კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ექიმის რჩევები

კითხვა: თუ დღის განმავლობაში უმეტესად უმოძრაოდ ვარ, მეწყება გაბრუება, რეალობის შეგრძნებას ვკარგავ თითქოს. რამდენიმე წუთი ფეხით სიარულის შემდეგ გამივლის ხოლმე. რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს, სისხლის მიმოქცევას? შეიძლება, პათოლოგიის მანიშნებელი იყოს?
პასუხი:
გაიკონტროლეთ არტერიული წნევა, შესამოწმებელია შაქრის დონე სისხლში, თუ ამ მხრივ პათოლოგია არ გამოვლინდა, კონსულტაციისთვის ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: მყავს 2 წლის ბიჭი. ჭიპი აქვს შეწითლებული და არის ამოწეული ტიპის. არც ტკივილი აქვს და არც სისველე. რა შეიძლება იყოს (პედიატრმა მითხრა, უბრალოდ, ასე შეუხორცდაო).
პასუხი:
თუ პედიატრმა ნახა და ანთების რაიმე ნიშნები არ არის, არც ზედმეტად ამობურცული ან ამობერილია, მაშინ საშიში არაფერია.
კითხვა: ანტირაბიული აცრისას ფიზიკური ვარჯიში თუა რეკომენდებული?
პასუხი:
ცოფზე ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში უნდა ერიდოთ გადაღლას, გადაცივებასა და გადახურებას, იკრძალება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ერთი სიტყვით, უნდა ერიდოთ მიზეზებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ ძალებს დაასუსტებს. მეორე და ამ პერიოდში განსაკუთრებით კატეგორიული მოთხოვნაა უარის თქმა ალკოჰოლის შემცველ სასმელებზე.
კითხვა: ვარ 26 კვირის ორსული. ძალიან მაწუხებს კბილი და ვაპირებ ექიმთან მისვლას. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა რენტგენის გადაღება ან კბილის ამოღება? რომელი გამაყუჩებელი შეიძლება? ულტრაკაინზე მაქვს სინჯი გაკეთებული.
პასუხი:
თუ ორსულს კბილი კარიესული აქვს, მისი მკურნალობა აუცილებელია.  ორსულობის დროს არ არის რაიმე შეზღუდვა კბილების დაბჟენაზე (დაპლომბვა). თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები არავითარ გავლენას არ ახდენს ნაყოფის ჯანმრთელობაზე (ყველაზე მეტად მისაღებია ულტრაკაინი და უბისთეზინი). თუმცა, ქირურგიული მანიპულაციები დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. თუ რენტგენოლოგიური კვლევა აუცილებელია, შეიძლება, რადიო ვიზიოგრაფიის გამოყენება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3