კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ლეღვი – დაავადებების სამკურნალოდ

ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს – ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას.
ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე – პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე – პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი – შაქრებს.
ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ.
ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიტინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის  ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. შესაბამისად, სასარგებლოა ართრიტით დაავდებულთათვის.
* ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის დროს ორ ჭიქა რძეში წამოადუღეთ ლეღვის 6 ცალი ნაყოფი (ადუღეთ, ვიდრე რძეს მესამედი არ დააკლდება). მიღებული ნახარში შეათბეთ და შესვით ყლუპ-ყლუპად, დღეში რამდენჯერმე, მეოთხედი ჭიქის ოდენობით.
* შეკრულობის დროს რეკომენდებულია დილით, უზმოზე, ზეითუნის ზეთში დამბალი ლეღვის რამდენიმე ნაყოფის მიღება.
* თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში დაალბეთ, რამდენიმე წუთს გააჩერეთ და შემდეგ კარგად გაქენით. მიირთვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, თბილი.
* კოჟრების დასარბილებლად და გასაქრობად ფეხები ცხელ აბაზანაში დაილბეთ და კარგად გაიმშრალეთ, დაიდეთ ზედ ლეღვის ორად გაჭრილი ნაყოფი, შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ.
* ფურუნკულების გასახსნელად და ჩირქოვანი ჭრილობების გასაწმენდ-მოსაშუშებლად რეკომენდებულია დაზიანებულ უბანზე ორთქლში დამბალი და ფაფასავით გაქნილი ლეღვის ნაყოფის საფენების დაწყობა.
ლეღვის ფოთლის რძე ასევე საკმაოდ ეფექტური შხამსაწინააღმდეგო ანტიბოიტიკია. დადებითად მოქმედებს მორიელის ან ობობის დაკბენილზე: ლეღვის ფოთლის რძე ნაზად წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნაკბენი გექნებათ. ლეღვის რძეც ძალიან სასარგებლოა. ხელის თითებზე ამოსულ მეჭეჭებისთვის ლეღვის რძე ყველაზე ეფექტურია.
ლეღვის უკუჩვენებები: ახლად დაკრეფილ ლეღვს პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა, ერთეულ (იშვიათ) შემთხვევებში მიაყენოს ადამიანს ზიანი. ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე, იმ პირებისათვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს.скачать dle 11.3