კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია დახვრეტას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია მკაცრი პიროვნება იყო, მტრების დანდობა არ სჩვეოდა და ხშირ შემთხვევაში, მათ უსასტიკესადაც უსწორდებოდა, შინაგან საქმეთა „რკინის კომისარს“ ზოგჯერ იდეურ მოწინააღმდეგეთა შეწყალებაც კი შეეძლო, თუკი დარწმუნდებოდა, რომ „მტერი“ დიდი ეროვნული მოღვაწეობით იყო დაკავებული. ისტორიკოსი იოსებ პარმენოვი წერს: „ლავრენტი ბერიაზე მოგონილი მითი, რომ ეს ადამიანი საბჭოეთის ერთადერთი პირსისხლიანი ჯალათი იყო და მილიონობით უდანაშაულო ადამიანი გაისტუმრა საიქიოში, თითქმის წარსულს ჩაბარდა. ისიც მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოს ბერია გამაუპატიურებელი და მცირეწლოვნებზე მოძალადე იყო. ასეთი რამ ხრუშჩოვმა და კამპანიამ მას მხოლოდ იმიტომ მოუგონეს, რომ თავიანთი არნახული დანაშაული დაეფარათ, ბერიას ვერაგული მკვლელობა გაემართლებინათ და საკუთარი დანაშაული „გაეპრავებინათ“... ბერია, რა თქმა უნდა, მამა აბრამის ბატკანი არ ყოფილა და „ხალხის მტრებსაც“ საკმაოდ სასტიკად უსწორდებოდა, თუმცა თავისი, მართლაც დაუნდობელი, სისხლისმსმელი კოლეგებისგან განსხვავებით, არაერთი ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე ჰყავს სიკვდილის კლანჭებიდან გამოგლეჯილი. ერთ-ერთი მათგანი იყო თედო სახოკია. მას 1924 წლის აჯანყებულთა თანაგრძნობისთვის სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და რომ არა 25 წლის ბერიას რისკიანი ძალისხმევა, სასიქადულო მამულიშვილს სიკვდილი არ ასცდებოდა“.
თედო სახოკია ცნობილი ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი იყო. სწორედ მისი შეკრებილია ქართული ანდაზები და ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი. 1868 წელს დაბადებული თედო სახოკია წარმოშობით ხობიდან იყო. მარტვილის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1886 წლიდან ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების გაზეთის, „საქართველოს“, თანარედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ დაიწყო. ევროპული ვოიაჟის, მდიდარი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შემდეგ 1916 წელს საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ თედო სახოკია გულმხურვალედ მიესალმა სამშობლოს დამოუკიდებლობას. საქართველოს სოვეტიზაციის შემდეგ კი ჩოხაში გამოწყობილი, შავსამკლაურშემოხვეული გლოვობდა ეროვნულ ტრაგედიას და ორი კვირით დაპატიმრებულიც კი იყო, თუმცა გაათავისუფლეს. ხოლო 1924 წლის აჯანყების შემდეგ „ჩეკამ“ თედო სახოკია უკვე ეჭვმიტანილის სტატუსით დააპატიმრა. მის ბინაში ჩხრეკა მოაწყო და ანტისაბჭოური მიმართულების ესეებსა და ლექსებს მიაგნეს. მთელი ეს „სამხილები“ „ჩეკაში“ მიიტანეს. საქმე აღძრეს და საგანგებო ტრიბუნალმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. „მავნებელი“ თედო ტიმოთეს ძე სახოკიას საქმეს ვინმე სილიბისტრო ვასაძე იძიებდა. ეს 29 წლის კაცი, ფაქტობრივად, უწიგნური იყო და ძლივს კითხულობდა და ძალიან უჭირდა წერა. მეტყველებდა ტლანქად, მძიმედ და გაუმართავად. სამაგიეროდ, წამების დიდოსტატი იყო და თავის მსხვერპლს სასტიკად უსწორდებოდა. „ჩეკას“ ჯურღმულში პირქვე ჰკიდებდა და გონების დაკარგვამდე სცემდა, რის შემდეგაც პატიმარი ნებისმიერ ჩვენებაზე აწერდა ხელს. თედო სახოკიას ცემა კი 29 წლის ჯალათს არ დასჭირვებია. 56 წლის მწერალმა დაადასტურა, რომ ანტისაბჭოური მიმართულების ესეები და ლექსები მის მიერ იყო დაწერილი. ასეთი „აღიარება“ კი საკმარისი იყო სასიკვდილო განაჩენის მისაღებად და სახოკიასაც უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. თედო სახოკია „ჩეკას“ ჯურღმულში ელოდა განაჩენის აღსრულებას, როდესაც სიკვდილმისჯილთა საქმეების გადასინჯვას საკუთარი ნებით შეუდგა საქართველოს „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსი, 25 წლის ლავრენტი ბერია. სწორედ მან იცნო თავისი ძველი მასწავლებელი (ბერია დაუსწრებლად იცნობდა სახოკიას, რადგან გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ მის მოთხრობებსა თუ სამეცნიერო ნაშრომებს კითხულობდა), დიდ პატივს სცემდა მას, როგორც მეცნიერს და მიაჩნდა, რომ ის (სახოკია) დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებდა. ამიტომ, ბერიამ სილიბისტრო ვასაძე დაიბარა კაბინეტში და თედო სახოკიას საკნიდან ამოყვანა დაავალა. თავად თედო სახოკია ასე იხსენებდა ამ ამბავს: „საკანში რომ გამომძიებელმა მომაკითხა, ვიფიქრე, დასახვრეტად მივყავართ-მეთქი და გული დამწყდა, რომ სიცოცხლეს მისპობდნენ. თუმცა, საკუთარი თავი გადამავიწყდა, როდესაც კუთხეში მჯდომ 18 წლის ლადო მახარაძეს შევხედე. მასაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი იმის გამო, რომ სახლში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის კოლექტიური სურათი აღმოუჩინეს და შარი მოსდეს – აჯანყებაში მონაწილეობდიო. მე 56 წლის ვიყავი, ლადოს ბაბუად ვერგებოდი. მივედი და გავამხნევე, ნუ გეშინია, უფალი მოწყალეა და დაგეხმარება-მეთქი. ბოლოს კი თანამესაკნეებს დავემშვიდობე და გამოვედი. ბერიას კაბინეტში რომ შევედი, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ჯერჯერობით არ მხვრეტდნენ. ბერიამ უხმოდ მიმითითა სკამზე და დავჯექი. შემომხედა და მოულოდნელად მეგრულად მითხრა, რომ გამომძიებელს არ გაეგო, – თქვი, რომ რაც აქ წერია, ტყუილია და ეს ნაწერები ჩემი არაა. ყველაფერი კი იმიტომ ვაღიარე, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების შემეშინდაო. და, მართლაც, ასე რომ ვთქვი, ბერიამ გამომძიებელი შერისხა და ახალი ჩვენება იქვე დამაწერინა. ძველი ჩვენება კი ჩემს ნაწერებთან ერთად გამომძიებელს თუჯის ღუმელში შეაყრევინა. იმავე დღეს სხვა საკანში გადამიყვანეს და სასიკვდილო განაჩენი გააუქმეს. მეორე დილას კი გამათავისულეს...“
ყველაზე საგულისხმო ფაქტი კი ისაა, რომ თედო სახოკიამ ბერიას სთხოვა, იქნებ 18 წლის მახარაძის საქმეს გადახედოო. ბერიამ კი სიკვდილმისჯილთა 30-კაციანი საკნიდან (სახოკიას ჩათვლით) 19 გაათავისუფლა (მათ შორის მახარაძე), 10-ს დახვრეტა პატიმრობით შეუცვალა და მხოლოდ ერთი ადამიანი დახვრიტეს, რომელსაც ორი „ჩეკისტი“ ჰყავდა  მოკლული. ამ ისტორიის შემდეგ თედო სახოკიას საშუალება მიეცა, ფართო ეროვნულ-სამეცნიერო საქმიანობა ეწარმოებინა და ამაში მას ლავრენტი ბერია ედგა გვერდით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჯალათი გამომძიებელი სილიბისტრო ვასაძე 1924 წელს დააპატიმრა „ჩეკამ“ და ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური ქმედების ბრალდებით დახვრიტეს. აშკარაა, რომ ამ ქმედების უკან თავად ლავრენტი ბერია იდგა.
скачать dle 11.3