენს. რეკომენდებულია, კვირაში 1-2-ჯერ. კვერცხის ნიღაბი: საჭიროა – 2 კვერცხის გული და  1 ჩაის კოვზი შაქარი. ათქვიფეთ კვერცხის გულები, დაამატეთ შაქარი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 25 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ლიმონის ნიღაბი: საჭიროა – 1 ლიმონის კანი და ცოტა წყალი. ლიმონის კანი და ცოტა წყალი დააბლენდერეთ. მიღებული ნაზავი სახეზე წაისვით. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, ჩამოიბანეთ წყლით და სახე კარგად შეიმშრალეთ.
კითხვა: როგორ მოვამზადო მშრალი თმისთვის  ხილის ნიღბები სახლის პირობებში?
პასუხი: მშრალი თმისთვის ხილის ნიღბების მომზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია. მაგალითად: ვაშლისგან დამზადებულ პიურეს, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად შეიზილეთ თმაზე. ნახევარი საათის მერე კი ჩამოიბანეთ სპეციალური შამპუნით, რომელიც თქვენი თმისთვისაა განკუთვნილი. ანდა, კვერცხის გულს დაუმატეთ სამი ჩაის კოვზი ბანანის პიურე და ზეითუნის ზეთი. ის ფანტასტიკურია გამომშრალი თმისთვის.
კითხვა: რა აღარ ვცადე, მათ შორის, საკმაოდ ძვირად ღირებული საშუალებები თუ ხალხური მედიცინის რეცეპტები, მაგრამ ქერტლი ვერ მოვიცილე. თუ გაქვთ რაიმე რჩევა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმაროთ?
პასუხი: ქერტლის საწინააღმდეგოდ, საკმაოდ კარგია და ეფექტური ზღვის მარილის, პურისა და კვერცხის გულის ნიღაბი: პურის 2-3 მცირე ზომის ნაჭერი დაალბეთ წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და 2 კვერცხის გული. შეიზილეთ თმის ძირებში, შეიფუთეთ და 40 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ. ასევე, კარგია თავის კანის სტრუქტურის აღმდგენი ნიღაბი, რომელიც მზადდება ზღვის მარილის, თაფლის, მდოგვისა და ზეითუნის ზეთისგან: ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შემოიხვიეთ პირსახოცი. 15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ. რეკომენდებული კურსია, კვირაში ერთხელ,  ერთი თვის განმავლობაში.
скачать dle 11.3