კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ გვტკივა მუცელი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მუცლის არეში ტკივილის სხვადასხვა მიზეზი არსებობს:
მწვავე აპენდიციტი
– ტკივილი თავიდან აღინიშნება მუცლის ზედა ნაწილში და ჭიპთან, შემდეგ ტკივილი მთელ მუცელს მოიცავს და რამდენიმე საათში შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვნივ, მუცლის ქვედა მიდამოში. ტკივილი მუდმივი, ყრუ ხასიათისაა. ასეთი ტკივილის დროს სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.  
მწვავე პანკრეატიტი: ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, შეიძლება გადაეცემოდეს ბეჭებში ან ჰქონდეს სარტყლისებური ხასიათი. შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ გამოვიძახოთ „გადაუდებელი დახმარება“.
მწვავე გასტრიტი: ტკივილი მუცლის არეში მახვილისებურ მორჩთან, ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება, ადგილი ჰქონდეს გულისრევასა და ღებინებას, მადის დაკარგვას, გულძმარვას. ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ გასტროენტეროლოგს.
ნაწლავის ჭვალი: მწვავე, შეტევითი, ძლიერი ტკივილი ჭიპის ირგვლივ. შეიძლება, თან ახლდეს სისუსტე და შემცივნება.
წყლულოვანი დაავადება: ტკივილი აღმოცენდება უზმოზე და ჭამის შემდეგ, როგორც წესი, წყნარდება. თან ახლავს: გულძმარვა, ბოყინი, პირში მწარე გემო, ღებინება, განსაკუთრებით დილით. აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება.
ქოლეცისტიტი: ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, თან ახლავს ბოყინი, პირის სიმშრალე და მწარე გემო, გულისრევა, ღებინება. მადა დაქვეითებულია. ტკივილები პერიოდულად მეორდება და შეიძლება იყოს ძლიერი და გადაეცემოდეს მარჯვენა ბეჭში. მიიღეთ მინერალური წყალი.
ფსიქოლოგიური პრობლემებით გამოწვეული ტკივილები მუცელში: ვითარდება ნევროზების დროს, ტკივილი არის ყრუ, მთელ მუცლის ღრუში, შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, საერთო სისუსტე, ცხელებითი მდგომარეობა. მივიღოთ დამამშვიდებელი პრეპრატი და გამოვრიცხოთ კოფეინის შემცველი პროდუქტები.
„კენჭის გავლა“ თირკმელში: მწვავე, ძლიერი ტკივილი წელის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს შორისში და თან ახლდეს ხშირი შარდვა. ტაქტიკა: დალიეთ სპაზმოლიზური საშუალება და მიიღეთ ცხელი აბაზანა. თუ შარდში გამოჩნდა სისხლი, მიმართეთ ექიმს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები: პერიოდული ტკივილები, ზოგჯერ – ძლიერი, ზოგჯერ – ყრუ, როგორც წესი, ჭიპის მიდამოში აღინიშნება. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს ჭამის შემდეგ, თან ახლდეს მუცლის ზედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი.
მუცლის ტკივილთან ერთად, დიდი დისკომფტია მუცლის ბუყბუყი. ბუყბუყებს მშიერი კუჭი, ძირითადად დილით, მაგრამ თუ არ ისაუზმეთ, შეიძლება მუცელმა მთელი დღე იბუყბუყოს. ბუყბუყი ბევრმა ჭამამაც შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღე მშიერი ხართ და შემდეგ ერთბაშად ბევრ საკვებს მიიღებთ ან, თუ საკვები მსუყეა. ზოგჯერ მიზეზი ნერვიულობაა. გარდა ამისა, მუცელი ბუყბუყს იწყებს გარკვეული პროდუქტის – გაზიანი წყლების ან ალკოჰოლის მიღების შემდეგაც. მუცლის ბუყბუყი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის დაავადების სიმპტომი, მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ენტერიტის, კოლიტისა და სხვა.
ორსულობის დროს კი მუცლის ბუყბუყის შესამცირებლად ან მისგან თავის დასაღწევად აუცილებელია სწორი კვება: საკვები გულდასმით უნდა ღეჭოთ და თან, აუცილებლად მოკუმული პირით, რომ შემთხვევით ჰაერი არ გადაგეყლაპოთ და კუჭსა და ნაწლავებში არ დაგროვდეს. მუცლის ბუყბუყს იწვევს პარკოსნები, კომბოსტო, ახალი ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები, ახალგამომცხვარი ნამცხვარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თავი შეიკავეთ ამ პროდუქტებისგან ან შეამცირეთ მათი რაოდენობა. ყურადღება უნდა მიაქციოთ კერძის მომზადებასაც. მაგალითად, პარკოსნებისგან გამოწვეული მუცლის ბუყბუყის ასარიდებლად ან შესამცირებლად კერძის მომზადების წინ პარკოსნები რამდენიმე საათით დაალბეთ ძმარდამატებულ წყალში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს აირწარმომქმნელი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციას. ნებისმიერი გაზიანი სასმელი, ასევე,  ლუდი, ტკბილი სასმელები და სხვა აირებს წარმოქმნის და ძლიერ ბერავს ნაწლავებს. შესაბამისად, თუ მუცლის ბუყბუყი გაწუხებთ, ნუ დალევთ გაზიან სასმელებს.
აირების წარმოქმნაზე ძლიერად მოქმედებს კოფეინიც, რომლის ძირითადი  წყაროც ყავაა. თუ ეს ნივთიერება მართლაც გიძლიერებთ გაზების წარმოქმნას, მაშინ მენიუდან ამოიღეთ არა მარტო ყავა, არამედ ჩაიც და შოკოლადიც.
 ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, რაც ხელს უშლის გაზების დაგროვებას და მათი ბუნებრივი გზებით დროულ გამოდევნას ეხმარება.
გარკვეული პერიოდით შეწყვიტეთ შაქრის შემცვლელების მოხმარება. ამ ნივთიერებებს, პრაქტიკულად, ყველაფერი შეიცავს: საღეჭი რეზინები, ტკბილეული, გაზიანი წყლები, სოუსები და სხვა. ასეთი შეზღუდვა მუცლის ბუყბუყის დაძლევაში დაგეხმარებათ.скачать dle 11.3