კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ფრჩხილის ფორმა თითების აგებულების მიხედვით შეარჩიეთ, ლაქი კი – ჯანმრთელობის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ფრჩხილების სწორად შერჩეულ ფორმას შეუძლია, ხელები დახვეწილი და მიმზიდველი გახადოს. ასევე, არსებობს გარკვეული წესები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, ფრჩხილის ლაქს უფრო მეტი ეფექტი მიეცეს. გთავაზობთ ფრჩხილების რამდენიმე ფორმას, რომელიც თითებს დახვეწილ ვიზუალს აძლევს:
*კვადრატული ფორმის ფრჩხილები – ეს ფორმა უხდება როგორც წვრილ, ისე მსხვილ თითებს და მასზე წასმული ნებისმიერი ფერის ლაქი ძალიან ეფექტურია. თუ, თქვენ მოკლე თითები გაქვთ, მაშინ აუცილებლად კვადრატული ფორმის ფრჩხილები უნდა ატაროთ.
* მომრგვალებული კვადრატის ფორმის ფრჩხილები – ეს არის ფრჩხილის უნივერსალური ფორმა, რომელიც ყველანაირი ფორმის თითებს უხდება.
* ფრჩხილის მრგვალი ფორმა – ამგვარი ფრჩხილები ყველაზე მეტად გრძელ და წვრილ თითებს ამშვენებს. ისინი, ვისაც აქვს მრგვალი ფრხილები, ძირითადად, მოკლე ზომას ჯერდებიან და არ იზრდიან თავიანთი საქმიანობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
* ოვალური ფორმის ფრჩხილები – ასეთ ფორმას, ძირითადად, ის ქალები იკეთებენ, რომლებსაც გამძლე და მაგარი ფრჩხილები აქვთ. ოვალური ფრჩხილები, ხაზს უსვამს თითების სიგრძესა და გამოკვეთილ ფორმებს.
* წვეტიანი ფრჩხილები – ყველაზე მეტად, მოკლე თითებს უხდება, რადგან ვიზუალურად სიგრძეს მატებს.
ფრჩხილის ლაქი ხშირად არ უნდა წავისვათ, რადგან ფრჩხილები სუსტდება და ყვითლდება. ლაქი, საკმაოდ ტოქსიკურია. ზოგი მათგანი, ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ჩვენი ჯანმრთელობა დააზიანოს, მაგალითად:
ტოლუოლი – გამხსნელი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს. თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა – ეს ყველაფერი, შესაძლოა, უხარისხო ლაქის ბრალი იყოს.
ფორმალდეჰიდი – უფერო აირია, რომლის წყალობით ლაქი ფრჩხილზე დიდხანს ძლებს. ალერგიულ ადამიანებს ამ ნივთიერების გამო, შესაძლოა, დერმატიტი და ქიმიური დამწვრობა აღენიშნოთ. უფრო მძიმე შემთხვევებში კი, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს გულის მუშაობის დარღვევები და სიმსივნე.
დიბუტილფტალატი – გამოიყენება, როგორც არომატიზატორი. ამ საშიში კომპონენტის გამო, შესაძლოა, ადამიანს ჩამოუყალიბდეს ენდოკრინული დარღვევები, გინეკოლოგიური, ასევე, სასუნთქი გზების დაავადებები.
თუ გსურთ, აარჩიოთ ფრჩხილის ლაქი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, მაშინ, დააკვირდით შეფუთვაზე სპეციალურ აღნიშვნას და კარგად წაიკითხეთ მასში შემავალი ნივთიერებები:
5-Free – ნიშნავს, რომ მასში არ არის ფორმალდეჰიდი, ტოლუოლი, დიბუტილფტალატი.
3- Free ნიშნავს, რომ ლაქი არ შეიცავს მხოლოდ 3 კომპონენტს, ფორმალდეჰიდს, დიბუტილფტალატს და ტოლუოლს.скачать dle 11.3